საისრე ამძრავები

mat3

საისრე   ელექტრო   ამძრავი.

საისრე   ელექტრო   ამძრავის  დაყენება ხორციელდება საისრე გარნიტურის კომპლექტის გამოყენებით. გარნიტურა განსხვავდება კონსტრუქციით დეტალების ზომითა და რაოდენობით იმისგან დამოკიდებულებით, თუ რა მარკისაა ჯვარედი და რა ტიპისაა რელსი, რომელზეც ყენდება ელ. ამძრავი. საისრე ელ. ამძრავის გარნიტურის კონსტრუქცია საშუალებას იძლევა  ელ. ამძრავი დაყენდეს საისრე  გადამყვანის   ნებისმიერ  მხარეს.  საისრე   ელექტრო   ამძრავის  დაყენების მხარე განისაზღვრება ლიანდებს შორის აუცილებელი მანძილის გათვალისწინებით, მოსახერხებელი მომსახურების, კაბელების ჩადების  და  პნევმოშებერვის ჰაერის გაყვანილობის პირობებით. როგორც წესი, საისრე ელ. ამძრავი უნდა განლაგდეს  მინდორის ან ლიანდაგებს შორის უმეტესი მანძილის მხრიდან.

ელ.ამძრავი-

ნახაზზე მოცემუმულია    СП-6м     ტიპის  ელ. ამძრავის  საისრე გარნიტურის კონსტრუქცია, რომლის შემადგენლობაში შედის    –  4   ფუნდამენტური კუთხოვანები, რომლებიც წარმოადგენენ საისრე ელ. ამძრავის საყრდენ კონსტრუქციებს.  ღუნვის თავიდან ასაცილებლად ძირითადი კუთხოვანები გაძლიერებულია დამატებითი კუთხოვანებით – 6. ფუნდამენტური კუთხოვანები ჩარჩო რელსზე ჩამოიკიდება ოთხი ცალი კუთხოვანით – 2    და შეერთებულია ერთმანეთთან ზოლოვანი განივი მაერთებლით – 5. საწევების შეუფერხებელ გასატარებლად ზოლურას აქვს ფიგურული ღუნვა, რომელიც  ასევე წარმოადგენს საისრე ელ. ამძრავის საფარის  – 9 საყრდენს.  კონსტრუქციას დამატებით სიმტკიცეს აძლევს განივი მაკავშირებელი ზოლურა  – 11.

კალამზე ზემოქმედება ხორციელდება საწევების საშუალებით. მაკავშირებელი საწევი 1 ერთმანეთთან აერთებს საისრე გადამყვანის კალმებს მათი ერთდროული გადასვლისათვის, ხოლო მუშა საწევი – 3 აკავშირებს ელ. ამძრავის  შიბერს  მაკავშირებელ საწევთან – 1.  საკონტროლო საწევები -7  და 8  აერთებენ საისრე ამძრავის საკონტროლო სახაზავებს საისრე გადამყვანის  კალმების   საყურეებთან   და   ემსახურებიან კალმების მდგომარეობის კონტროლის მიღებას.  საისრე ელ ამძრავი მართვისა და კონტროლის აპარატურასთან ერთდება კაბელის საშუალებით, რომელიც მოთავსებულია საკაბელო ქუროში.

ელ. ამძრავის  დაყენება ითვლება სწორად,  თუ  უზრუნველყოფილია კალმების მსუბუქი და მდორე გადასვლა. შიბერის და კალმების სვლა შეადგენს 154±2მმ;   კალმის მიბჯენის სიმჭიდროვე ჩარჩო-რელსთან ისეთია, რომ    4მმ  სისქის  საცეცის ჩადებისას სადგურის  მორიგის პულტზე არ უნდა იყოს ისრის + ან  –  მდგომარეობის კონტროლი.

რედაქტორი: მ, ჩალაძე

                    СП  და СПВ- ტიპის საისრო ამძრავების შედარება. 

