მიმართულების შეცვლის ოთხსადენიანი ელ.სქემის განხილვა
ერთლიანდაგიან უბნებზე მატარებლების მოძრაობის რეგულირებისათვის გამოყენება ერთლიანდაგიანი ორმხრივი მოძრაობის ავტობლოკირება, მიმართულების შეცვლის ოთხსადენიანი ჩართვის სქემით.
ერთლიანდაგიანი ავტობლოკირებისას, გადასარბენზე არჩეული მოძრაობის მიმართულების მიხედვით გასასვლელი სიგნალი იღება მოლოდ გაგზავნის მდგომარეობაში მყოფი სადგურიდან, ხოლო საპირისპირო მიმართულებით გასასვლელი შუქნიშნის გასაღებად აუცილებელია შეიცვალოს მატარებლების მოძრაობის მიმართულება, რადგან გამოირიცხოს მოსაზღვრე სადგურებიდან მატარებლების გაგზავნა შემხვედრი მიმართულებით. ამ სისტემის მოქმედების მთავარი პირობაა, რომ ერთი სადგური იყოს მდგომარეობაში „მიღება“, ხოლო მეორე -„გაგზავნა“.
თბილისის მეტროპოლიტენში ერთლიანდაგიანი ორმხრივი მოძრაობის ავტობლოკირება, მიმართულების შეცვლის ოთხსადენიანი ჩართვის სქემით, გამოიყენება სადგ. „დელისი“- სადგ. „ვაჟა-ფშაველას“ გადასარბენზე და სადგ. „გურამიშვილი“- დეპო „გლდანის“ შემაერთებელ ხაზებში.
განვიხილოთ მიმართულების შეცვლის ოთხსადენიანი ელ.სქემის მუშაობის პრინციპი სადგ. „დელისი“- სადგ. „ვაჟა-ფშაველას“ გადასარბენზე, მოქმედი სქემის მუშაობის მაგალითზე. სადგ. „დელისი“-დან სადგ. „ვაჟა-ფშაველას“-კენ მატარებლების მოძრაობის მიმართულებას პირობითად დაერქვა „კენტი“ მიმართულება და სადგ. „ვაჟა-ფშაველას“ სარელეოში აღნიშნულ ელ.წრედში ჩართულ მოწყობილობებს წინსართად ეწერება ასო -„Н“(нечетный), ხოლო სადგ. „ვაჟა-ფშაველა“-დან სადგ. „დელისი“-სკენ მატარებლების მოძრაობის მიმართულებას პირობითად დაერქვა „წყვილი“ მიმართულება და სადგ. „დელისის“ სარელეოში მოქმედი აღნიშნულ ელ.წრედში ჩართულ მოწყობილობებს წინსართად ეწერება ასო -„Ч“(четный).
სქემაში გამოყენებულია შემდეგი სახის რელეები და მოწყობილობები: КШ1-280 ტიპის სასადგურო მიმართულების НСН, ЧСН რელეები; НМШ1-1800 ტიპის დამხმარე НВ, ЧВ რელეები; НМШМ4-100/1100 ტიპის გადასარბენის დაკავების Н1зП, Ч1зП რელეები; НМШ1-7000 ტიპის გადასარბენის დაკავების Н2зП, Ч2зП რელეები; НМШ4-600 ტიპის მიმართულების შეცვლის დამხმარე НВСН, ЧВСН რელეები; НМШ2-4000 ტიპის გადასარბენის დაკავების საკონტროლო НзП, ЧзП რელეები; НМШТ-18000 ტიპის გადასარბენის სრული სითავისუფლის მაკონტროლებელი НПКП, ЧПКП რელეები; НМШМ2-15000 ტიპის გადასარბენის საკონტროლო დამხმარე НВКП, ЧВКП რელეები; НМШ1-1800 ტიპის მიმართულების გამმეორებელი НПН, НПН1, НСНП, НСНП1, ЧПН, ЧПН1, ЧСНП, ЧСНП1 რელეები; НМШ2-4000 ტიპის მატარებლის მიღების НПВ, ЧПВ რელეები: НМШ2-4000 ტიპის მატარებლის გაგზავის НОВ, ЧОВ რელეები; НМШ1-1800 ტიპის გადასარბენის მაკონტროლებელი ჯგუფური ДГКП და ВГКП რელეები; НМШТ-18000 და НМШ1-18000 ტიპის გამომრიცხველი ЧИ და НИ რელეები. მიმართულების შეცვლისა და გადასარბენის საკონტროლო წრედების კვებისათვის გამოიყენება ППШ-3 ტიპის ნახევარგამტარული გარდამქმნელი. მოკლედ შერთვისა და ელ.წრედებში დაბრკოლებისაგან დასაცავად, გარდამქმნელსა და დატვირთვას შორის ჩართულია 60 ვატისა 220 ვოლტის მქონე „ვარვარების ნათურა“. მცირე დენის ძალის დროს ნათურის ძაფი არ ვარვარდება და მისი წინაღობა მცირეა. დენის ძალის გაზრდისას ძაფი ვარვარდება და იზრდება მისი წინაღობა. ППШ-3 გარდამქმნელი შეიძლება მუშაობდეს როგორც გამმართველის, ასევე გარდამქმნელის რეჟიმში და იკვებებოდეს შესაბამისად 12 ვ ძაბვის მქონე ცვლადი ან მუდმივი დენის ქსელიდან. მოცემულ ელ.სქემაში ППШ-3 ტიპის გამმართველები კვებას იღებს СОБС-2А ტიპის ЧСТ და НСТ დამადაბლებელი ტრანსპორმატორიდან (ნახ.2).
