წარმატებები და მიღწევები

                       ისრების და სიგნალები მიკროპროცესორული ცენტრალიზაცია

არსებული ეც-ს სისტემების ანალიზი და მათი ექსპლუატაციის გამოცდილება მიუთითებს, რომ სარელეო სისტემა გამოყენებულია და მოქმედებს  უკვე 60 წელზე მეტი წლის განმავლობაში, რის შედეგადაც აღინიშნება მტყუნებების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა დღეისათვის ბევრ სამრეწველო საწარმოსა და მაგისტრალურ  სარკინიგზო ტრანსპორტში ელექტრო ცენტრალიზაციის სისტემები მიკროპროცესორულ ცენტრალიზაციაზე (მ.პ.ც.) იცვლება.

ისრებისა და სიგნალების მიკროპროცესორული სისტემა  დამატებით ინფორმაციას  მიაწოდებს   სადგურის მორიგეს და  სარკინიგზო ტრანსპორტის სხვა მომხმარებელსაც სამატარებლო   მდგომარეობის  და სისტემის ელემენტების უწესივრობების გამოვლინებების შესახებ.   მიკრო პროცესორული სისტემა  აადვილებს ინფორმაციის გაცვლას სხვა საიფორმაციო -გამოთვლით და მმართველ სისტემებს   შორის.

ისრებისადასიგნალების მიკრო პროცესორული ცენტრალიზაციის სტრუქტურული სქემა იძლევა საშუალებას გაზარდოსტექნიკურიმომსახურების ხარისხის დონე და  სისტემის ექსპლუატაცია შემდეგნაირი მონაცემების ხარჯზე:

  • სისტემის მოდულურობა;
  • ინფორმაციის შეგროვების პროცესის ავტომატიზაცია;
  • ინფორმაციის ლოგიკური დამუშავების ავტომატიზაცია;
  • ავტომატიკისა და ტელემექანიკის ობიექტების მდგომარეობის შეცვლის დრო;
  • ინფორმაციის გადაცემის ავტომატიზაცია;
  • სხვადასხვა სარკინიგზო სამსახურების პერსონალისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;
  • მოძრავი შემადგენლობების სადგურის ტერიტორიაზე მსვლელობის შესახებ ინფორმაციების შეგროვება, დამუშავება, ჩაწერა და შენახვა. სცბ-ს მოწყობილობების მდგომარეობის შეცვლისას, რომელიც კონტროლდება და ამის შესახებ ინფორმაცია გადაეცემა ზედა დონეზე მართვის ავტომატიზირებულ სისტემას (მ.ა.ს.);
  • სისტემის მოქნილობა, რომელიც ითვალისწინებს მპც-მ სისტემის სხვა სისტემებთან ადვილ კოორდინაციას, რისთვისაც შეიქმნა კომუნიკაციის სტანდარტული პროტოკოლები.

(more…)

ეს საინტერესოა

                             ს ა მ ა ხ ს ო ვ რ ო        რელსებში სიხშირეებისა და დენის ძალების გაზომვის მეთოდიკა. საზომი ხელსაწყოები და ინსტრუმენტები:1)  სიხშირმზომი ან სიხშირეთა ინდიკატორი -სიხშირეების  გასაზომად; 2)  მულტიმეტრი-სიხშირეების, ძაბვებისა  და  დენის ძალების გასაზომად; 3) 0,06 ომი წინაღობიანი ტიპიური გამოსაცდელი შუნტი,რომელზეც დამაგრებულია მიმდევრობით  ჩართული მულტიმეტრი-რელსებში დენის ძალის გასაზომად; Read more…