СПВ-5  ტიპის საისრე ამძრავებს აქვთ სპეციალური მოწყობილობა, რომელიც აფიქსირებს ისრის გაჭრას მასში მოთავსებული ზოგიერთი ნაწილის ხისტი შეერთების მოშლით. ეს გამორიცხავს მისი ნაწილების მსხვრევას გაჭრის შემთხვევაში. СП ტიპის ამძრავის გამოყენებისას ისრის გაჭრის დროს ხდება მისი ნაწილების მსხვრევა და იგი გამოდის მწყობრიდან. ზოგიერთ შემთხვევაში ხდება  მუშა ან კალმებს შორისი შემაერთებელი წევების გაღუნვა.

დიდი საიმედოობის გამო, მატარებელთა მოძრაობის ელექტრული ცენტრალიზაციით მოწყობილ სადგურებში ინერგება მხოლოდ შემჭრელი მოწყობილობების არმქონე СП-3,  СП-6 და სხვა ტიპის ელექტროამძრავები.

СПВ ტიპის ამძრავებს გააჩნია რიგი უარყოფითი თვისებები:

  1. საისრო კალამი, რომელიც არ ებჯინება ჩარჩორელსს, სართოდ არ იკეტება;
  2. შესაძლებელია დატვირთვის მომატებისას (გადაყვანის დროს წინააღმდეგობის გამო და სხვ.) თვითგაჭრა;
  3. რთული კონსტრუქცია დამატებითი ელემენტებით (შემჭრელი მოწყობილობები, ორი შიბერი და სხვა.);
  4. ისრის გაჭრისას (იგულისხმება თვითგაჭრაც) პირველად იწყებს მოძრაობას ჩაუკეტავი ისრის კალამი, რომელსაც შემდეგ მიაქვს მასთან მექანიკურად დაკავშირებული მეორე ჩაკეტილი კალამი. ამ დროს ეს უკანასკნელი ამოვარდება ჩამკეტი მოწყობილობიდან, ე.ი. ისრის გაჭრის დასაწყისშივე, რაც წარმოქმნის საფრთხეს ისარზე მატარებლის მოძრაობისას ჩაკეტილი კალმის დაშორებას ჩარჩორელსიდან და მატარებლის რელსიდან აცდენას.

СП ტიპის ელექტროამძრავი უზრუნველყოფს ერთდროულად ორივე საისრო კალმის ჩაკეტვას, კონსტრუქციულად უფრო მარტივია, ზომები და წონა შედარებით ნაკლები აქვს, უფრო იაფია, საექსპლუატაციოდ უფრო მოსახერხებელია და სხვა. ამასთან ერთი და იგივე ელექტროძრავის შემთხვევაში СП ტიპის ამძრავი უზრუნველყოფს მეტ მუშა სიმძლავრეს (დაწოლას), ვიდრე    СПВ ტიპის, რამდენადაც СП-ს კბილანათა წყვილის გადაცემის რიცხვი 1,3-ჯერ მეტი აქვს, ვიდრე СПВ-ს.

რედაქტორი: მ. ჩალაძე

საისრე ელექტროამძრავების დანიშნულება და მასში შემავალი ძირითადი მოწყობილობები.

    საისრე ელ.ამძრავების დანიშნულებაა ისრის გადაყვანა, საისრე გადამყვანის კალმის მექანიკური ჩაკეტვა, ისრის ელექტრული ჩაკეტვა გამზადებულ მარშრუტში და ისრის მდგომარეობების კონტროლი.

მეტროპოლიტენში გამოყენებული საისრე ელ.ამძრავები იყოფა შემდეგ სახეებად:

-СПВ  ტიპის ამძრავები შემჭრელი მოწყობილობებით;

-СП    ტიპის ამძრავები შემჭრელი მოწყობილობების გარეშე.