მიმართულების შეცვლის ოთხსადენიან სქემაში არსებობს ორი დამოუკიდებელი სახაზო ელ.წრედი: ერთი მათგანი გამოიყენება გადასარბენის მდგომარეობის (სითავისუფლისა და დაკავების) საკონტროლო ხელსაწყოების ჩასართავად, ხოლო მეორე, მატარებელთა მოძრაობის მიმართულიბის შეცვლის სასადგურო და საგადასარბენო რელეების ჩასართავად (ჩვენ შემთხვევაში საგადასარბენო რელეები არ აყენია).
გადასარბენის საკონტროლო ელ.სქემა ყოველთვის გაგზავნის სადგურიდან იღებს კვებას (ნახ.2). სქემა გამოსახულია იმ მდგომარებისათვის, რომლის დროსაც სადგ. „დელისი“ დაყენებულია გაგზავნის, ხოლო სადგ. „ვაჟა-ფშაველა“-მიღების რეჟიმში. საკონტროლო წრედში გადასარბენზე მიმდევრობითაა ჩართული ყველა ბლოკ-უბნის სალიანდაგო რელეების კონტაქტები, ხოლო მიღების სადგ. „ვაჟა-ფშაველა“-ზე – გადასარბენის საკონტროლო НМШМ4-105/1100 ტიპის НКП რელეს დაბალ ომიანი გრაგნილი; სქემა კვებას იღებს გაგზავნის სადგ. „დელისი“-დან, აგრეთვე НМШМ4-105/1100 ტიპის Ч13П რელეს დაბალომიანი 1-3 გრაგნილის გავლით.
ЛП4- Ч1зП(1-3) -ЧПВ(21-23)-ЧСНП1(31-32)-НИ(21-22) -ДГКП(21-22) – სადენი ЧК,К – ВГКП(21-22)- ЧИ(21-22)- НСНП1(31-33)-НКП-НПН(61-62)-НСНП(61-63) – ЧИ(41-22)- ВГКП(41-42)- R1 – სადენი ОК,ЧОК – R8- ДГКП(41-42)- НИ(41-22)- ЧСНП(61-62)- ЛМ4.
სადგ. „დელისი“-დან სადგ. „ვაჟა-ფშაველა“-სკენ მატარებლის მოძრაობისას გადასარბენის საკონტროლო სქემა ასე მუშაობს: К,ОК-წრედში განირთვება НИ რელეს 21-22, 41-42 კონტაქტები და 21-23, 41-43 კონტაქტების გავლით ელ.სქემაში Ч1зП რელეს დაბალომიანი გრგნილის ნაცვლად ჩაირთვება НМШ1-7000 ტიპის Ч2зП რელეს მაღალომიანი გრაგნილი. დენის მნიშვნელოვნად შემცირებისთვის Ч2зП რელეს მიმდევროით ჩაირთვება ორი დამატებითი R11, R12 რეზისტორი, რომელთაგანაც თითოეულის წინაღობა 1,8 კილოომია. საკონტროლო წრედში დენის ძალა ხდება НКП რელეს ღუზის ჩამოშვების დენის ძალაზე უფრო მცირე, მაგრამ მისი მნიშვნელობა აჭარბებს Ч2зП რელეს ღუზის მიზიდვისათვის საჭირო დენის ძალის მნიშვნელობას. НКП რელეს ღუზის ჩამოშვების მაღალი საიმედოობისათვის Ч2зП რელეს ჩართვის შემდეგ იცვლება სქემის კვების პოლარობა. მიღების სადგურზე НКП რელეს უდენოდ დარჩენა აფიქსირებს გადასარბენის დაკავებას და გამორიცხავს მიმართულების შეცვლის შესაძლებლობას. გადასარბენზე მატარებლის გასვლის შედეგად ДГКП რელეს უდენოდ დარჩენისას (ნახ.7-4) კვებას კარგავს Ч2зП რელე და გაგზავნის სადგურზე ჩაირთვება გადასარბენის დაკავების ინდიკაცია. გადასარბენზე მატარებლის შემდგომი გადაადგილება თანმიმდევრულად ტოვებს უდენოდ საგადასარბენო ბლოკ-უბნის სალიანდაგო რელეებს, რის შედეგადაც გადასარბენის სრულ განთავისუფლებამდე გათიშული რჩება გადასარბენის კონტროლის წერდი, ხოლო შემდეგ გადადის საწყის მდგომარეობაში-ამოქმედდება 1зП და КП რელეები.
