სარელსო წრედები

                     სარელსო წრედების ელექტრული სქემის ზოგადი განხილვა.    

ორძაფიანი  სარელსო  წრედის   ელექტრულ სქემქში დენის  წყაროს  წარმოადგენს სალიანდაგო ПОБС-5А ტიპის СПТ ტრანსფორმატორი, რომლის პირველად გრაგნილზე მოდებულია ПХРЦ, ОХРЦ სახეობის ძაბვა. ПБАЛС-30 ტიპის ТФ ფილტრის ტევადობა და ფილტრის შემათანხმებელი ПОБС-2А ტიპის ПТ რანსფორმატორის და დროსელ-ტრანსფორმატორის დამატებითი გრაგნილის ჯამური ინდუქტივობა 50 ჰც სიხშირის დენისათვის ქმნის ძაბვების რეზონანსის კონტურს, რომელიც ПОБС-5А ტიპის СПТ ტრანსფორმატორიდან მიწოდებულ ძაბვას 3-4 ჯერ ზრდის.

ორძაფიანი სარელსო წრედში „სარ“-ის სასიგნალო სიხშირეების ზედდების დროს ჩართულია ნახევრად-გამტარული Г-АЛСМ-66 ან ПГ-2 გენერატორი. გენერატორის გამოსასვლელზე ჩართულია შემათანხმებელი СОБС-3Б ტიპის СОТ ტრანსფორმატორი, რომლის მეორადი გრაგნილიდან იხსნება სარ-ის სასიგნალო სიხშირეების აუცილებელი ძაბვა.

სარელსო წრედის კვების წყაროების განმხოლოების მიზნით გამოიყენება ორი ფილტრი. ПБАЛС-30  ტიპის ТФ ფილტრი შედის 50 ჰც სიხშირის დენის კონტურში, რომელშიც ძაბვების რეზონანსის პირობა სრულდება. ამ ფილტრის რეაქტორი ამცირებს სარ-ის სიხშირის დენების გაჟონვას ПОБС-5А ტიპის СПТ ტრანსფორმატორის მეორად გრაგნილში. ФАЛС-70 ტიპის Ф ფილტრი ქმნის დენის რეზონანსის კონტურს 50 ჰც სიხშირისათვის, რითაც ამცირებს ამ სიხშირის დენის გაჟონვას СОБС-3Б ტიპის СОТ ტრანსფორმატორის მეორად გრაგნილში; „სარ“-ის სასიგნალო სიხშირეებისათვის ФАЛС-70 ტიპის Ф ფილტრს აქვს მცირე წინაღობა. R1 რეზისტორი ზღუდავს დენის სიდიდეს СОБС-3Б ტიპის СОТ ტრანსფორმატორის მეორად გრაგნილში სარელსო წრედის შუნტური რეჟიმის დროს.

სარელსო წრედის სარელეო ბოლოს КР ბლოკის ტევადობა და ДСШ-2 ტიპის სალიანდაგო П-1 და П-2 რელეების გრაგნილების ინდუქტივობები ქმნიან დენის რეზონანსის კონტურს, რის გამოც თავისუფალი იზოლირებული უბნის შემთხვევაში მნიშვნელოვნად იზრდება დენი სალიანდაგო რელეების გრაგნილებში და იზრდება სარელსო წრედის სარელეო ბოლოს წინაღობა.

ძაბვების გაზომვისათვის სარელსო წრედის მკვებავი და სარელეო ბოლოები გამოყვანილია სტატივის ИП გამზომ პანელზე.

სარ-ის სასიგნალო გენერატორების სქემა ისეა შედგენილი, რომ სიჩქარის მომატების ნებადამრთველ სიხშირეზე გადასვლა ხდება გენერატორის კონტურის ელექტრული ტევადობის გაზრდით, რაც დამატებითი კონდენსატორების მიერთებით ხორციელდება. ამ თავისებურების გათვალისწინებით სიხშირულ-მმართველი რელეების სქემა ისეა შედგენილი, რომ სიჩქარის შემდეგი საფეხურის მმართველი რელეს აღგზნებისას სიჩქარის წინა საფეხურის მმართველი რელეც დარჩეს აღგზნებული. მაგალითად, 70-ე  სარელსო წრედში 175ჰც სიხშირე რომ მიეწოდოს (ნახ. 5-1), ამისათვის 70-40УП და 70-60У რელეები უნდა იყოს აღგზნებული.

სარელსო წრედებს აქვს შემდეგი თავისებურებები: ПОБС-5А ტიპის СПТ ტრანსფორმატორის პირველადი გრაგნილი და სალიანდაგო რელეების ადგილობრივი გრაგნილები კვებას იღებენ საერთო მცველების გავლით; სალიანდაგო რელეების ადგილობრივი  გრაგნილები პარალელურად არის ჩართული; Г-АЛСМ-66 გენერატორის კვება 20ვ ძაბვით ხდება ПОБС-5А ტიპის ГТ ტრანსფორმატორიდან, რომელსაც ჩვეულებრივად ორ-სამ სარელსო წრედის გენერატორის კვებისათვის აყენებენ.

