Author Archives: merabi

ისრული გადამყვანები

ისრისკენული მიმართულების მოძრაობა

ისრული გადამყვანი შედგება:

1) ისარი;

2) ჯვარედის კომპლექტი კონტრრელსებით;

3) შემაერთებელი ლიანდაგები.

СП-6 ტიპის ელექტროამძრავის  ისრული გარნიტურის კონსტრუქცია

მარჯვენა 7 და მარცხენა 8 ძირითადი კუთხოვნები  გამოიყენება ამძრავის საყრდენ კონსტრუქციებად.  ერთმაგ ისრულ გადამყვანებზე დასადგმელი ძირითადი კუთხოვნები სახიფათო კვეთებში გაძლიერებულია იმავე კვეთის დამატებითი კითხოვნებით  6; ეს აუცილებელია გამავალი მატარებლებისაგან გამოწვეული ვიბრაციის შესამცირებლად და ძირითადი კუთხოვნების გაღუნვის თავიდან ასაცილებლად; სხვადასხვა სახის (შეწყვილებული, ჯვარედული და ა.შ.) ისრული გადამყვანებისათვის განკუთვნილი საძირკვლე კუთხოვნები ერთმანეთისაგან განსხვავდება სიგრძეებით, აგრეთვე ელექტროამძრავის დამაგრებისათვის საჭირო ნახვრეტების რაოდენობითა და გარნიტურისს დეტალებით. საძირკვლის კუთხოვნები ჩარჩო რელსებზე ჩამოკიდებულია ოთხი კუთხოვანით 4. მათ მიერ წარმოშობილი დამატებითი დატვირთები კომპენსირდება განივი შემკვრელი ზოლით 11.

 შემკვრელი ზოლი 5 ერთმანეთთან აერთებს საძირკვლის კუთხოვნებს და მათ ამაგრებს ისრულ ძელებზე. წევების გატარების მიზნით ზოლს აქვს ფიგურული ნაღუნი; ნაღუნი ასრულებს აგრეთვე ელექტროძრავას გარსაცმ 9-ის საყრდენის ფუნქციასაც. გასწვრივი შემკვრელი ზოლი გამორიცხავს საძირკვლის კუთხოვნების ერთმანეთის მიმართ წაძვრას და ამცირებს ელექტროძრავას ვიბრაციას, რომელიც წარმოიშობა შემადგენლობის გავლისას. საძირკვლის კუთხოვნები, შემკვრელი ზოლები და ამძრავი ერთობლივად წარმოქმნის ხისტ ჩარჩოს.

შემკვრელი წევა 1 ერთმანეთთან აერთებს ისრული გადამყვანების კალმებს, რაც აუცილებელია ამ კალმების ერთდროული გადაადგილებისათვის; მუშა წევა 3 ელექტროძრავას შიბერს აერთებს შემკვრელ წევასთან.

საკონტროლო წევები ისრული გადამყვანის კალმების საყურეებთან აერთებს ელექტროამძრავის საკონტროლო სახაზავებს; ეს უკანასკნელები აკონტროლებს კალმების მდებარეობებს. გარნიტურის კომპლექტში შედის მოკლე 10 და გრძელი 2 საკონტროლო წევები, რომლებიც საკონტროლო სახაზავებს აკავშირებენ ელექტროამძრავის მიმართ შესაბამისად ახლო- და შორმდებარე კალმებთან.

რედაქტორი:  მ.ჩალაძე

წარმატებები და მიღწევები

5746abee3fcc5

                       ისრების და სიგნალები მიკროპროცესორული ცენტრალიზაცია

არსებული ეც-ს სისტემების ანალიზი და მათი ექსპლუატაციის გამოცდილება მიუთითებს, რომ სარელეო სისტემა გამოყენებულია და მოქმედებს  უკვე 60 წელზე მეტი წლის განმავლობაში, რის შედეგადაც აღინიშნება მტყუნებების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა

Continue reading

ეს საინტერესოა

orsartulianii

                             ს ა მ ა ხ ს ო ვ რ ო

       რელსებში სიხშირეებისა და დენის ძალების გაზომვის მეთოდიკა.

საზომი ხელსაწყოები და ინსტრუმენტები:1)  სიხშირმზომი ან სიხშირეთა ინდიკატორი -სიხშირეების  გასაზომად; 2)  მულტიმეტრი-სიხშირეების, ძაბვებისა  და  დენის ძალების გასაზომად; 3) 0,06 ომი წინაღობიანი ტიპიური გამოსაცდელი შუნტი,რომელზეც დამაგრებულია მიმდევრობით  ჩართული მულტიმეტრი-რელსებში დენის ძალის გასაზომად; 4) კომბინირებული საზომი ხელსაწყო;   5) ელ.მექანიკოსის ინსტრუმენტების  ნაკრები; 6) გადასატენი რადიოსადგურები და სატელეფონო ყურმილები.

Continue reading