გაგზავნის სადგურზე გადასარბენის დაკავების ინდიკაციას ჩართავს НМШ2-4000 ტიპის ЧзП რელე (ნახ.3) რომელიც ორი- Ч1зП და Ч2зП რელეს მამეორებელია. გარდა იმისა, რომ ორი რელეს კონტაქტის ნაცვლად ერთი კონტაქტის ჩართვის შედეგად სქემა მარტივდება, ЧзП რელეს არსებობა კიდევ იმითაა განპირობებული, რომ Ч1зП რელეს უდენოთ დარჩენისა და Ч2зП რელეს აგზნებამდე (და პირიქით) გადის გარკვეული დრო; ЧзП რელეს არსებობისას ამ დროის განმავლობაში ჩაირთვებოდა გადასარბენის დაკავების ინდიკაცია. ЧзП რელეს ღუზას ჩამოშვებაზე შეყოვნება მიიღწევა რელეს გრაგნილების პარალელურად 1000 მიკროფარადიანი ტევადობის მიერთებით. 47 ომიანი რეზისტორი ზღუდავს კონდესატორის დამუხტვის დენს; იგი მაკომუტირებელი რელეების კონტაქტებს იცავს გარღევისაგან, ხოლო კონდენსატორის გარღვევის შემთხვევაში, კვების წყაროს იცავს მოკლედ შერთვისაგან. ЧзП რელეს სქემაში Ч1зП(21-22) და Ч2зП(21-22) კონტაქტების მიმდევრობით ჩართულია ЧСН რელეს ფრონტული 21-22 კონტაქტი, რის საშუალებითაც მიმართულების რელეთა წრედის გაწყვეტისას უდენოდ რჩება ЧзП რელე, რომელიც ჩართავს გადასარბენის დაკავების ინდიკაციას (ნახ.1); ეს შემთხვევა მიგვანიშნებს, რომ დაზიანდა მოწყობილობა.
გადასარბენის საკონტროლო რელეს მამეორებელთა ჩართვის სქემა (ნახ7-.4). მიღების სადგურზე დენის ქვეშაა НКП რელე, რომელიც ადასტურებს მოძრაობის მიმართულების შეცვლის შესაძლებლობას. გადასარბენზე მატარებლის მოძრაობისას სამატარებლო შუნტის ხანმოკლედ დაკარგვისას ეს რელე შეიძლება დროებით აღიგზნოს და წარმოიშვას გადასარბენის ყალბი სითავისუფლე. შუნტის დაკარგვის მომენტში რომ არ შეიცვალოს მოძრაობის მიმართულება, გათვალისწინებულია НМШТ-1800 ტიპის НПКП რელეს საშუალებით აგებული დროებითი დაცვის სქემა. აღნიშნული ტიპის რელეს თერმოელემენტის ხარჯზე აქვს 8-18 წამის ხანგრძლივობის შეყოვნება ღუზას მიზიდვაზე და НКП რელეს ხანმოკლედ აგზნებისას (ეს შეიძლება მოხდეს 2-3 წამით შუნტის დაკარგვისას) ვერ ასწრებს ამოქმედებას. НПКП რელეს ფრონტული კონტაქტით НВ რელეს ამოქმედება და მიმართულების რელეთა სქემის შებრუნება მხოლოდ НПКП რელეს აღგზნების დროსაა შესაძლებელი.