70-ე სარელსო წრედის ელექტრული სქემა ითვალისწინებს „სარ“-ის ნებადამრთველი სიხშირის მიწოდებას როგორც მკვებავი (Н-72 შუქნიშნის მიხედვით გამზადებული მარშრუტები), ასევე სარელეო ბოლოდან (Н-2 და Н-1 შუქნიშნებით II ლიანდაგზე გამზადებული მარშრუტები).

განვიხილოთ სარ-ის ნებადამრთველი სიხშირის მიწოდება 70-ე სარელსო წრედის რელეურ ბოლოზე. გამზადებულია მარშრუტი ჩიხის მე-4 ლიანდაგის Н-2 შუქნიშნიდან II-ხაზის ლიანდაგზე. აღგზნებულია II-4НУ(нечетное-მოძრაობა კენტი მიმართლებით) და 70-40У რელეები. 70-40УМ რელეს ფრონტული კონტაქტე-ბით შეკრულია გენერატორის 5-6 და 4-10 გამომყვანები(ნახ.5-1), გენერატორი გამოიმუშავებს 225ჰც  სასიგნ-ლო სიხშირეს, რომელიც СОБС-3Б  ტიპის СОТ ტრანსფორმატორის მეორადი გრაგნილის გავლით, მიეწოდება 70-ე სარელსო წრედის რელეურ ბოლოს, შემდეგი წრედით: 1) СОБС-3Б ტიპის СОТ ტრანსფორმატორის მეორადი გრაგნილის მე-5-ე მომჭერი, სალიანდაგო რელეების გამმეორებელი 70ПП1 რელეს 41-43 ზურგული კონტაქტი, ФАЛС-70 ტიპის Ф ფილტრი, II-4НУ რელეს 11-12 ფრონტული კონტაქტი, 70СОТ-Р ავტოტრანსფორმატორის გრაგნილი და შემდეგ სარელსო წრედის 70РП სარელეო ბოლო. და 2) СОБС-3Б ტიპის СОТ ტრანსფორმატორის მეორად გრაგნილის მე-9-ე მომჭერი, სალიანდაგო რელეების გამმეორებელი 70ПП1 რელეს 51-53 ზურგული კონტაქტი, 2A მცველი, II-4НУ რელეს 21-22 ფრონტული კონტაქტი, R1, R2 (2х22ომი) წინაღობა, C1-4(16-мкф) კონდენსატორი, სარელსო წრედის 70РМ სარელეო ბოლო. სალიანდაგო რელეების გრაგნილე-ბის მიმდევრობით ჩართულია ДР რეაქტორი, რომელიც სტაბილიზაციას უკეთებს სალიანდაგო რელეების მუშაობას სარ-ის სასიგნალო სიხშირეების მიწოდებისას სარელსო წრედის როგორც მკვებავი, ასევე სარელეო ბოლოებიდან.

მოძრავი შემადგენლობა როგორც კი გადაცდება 70-ე სარელსო წრედს გამოირთვება 70-40У რელე, გენერატორი იწყებს ამკრძალავი 275ჰც სიხშირის გამომუშავებას. სარელსო წრედზე მატარებლის შედგომისას სარელსო წრედი იშუნტება, სასიგნალო დენი იზრდება და იკვრება მცირე წინაღობის მქონე გორგოლ-წყვილების მეშვეობით, იზრდება ძაბვის ვარდნა R1 რეზისტორზე, სალიანდაგო რელეს გრაგნილებში მკვეთრად მცირდება დენის სიდიდე და იგი ჩამოუშვებს თავის ღუზას.

     ერთძაფიანი  სარელსო  წრედები (ნახ.5-2) აკონტროლებენ მხოლოდ სასიგნალო რელსის სიმთელეს და არ აკონტროლებენ წევის ძაფის რელსის სიმთელეს, ვინაიდან მეზობელი ლიანდაგების წევის ძაფები ერთმა-ნეთთან არის შეერთებული. ერთძაფიანი სარელსო წრედის მოწყობილობებია: ПОБС-2А ტიპის ПТ ტრანსფორმა-ტორი, R-2,2ом შემზღუდი რეზისტორი. АВМ-15 ტიპის ავტომატური გამომრთველი, РТЭ-1Л ტიპის РТ ტრანსფორმატორი, 15 ამპერიანი მცველი ПОБС-2А ტიპის КТ ტრანსფორმატორი. სალიანდაგო П რელედ გამოიყენება გამმართველებიანი ელექტრომაგნიტური რელე АНВШ2-2400. დამცავი ფილტრი ატარებს 50ჰც სიხშირის დენს და ახშობს წევის დენის ჰარმონიკებს. რელეური РТ ტრანსფორმატორის პირველადი გრაგნილი რელსებს უერთდება 10 ამპერიანი მცველით და R2 რეზისტორით, რომელიც ზღუდავს РТ ტრანსფორმატორის პირველად გრაგნილში განშტოებულ წევის დენს.

ლიტერატურა: В В ЛАВРИК «электрическая централизасия стрелок и сигналов метрополитенов»