დიდი საიმედოობის გამო გამოირჩევიან СП-3 და СП-6  ელ.ამძრავები რომლებიც უზრუნველყოფენ ერთდროულად ორივე კალმის ჩაკეტვას, კონსტრუქციულად უფრო მარტივია, მათ ზომა და წონა შედარებით ნაკლები აქვთ.

     საისრე ელ.ამძრავების ძირითადი მოწყობილობები (კვანძები):

sp-6 privod e

ა) რევერსიული ელექტროძრავა, რომელიც  წარმოადგენს მექანიკური ენერგიის წყაროს, მასში ელექტრული დენის გავლით გამოწვეული მბრუნავი მომენტის მეშვეობით;

ბ) რედუქტორი, რომელიც აძლიერებს ელექტროძრავას მბრუნავ მომენტს და ძრავას ღუზის მბრუნავ მოძრაობას გარდაქმნის ელექტროამძრავის შიბერისა და ისრის კალმებსშორის  დამაკავშირებელ  წევაზე დამაგრებული მუშა წევით მოძრაობად;

გ) ფრიქციული შეჭიდულობა უზრუნველყოფს მექანიკური გადამცემი მოწყობილობების ისეთ შეჭიდულობას, რომელიც გამორიცხავს ელ.ძრავას მწყობრიდან გამოსვლას მასში დენის სიდიდის გაზრდისას. ის ქმნის შიდა ხახუნს და გამოიყენება რედუქტორისა და ელ.ამძრავის მბრუნავი ნაწილების კინეტიკური ენერგიის ჩახშობისათვის, ყოველი ელ.ამძრავის ბოლომდე გადაყვანისას. ფრიქციული შეჭიდულობა ელექტროძრავას იცავს გადატვირთებისაგან;

დ) ავტოგადამრთველი ანხორციელებს ისრის მართვისა და მისი მდგომარეობის კონტროლის კომუტაციას;

ე) საკონტროლო სახაზავის დანიშნულებაა ისრის მდგომარეობის გაკონტროლება. სახაზავს აქვს ღრმული, რომელშიც მხოლოდ მაშინ მოთავსდება ავტოგადამრთველის სახელურის კბილი, როდესაც ისარი სრულად გადავა რომელიმე მდგომარეობაში.

რედაქტორი: მ. ჩალაძე

საისრე ელექტრო ამძრავის მართვის ორსადენიანი ელექტრული სქემა.

                                          I.საკონტროლო წრედი

     ПС -ბლოკში საკონტროლო რელედ გამოყენებულია КМ-300 ტიპის მცირეგაბარიტიანი კომბინირებული  ОК რელე.  საკონტროლო წრედი კვებას იღებს  Т ტრანსფორმატორიდან, რომელიც ცვლად ძაბვას ამცირებს 165ვ-მდე. 10მკფ ტევადობის და 1000 ომი წინაღობის გავლით, ტრანსფორმატორი მიერთებულია საკონტროლო  ОК რელესთან, რომელსაც აქვს მაღალი ინდუქტიური წინაღობა, ამიტომ მასში ცვლადი დენი მცირეა, რაც გავლენას ახდენს რელეს მუშაობაზე.

ელექტროამძრავში, ავტოგადამრთველის საკონტროლო 31-32 და 33-34 კონტაქტების შერთული მდგომარეობისას, რომელიც შეესაბამება ისრის პლუს მდგომარეობას, ელექტროამძრავის მხრიდან Л1   და Л2 სადენებზე მიერთებულია სელენური დიოდი, რომელშიც გადის ერთი პოლარობის ცვლადი დენის ნახევარტალღა, ხოლო სხვა პოლარობის ნახევარტალღები ერთდებიან საკონტროლო რელეს გავლით. საკონტროლო

ОК რელეში დენი გაედინება მე-4 მომჭერიდან 1-ლი მომჭერისკენ, რაც შეესაბამება რელეს პირდაპირ პოლარობას.