სამატარებლო შუნტის პერიოდულად დაკარგვის გამო წარმოშობილი იმპულსების სერიისგან НПКП რელეს თერმოელემენტი რომ არ გახურდეს და აღნიშნული რელე რომ არ აღიგზნოს, გამოიყენება დამხმარე НВКП რელე, რომელიც НКП რელეს ღუზის ჩამოშვების გამო უდენოდ დარჩენის ყოველი შემთხვევისთვის ხელახლა შეიძლება აიგზნოს მხოლოდ НПКП თერმოელემენტის შერთული ზურგული კონტაქტის შემთხვევაში და მუდმივად დარჩება აღგზნებული НПКП რელეს შეყოვნების პერიოდში.
НКП რელეს აღგზნებით დენქვეშ დგება НВКП რელე, ამ წრედში НПКП რელეს ზურგული 51-53 კონტაქტებით მოწმდება თერმოელემენტის გაცივებული მდგომარეობა. НВКП რელეს აღგზნებისას გახურებას იწყებს НПКП რელეს თერმოელემენტი. 8-წამის განმავლობაში თერმოელემენტის ბოლომდე გახურების შემდეგ მისი ზურგული კონტაქტი გადაირთვება ფრონტულ კონტაქტზე და 51-52 კონტაქტების შერთვის შემდეგ აღიგზნება НПКП რელე და გამორთავს თავის თერმოელემენტს. НКП რელეს კონტაქტის შერთვისას თერმოელემენტმა თუ ვერ მოასწრო ამოქმედება და შესაბამისად გახურება, არ შეიკვრება მისი ფრონტული კონტაქტები, შესამამისად НПКП რელე ვერ იმოქმედებს და ვერ ჩაირთვება მიმართულების შეცვლის წრედი. НВКП რელე დარჩება აღგზნებულ მდგომარეობაში НКП და НВКП რელეების ფრონტული კონტაქტებით, და ის გამოირთვება მხოლოდ НКП რელს უდენოდ დარჩენის შემდეგ. НКП რელეს ხელმეორედ აღგზნების შემდეგ, НВКП რელე აღიგზნება მხოლოდ თერმოელემენტის სრული გაცივებისა და მისი ზურგული 51-53 კონტაქტების შეკვრის შემდეგ. НПКП და НВКП რელეთა სქემაში არსებული НВСН რელეს ფრონტული კონტაქტი უზრუნვეყოფს რელეთა მუშაობას მიმართულების შეცვლის დანხმარე რეჟიმის დროს.
მიმართულებათა შეცვლის რელეს ელ.სქემა ( ნახ.2). ეს სქემა კვებას იღებს მიღების სადგ. „ვაჟა-ფშაველა“-ზე არსებული НВ რელეს ზურგული და НСН რელეს პოლარიზებული კონტაქტით, რომელთაგანაც უკანასკვნელი რელე დგას „მიღების“ მდგომარეობაში (უდენოდაა და პოლარიზებული კონტაქტები იმყოფება უკუპოლარობის მდგომარეობაში). „გაგზავნის“ სადგ. „დელისის“ სადგურზე მიმართულების წრედთან მიერთებულია КШ1-280 ტიპის ЧСН რელე, რომელიც დენქვეშაა პირდაპირი პოლარობით.
ЛП3-НСН(111-113)-НВ(41-43)-ЧОВ(41-43)- სადენი Н,ЧН – НОВ(41-43)-ЧВ(41-42)-ЧВКП(41-43)-ЧПВ(41-43)-ЧПКП(41-43)-ЧСН– ЧПВ(61-63)- ЧВКП(61-63)- ЧВ(61-62)- НОВ(61-63)- R9 – სადენი ЧОН,ОН – R2- ЧОВ(61-63)- НВ(61-63)- НСН(131-133)-ЛМ3.
გადასარბენის სითავისუფლის მდგომარეობასთან დაკავშირებული დამოკიდებულებები, მიმართულების რელეთა სქემაში მუდმივად არ კონტროლდება. შემოწმებას ЧНВ რელეს სქემა მხოლოდ მიმართულების შეცვლის დასაწყისში ახდენს. მიმართულების შეცვლის დაწყების შემდეგ იგი გადასარბენის დაკავებისას (სარელსო წრედის დაზიანებისას) არ წყდება. მიმართულების შეცვლისას სქემის კომუტაცია НВ და НВКП რელეთა კონტაქტით ხდება. НВКП რელე სქემაში დამცავ ფუნქციას ასრულებს, კერძოდ მიმართულების შეცვლის მცდელობისა და მიმართულების რელეთა წრედის სადენების შერთვისას გამორიცხავს „მიღების“ სადგურში НСН რელეს ამუშავებს. НПКП რელე მის გრაგნილთან მიერთებული კონდენსატორის შემწეობით ღუზას НВКП რელეს ღუზის ჩამოვარდნიდან გარკვეული დროის გავლის შემდეგ უშვებს. ამ დროის განმავლობაში მიმართულების რელეთა წრედი, რომელიც НВКП რელეს უდენოდ დარჩენის გამო არის კვების წყაროდან ამორთული, დამოკლდება НПКП რელეს კონტაქტით. მოცემულ შემთხვევაში НСН რელეს ამოქმედება ორივე სადგურს გადაიყვანდა მდგომარეობაში „გაგზავნა“.
