შუქნიშნები

shuq1ავტობლოკირება ეწოდება მატარებელთა მოძრაობის ინტერვალური რეგულირების სისტემას, რომლის დროსაც გადასარბენი იყოფა ბლოკ-უბნებად და ამ უბნების საზღვრებთან იდგმება ავტომატურად მოქმედი შუქნიშნები. თითოეული ბლოკ-უბნის ფარგლებში ეწყობა ელექტრული სარელსო წრედი, რომელიც გამოიყენება როგორც ბლოკ-უბნის მდგომარეობის (თავისუფალია თუ დაკავებულია) გადამწოდად, ასევე სარელსი ძაფების მთლიანობის გასაკონტროლებლად.ავტობლოკირებაში გამოყენებულ შუქნიშნებს ეწოდება გასასვლელი შუქნიშნები და ავტობლოკირებისათვის ისინი წარმოადგენენ მართვის ობიექტებს.
ავტობლოკირება წარმოადგენს მატარებელთა მოძრაობის ინტერვალური რეგულირების ყველაზე გავრცელებულ და პერსპექტულ სისტემას.
ავტობლოკირებს დროს თითოეულ გასასვლელ შუქნიშანთან იდგმება რელეური და საბატარეო კარადები. პირველ მათგანში განთავსებულია შუქნიშნის ნათურების მართვისათის აუცილებელი აპარატურა, ხოლო მეორეში – აღნიშნული აპარატურისა და სარელსო წრედების კვებისათვის აუცილებელი კვების წყაროები.
შუქნიშნები ერთმანეთთან დაკავშირებულია საჰაერო ან საკაბელო სახაზო წრედებით. სახაზო წრედებთან აპარატურის მისაერთებლად ძალოვან შუქნიშნები ერთმანეთთან დაკავშირებულია საჰაერო ან საკაბელო სახაზო წრედებით. სახაზო წრედებთან აპარატურის მისაერთებლად ძალოვან სადენებზე იდგმება სარელეო კარადებთან დაკავშირებული საკაბელო ყუთები. ავტობლოკირების მოწყობილობები კვებას იღებენ 10კვ ძაბვის მქონე მაღალი ძაბვის სამფაზა ხაზისაგან. ამის განსახორციელებლად ძალოვან საყრდნებზე იდგმება კაბელით რელეურ კარადასთან დაკავშირებული დამადაბლებელი სახაზი ტრანსფორმატორები.
ავტობლოკირების აპრატურა მოძრავი მატარებლის ზემოქმედებით ანხორციელებს გასავლელი შუქნიშნების სიგნალების ავტომატურ გადართვას. თითოეული გასავლელი შუქნიშნის სასიგნალო ჩვენება მოცემულ შუქნიშანთან მიახლოვებული მატარებლის მემანქანეს მიუთითებს წინ მიმავალი მატარებლის კოორდინატებს. ავტობლოკირების დროს გამოიყენება სამ- და ოთხნიშნა სიგნალიზაცია. ამაშთანავე, ოთხნიშნიანი ავტობლოკირება რეკომენდებულია გამოყენებული იქნას საგარეუბნო უბნებზე, რომლებზედაც კურსირებენ მკვეთრად განსხვავებული სიჩქარის მქონე მატარებლები.

რედაქტორი:  ა.დუნდუა