თუ, ისრის კალამი მჭიდროდ არ ებჯინება ჩარჩო რელს, მაშინ ავტოგადამრთველის საკონტროლო კონტაქტები განრთულია, ხოლო მუშა კონტაქტები-შერთული. ვენტილური გამმართველი გამორთულია ორივე მხრიდან, ხოლო საკონტროლო რელეს მიეწოდება ცვლადი დენის ძაბვა, რაც დამატებით იცავს მას სახაზო სადენებიდან გამართული ძაბვის მოხვედრისაგან, საკაბელო ძარღვების შერთვის დროს. ამის გარდა, რელეს დასაცავად სახაზო სადენები ერთმანეთთან შეერთებულია ძრავას მცირე წინაღობის გავლით.

ისრის მინუს მდგომარეობის დროს, იცვლება მარევერსირებელი Р  რელეს მდგომარეობა და შერთულია ავტოგადამრთველის 21-22 და 23-24  საკონტროლო კონტაქტები. ამ დროს სელენურ დიოდში გადის საწინააღმდეგო მიმართულების ცვლადი დენის ნახევარტალღები, ხოლო საკონტროლო  ОК რელეში დენი გაედინება 1-ლი მომჭერიდან მე-4 მომჭერისკენ, რის გამოც რელე აღიგზნება უკუ პოლარობის დენით.

კონდესატორის ტევადობის და რეზისტორის წინაღობის სიდიდეების შესაბამისი შერჩევით, ცვლადი დენის ერთი ან  მეორე ნახევარტალღის დროს, საკონტროლო ОК რელეს 1-4  მომჭერებზე მიიღება ძაბვების მაქსიმალური სხვაობა, რომელიც უზრუნველყოფს ОК რელეს მუშაობას. ОК რელეს კონტაქტებით ჩართულია პლუს და მინუს მდგომარეობის საკონტროლო ПК და МК რელეები, რომელთა კონტაქტები გამოიყენება სარელეო  ცენტრალიზაციის სქემების ასაწყობად.

ПК და МК რელეების წრედებში კონტროლდება საკონტროლო ОК რელეს პოლარიზებული კონტაქტების მდგომარეობის და ППС რელეს შესაბამისობა, რითაც ისინჯება ОК რელეს პოლარიზებული ღუზას სწორი მუშაობა. ასეთი შემოწმება საჭიროა საისრე საკონტროლო რელეების მიერ დიდი საპასუხისმგებლო ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით და იმისთვის, რომ რელეს პოლარიზებული ღუზის მუშაობა ნაკლებად საიმედოა, ვიდრე ნეიტრალურის.

image025

მუშა წრედი

საისრე ამძრავის მართვა ხორციელდება სამი გამშვები რელეს საშუალებით, რომელთაგან ორი –

НМ-0,2/220 ტიპის ნეიტრალური НПС და ПМП-150/150 ტიპის პოლარიზებული ППС რელეები მოთავსებუ-ლია ცენტრალიზაციის პოსტზე ПС ტიპის ბლოკში, ხოლო მესამე-პოლარიზებული მარევერსირებელი ППР3-5000 ტიპის რელე, ელექტროამძრავის ახლოს, სალიანდაგო ყუთში. ППС და Р რელეებს აქვთ მხოლოდ პოლარიზებული ღუზები, რომლებიც დენის გამორთვის(შეწყვეტის) შემთხვევაშიც ინარჩუნებენ მათზე მიკუთვნებულ მდგომარეობას.

ნორმალურად, НПС და ППС რელეები უდენოდაა, ხოლო Р რელეში, საკონტროლო წრედის ძაბვის მუდმივი შემდგენის ხარჯზე, გაედინება სუსტი დენი.  Р რელეში დენი, თავისი პოლარობით Л2 დაЛ1 სადენიდან ემთხვევა ისრის ბოლო გადასვლის დენს და მუდმივი მაგნიტების მოქმედებით რელეს ღუზას იკავებს იმ მდგომარეობაში, რომელიც მან დაიკავა მუშა დენის ზემოქმედებისას. НПС რელეს ზურგული კონტაქტები შერთავს საკონტროლო წრედს, Р რელეს პოლარიზებული კონტაქტი არჩევს ავტოგადამრთვე-ლის საჭირო საკონტროლო რელეს პოლარიზებული ღუზის სწორი მუშაობის შესამოწმებლად.