ПКП რელეს ღუზის ჩამოშვების დროის შეყოვნება პრაქტიკულად 200 მიკროფარადი ტევადობიანი კონდენსატორის განმუხტვის დროის (0,4-0,6 წმ-ის) ტოლია. მიმართულების რელეთა წრედში ВСН რელე და ПВ,ОВ რელეთა კონტაქტები უზრუნველყოფენ მიმართულების შეცვლის დამხმარე რეჟიმს.
ჩამრთველი (დამხმარე) В რელეს ჩართვის სქემა. ჩამრთველი В რელე მიღებიდან გაგზავნაზე მიმართულების შეცვლისას ცვლის მიმართულების რელეთა კვების პოლარობას და მიღების სადგურზე სახაზო წრედიდან გამორთავს СН რელეს. გაგზავნის სადგ. „დელის“-ზე ЧВ რელე ЧСН რელეს პოლარიზებული კონტაქტით იღებს კვებას (ნახ.3), ხოლო მიღების სადგ. „ვაჟა-ფშაველა“-ზე НВ რელე უდენოდაა. მიმართულების შესაცვლელად სადგ. „ვაჟა-ფშაველა“-ზე НВ რელეს აღგზნება(რომელიც შესაძლებელია მხოლოდ გადასარბენის სითავისუფლისა და НКП, НПКП რელეების დენის ქვეშ ყოფნის დროს) ხდება მიმართულების შეცვლის НСН კნოპზე თითის დაჭერით (ნახ.4). კნოპის ნაცვლად შეიძლება ჩაირთოს ავტომატური რეჟიმის ОА რელეს 21-22 შეკრული კონტაქტი, დისპეტჩერული ცენტრალიზაციის დროს Р რელეს 81-83 შეკრული კონტაქტი და ა.შ.
აღგზნების შემდეგ НВ რელე გადადის თვით ბლოკირებაზე და ღუზას მანამდე ინარჩუნებს მიზიდულ მდგომარეობაში, სანამ უდენოდ არ დარჩება НПКП რელე და არ განიმუხტება НВ რელეს გრაგნილთან მიერთებული 200 მიკროფარადიანი ტევადობის კონდენსატორი. ამ დროის განმავლობაში თუ შეიცვალა მიმართულება, НВ რელე НСН რელეს პოლარიზებული კონტაქტით კვების მიღებას განაგრძობს მანამ, სანამ სადგური იქნება „გაგზავნის“ მდგომარეობაში. НСН რელე თუ არ ამოქმედდა, მაშინ НВ რელე დაუშვებს ღუზას და НСН რელეს ამორთავს მიმართულების რელეთა წრედიდან და მის ნაცვლად მიაერთებს ЛП3,ЛМ3 კვების წყაროს. НВ რელეს აგზნებისას უდენოდ დარჩება НПН, НПН1, НПН2, НПН3 რელეები (ნახ.4), რომელთაგანაც НПН რელეს განრთული 61-62 კინტაქტი გაწყვეტს გადასარბენის საკონტროლო წრედს და უდენოდ დატოვებს НКП რელეს (ნახ.2). НВ რელეს უდენოდ დარჩენით მიმართულება თუ არ შეიცვალა, აიგზნება НПН რელე; მეზობელი სადგური თუ დარჩა მდგომარეობაში „გაგზავნა“, მაშინ აღდგება გადასარბენის საკონტროლო წრედი და აღიგზნება НКП, НВКП, НПКП რელეები.
შეიძლება ხელახლა შევეცადოთ შევცვალოთ მიმართულება, რადგან მიმართულების შეცვლისას მიღების სადგურის ЧСН რელე ხაზთან მხოლოდ ЧПКП რელეს უდენოდ დარჩენის შემდეგ მიუერთდება, ხოლო გაგზავნის სადგურიდან ხაზში კვების მიწოდება მხოლოდ ამ სადგურის მიღებაზე გადასვლის შემდეგ დაიწყება, ამიტომ აუცილებელია მიღების სადგურის (რომლის კვება ამოირთვება ЧПКП რელეს ღუზას ჩამოვარდნით) ЧВ რელეს ჰქონდეს ЧСН რელეს საიმედო ამუშავებისათვის საკმარისი ხანგრძლივობის შეყოვნება. მეორე მხრივ, გაგზავნის სადგურის НВ რელემ ამავე მიზნით რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაუშვას ღუზა, რათა სწრაფად მიაწოდოს ЛП3,ЛМ3 კვება ხაზში. ამგვარად В რელე ნელმოქმედი უნდა იყოს მიმართულების შეცვლისას მიღებიდან გაგზავნამდე. ხოლო სწრაფმოქმედი მიმართულების შეცვლისას გაგზავნიდან მიღებაზე. В რელეს მუშაობის ორი განსხვავებული რეჟიმის შექმნა მიიღწევა მისი გრაგნილების განცალკავებული ჩართვით. მიღებიდან გაგზავნაზე მიმართულების შეცვლის დროს მომუშავე გრაგნილის პარალელურად ჩართულია 200 მიკროფარადიანი კონდენსატორი, რომელიც უზრუნველყოფს В რელეს შეყოვნებას, რაც აუცილებელია СН რელეს მუშაობისათვის.
В რელეს თვითბლოკირების წრედით შუნტდება СН კნოპისა და КП რელეს კონტაქტები; ამის შედეგად, ჯერ ერთი, კნოპის ამორთვით არ წყდება В რელეს აღგზნების შემდეგ დაწყებული მიმართულების შეცვლა და გარდა ამისა, მცირდება В რელეს ღუზას ჩამოშვებაზე არსებული საკუთარი შეყოვნება, რომელიც ამ დროს მხოლოდ ПКП რელეს ღუზის გადატყორცნისა და СН რელეს საიმედოდ ამუშავების ხანგძლივობაზე მეტი უნდა იყოს.
მიმართულების შეცვლის დამხმარე რეჟიმი. ეს რეჟიმი საშუალებას იძლევა გადასარბენის ერთი ან რამდენიმე სარელსო წრედის დაზიანებისას, როდესაც მიღების სადგურის КП რელე უდენოდაა და შეუძლებელია მიმართულების ნორმალური შეცვლა, მაინც შევცვალოთ მოძრაობის მომართულება. მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნების მიხედვით რეჟიმზე შესაძლებელია მხოლოდ ორივე სადგურის მონაწილეობის დროს გადავიდეთ. მართვის სასადგურო პულტებზე არის ნორმალურად დამპლომბილი: ОВ-„გაგზავნის“ დამხმარე და ПВ –„მიღების“ დამხმარე კნოპები. აგრეთვე სქემური დამოკიდებულებების განმხორციელებელი დამხმარე ПВ, ОВ, ВСН რელეები. ВСН რელეს სქემით (მისთვის გამოიყენება მიმართულების რელეთა წრედის სადენები) მოწმდება მიმართულების შეცვლის პროცესში ორივე სადგურის მორიგის ერთდროული მონაწილეობა. ერთი ან რამდენიმე სარელსო წრედის დაზიანებისას მიმართულების შეცვლის დამხმარე რეჟიმის გამოყენება აუცილებელია, რადგან მის გარეშე საერთოდ შეუძლებელია მიმართულების შეცვლა.
მიმართულების შeსაცვლელად (მაგალითად „კენტი“ მიმართულება შევცვალოთ „წყვილ“ მიმართულებად) გაგზავნის სადგ. „დელისის“ მორიგემ თითი უნდა დააჭიროს „მიღების“ მდგომარეობაში სადგურის გადაყვანის ЧПВ კნოპზე, ხოლო მიღების სადგ. „ვაჟა-ფშაველას“-სადგურის მორიგემ- „გაგზავნის“ მდგომარეობაში სადგურის გადაყვანის ЧОВ კნოპზე. ЧПВ კნოპზე თითის დაჭერისას გაგზავნის სადგურზე 500 მიკროფარადი ტევადობის С1 კონდენსატორის განმუხტვის დენით (ნახ.1) აღიგზნება ЧПВ რელე და მიმართულების რელეთა წრედში გააგზავნის უკუ პოლარობის დენს. იმავდროულედ ЧПВ რელე ამორთავს გადასარბენის კონტროლის წრედს, რათა არ გადაიტვირთოს მიმართულების შეცვლის წრედების კვების წყარო (ნახ.2).
იმპულსის ხანგძლივობა C1 კონდენსატორის ტევადობაზეა დამოკიდებული. იმპულსის გაგზავნის დრო რომ დაემთხვეს მიღების სადგურის ЧОВ კნოპზე თითის დაჭერის დროს, გაგზავნის სადგურზე ЧПВ რელეს აღგზნება ЧСН რელეზეა დამოკიდებული, რომელიც უდენოდად რჩება მიღების სადგურზე ЧОВ რელეს აღგზნების შემდეგ.
მიღების სადგ. „ვაჟა-ფშაველას“ ЧОВ კნოპზე თითის დაჭერის შემდეგ აღიგზნება ЧОВ რელე (ნახ.5) და მიმართულების რელეთა წრედიდან გამორთავს რა კვების წყაროს, ამ წრედთან მიაერთებს დამხმარე ВСН რელეს, რომელიც აღიგზნება გაგზავნის სადგურიდან მოსული კვების იმპულსის დროს (ნახ.2). НВСН რელეს წრედში Н1зП რელეს კონტაქტი იგივე დამცავ ფუნქციას ასრულებს, რასაც НСН რელეს საქმეში ასრულებს НПКП რელეს კონტაქტი. უდენო НСН რელეს დროს ნელმოქმედი Н1зП რელე კვებას მაღალომიანი გრაგნილებით იღებს. მის დენის ქვეშ ყოფნა მოწმდება ЧОВ რელეს 21-23 კონტაქტის ჩართვის წრედში. ЧОВ რელეს აგზნებით Н13П რელეს შეყოვნება იზრდება გრაგნილის დამოკიდებულების ხარჯზე.
НВСН-რელე აგიგზნება შემდეგი ელ.წრედით (ნახ.7-2):
ЛП4-ЧПВ(61-62)-ЧВКП(61-63)-ЧВ(61-62)-НОВ(61-63)-R9 – სადენი ЧОН,ОН –R2- ЧОВ(61-62)-НВСН-Н1зП(51-53)- ЧОВ(41-42) – სადენი Н,ЧН – НОВ(41-43)-ЧВ(41-42)-ЧВКП(41-43)-ЧПВ(41-42)-ЛМ4.
НВСН რელეს აღგზნებით მიღების სადგურზე კვებას იღებს НВКП, НПКП და НВ რელეები. ЧПВ რელეს უდენოდ დარჩენის შემდეგ გაგზავნის სადგურზე სახაზო წრედთან კვების წყაროს ნაცვლად ხელახლა მიერთდება ЧСН რელე, რის შემდეგადაც მიღების სადგურზე უდენოდ დარჩება НВСН და ЧОВ რელეები(უკანასკნელის კვების წრედი НПКП რელეს აგზნების შემდეგ შეიცავდა НВСН რელეს ფრონტალურ 41-42 კონტაქტს (ნახ5)). ვინაიდან მიღების სადგურის НВ, НПКП, НВКП რელეების შეყოვნებით კარგავს კვებას, ამიტომ ხაზში მოღების სადგურიდან მიეწიდება უკუპოლარობის დენი; აღნიშნული დენის მიწოდება ხდება ЧОВ რელეს ზურგული და НВ რელეს ფრონტული კონტაქტით; მისი საშუალებით გაგზავნის სადგურში ამოქმედდება ЧСН რელე.
ЛП3- НВКП(61-62) – НВ(61-62) – ЧОВ(61-63)- R2 – სადენი ОН, ЧОН – R9- НОВ(61-63)- ЧВ(61-62)- ЧВКП(61-63)- ЧПВ(61-63)- ЧСН – ЧПКП(41-43)- ЧПВ(41-43)- ЧВКП(41-43)- ЧВ(41-42)- НОВ(41-43) – სადენი ЧН ,Н – ЧОВ(41-43)- НВ(41-42)- НВКП(41-42) –ЛМ3.
შემდგომში სქემის ხელსაწყოები იგივენაირად მოქმედებენ, როგორც მიმართულების ნირმალური შეცვლის დროს.
მიღების სადგურზე НОВ რელეს სქემაში ЧПКП რელეს კონტაქტით მოწმდება გადასარბენის დაკავება, რომელიც გამორიცხავს მიმართულების შეცვლას, ხოლო НВ, НСН რელეების კონტაქტებით სადგურის ყოფნას „მიღბის“ მდგომარეობაში და მიმართულების შეცვლის რეჟიმის არარსებობას. ЧПВ რელეს სქემაში ЧСН რელეს პოლარიზებული კონტაქტით მოწმდება სადგურის ყოფნა მდგომარეობაში -„გაგზავნა“. ამგვარად, მიღების სადგურის НПВ კნოპზე ან გაგზავნის სადგურის НОВ კნოპზე თითის დაჭერით არ აღიგზნება НПВ ან НОВ რელე და არ დაირღვევა სქემის სხვა ხელსაწყოების ნორმალური მუშაობა. დამხმარე რეჟიმზე გადასასვლელად მიღების სადგურზე აუცილებელია აღიგზნოს ОВ და ВСН რელეები. ОВ რელეს აღგზნება ხდება მიღების სადგურიდან, ხოლო ВСН რელეს აღგზნება შესაძლებელია მეზობელი სადგურის კვების წყაროდან, რომელიც მიმართულების წრედს მიუერთდება სადგურის მორიგის მიერ ПВ რელეს აღგზნების შემდეგ. ამგვარად, დამხმარე რეჟიმის შესრულებისას სქემა ამოწმებს ორივე სადგურის მორიგის მონაწილეობას მიმართულების შეცვლაში.
პულტ-ტაბლოს და ტაბლო-დუბლიორის საკონტროლო ნათურების ჩართვის სქემა. მართვის სასადგურო აპარატებზე განთავსებულია მოძრაობის მიმართულების მაფიქსირებელი და გადასარბენზე მატარებლის არსებობის მაჩვენებელი საკონტროლო საინდიკაციო ნათურები. მიმართულების მაჩვენებელი ЧО,НО-„გაგზავნა“ წყვილი ან კენტი მიმართულებით („отправление“) მწვანე ფერის ნათურა და НП,ЧП-„მიღება“ კენტი ან წყვილი მიმართულებიდან(„приом“) ყვითელი ფერის ნათურები ჩაირთვება СНП რელეს კონტაქტით. როდესაც СНП რელე დენქვეშაა და სადგური იმყოფება „გაგზავნაზე“, მაშინ ინთება მწვანე ფერის ნათურა, ხოლო „მიღების“ რეჟიში ყოფნისას როდესაც СНП რელე უდენოდაა, ინთება ყვითელი ფერის ნათურა (ნახ.1; ნახ.5).
გადასარბენის მდგომარეობის საკონტროლოდ გამოიყენება საკონტროლო КП რელეს კონტაქტები, რომელთანაც მიერთებულია წითელი და თეთრი საინდიკაციო ნათურები. გადასარბენის სითავისუფლისას ანთია თეთრი ფერის ნათურა, ხოლო მისი დაკავების დროს წითელი ფერის ნათურა. კონტროლის ასეთი ხერხი საშუალებას იძლევა სწრაფად იქნეს აღმოჩენილი სქემის მუშაობის დარღვევა კერძოდ, კვების ამორთვა, საკონტროლო ნათურის დაზიანება და ა.შ. „გაგზავნის“ სადგურზე თეთრი ფერის КП ნათურა ჩაირთვება зП რელეს ფრონტული, ხოლო წითელი ფერის ნათურა ზურგული კონტაქტით. „მიღების“ სადგურზე КП ნათურების ჩართვა ხდება КП რელეს კონტაქტით.
მიმართულების შეცვლის დროს О, П და КП ნათურებს აქვთ შემდეგი ჩვენებები:
„გაგზავნის“ სადგურზე: – СНП რელეს ამოქმედების შემდეგ, „О“ მწვანე ფერის ნათურა ჩაქრება და აინთებადა „П“ ყვითელი ფერის ნათურა. იმავდროულად КП რელეს აღგზნებამდე, ქრება თეთრი და ინთება წითელი ფერის ნათურა. მიმართულების შეცვლის დამთავრებისას ირთვება თეთრი ფერის ნათურა.
„მიღების“ სადგურზე-მიმართულების შეცვლის დასაწყისში КП რელეს უდენოდ დარჩენით, КП წარწერის მქონე ნათურებიდან, თეთრი ფერის ნაცვლად აინთება წითელი ფერი; თეთრი ფერის ნათურა ხელახლა აინთება მიმართულების შეცვლის დასასრულს. СНП რელეს აღგზნებასთან ერთად ჩაქრება „П“ ყვითელი ფერის და აინთება „О“ მწვანე ფერის ნათურა.
თეთრი ფერის КП ნათურის ანთება სადგურზე, რომელიც „მიღებაზე“ გადავიდა, არ ნიშნავს რომ შესაძლებელია მაშინვე მოხდეს მიმართულების შეცვლა, რადგან ПКП რელეს ასაგზნებად 8-15 წამია საჭირო.
БФП და БФПФ რელეების საშუალებით მოწმდება მატარებლის მიერ სადგურში ფაქტიური შემოსვლა (ნახ.5).
რედაქტორი: ალექსანდრე ბერიძე, მ. ჩალაძე.