ისრის გადასვლა პლუსიდან მინუს მდგომარეობაში იწყება სადგურის მორიგის მიერ მოცემული ისრის მინუს მდგომარეობაში გადაყვანის ღილაკზე თითის  დაჭერით. თუ ისარი არ არის ჩაკეტილი მარშრუტში და საისრე უბანი თავისუფალია, მაშინ ჩამკეტი З  და საისრე სალიანდაგო СП რელეების ფრონტალური კონტაქტების გავლით აღიგზნება ნეიტრალური НПС რელე და ფრონტული კონტაქტით შერთავს პოლარიზებული ППС  რელეს 1-3 გრაგნილს. ამავდროულად, НПС რელეს სხვა კონტაქტები საკონტროლო ОК რელეს გაუწყვეტს წრედს და Л2 დაЛ1 სადენებთან მიაერთებს მუშა ძაბვას. ОК  რელე ჩამოუშვებს ღუზას და გამორთავს ПК  რელეს, ხოლო ეს უკანასკნელი პულტ-ტაბლოზე გამორთავს ისრის პლუს მდგომარეობის საკონტროლო ნათურას. Р რელეს გავლით გაედინება წინა პოლარობის დენის მოკლე იმპულსი, რომელსაც მნიშვნელობა არა აქვს. შემდეგ  ППС  რელე გადაისვრის ღუზას, რითაც Р  რელეში შეიცვლება დენის პოლარობა და გამოირთვება  НПС  რელე.  ეს უკანასკნელი მიზიდულ ღუზას ინარჩუნებს 500მკფ ტევადობის კონდენსატორის განმუხტვის დენის ხარჯზე, რომელიც მიერთებულია 4-2 გრაგნილზე. შემდეგ,  Р რელე გადაისვრის ღუზას და ჩართავს საისრე ელექტროძრავას.

ამის შემდეგ, НПС რელეს ღუზის შეყოვნება ხორციელდება მის 0,2 ომი წინაღობის გრაგნილში გამავალი ძრავას მუშა დენით და ისრის გადასვლა უკვე დამოკიდებული აღარ არის СП რელეს და ღილაკის ფრონტალური კონტაქტების შერთულ მდგომარეობაზე.

ძრავას მუშაობის დაწყებისთანავე განირთვება პლუს მდგომარეობის ავტოგადამრთველის საკონტროლო კონტაქტები, ხოლო ისრის კალმების გადასვლის დამთავრების შემდეგ განირთვება მუშა 11-12  კონტაქტები და შეირთვება მინუს მდგომარეობის 21-22 და 23-24 საკონტროლო კონტაქტები.  НПС რელეს დაბალომიან გრაგნილს მიმდევრობით მიუერთდება Р რელეს და დამატებითი რეზისტორის ჯამური წინაღობა, რომელიც ტოლია 17000 ომის, და ღუზას ჩამოუშვებს НПС რელე (ამ მომენტში ელექტროამძრავში განთავსებული დიოდი ძაბვასთან შეფარდებაში ჩართულია შემხვედრად და მასში დენი პრაქტიკულად არ გაედინება).

НПС რელეს ზურგული კონტაქტების გავლით, სახაზო სადენები უერთდება საკონტროლო ОК რელეს და ტრანსფორმატორს. ОК რელე აღიგზნება უკუ პოლარობის დენით, რომელიც შეესაბამება ისრის მინუს მდგომარეობას. ОК რელეს ფრონტალური კონტაქტების და ОК და  ППС რელეების გადასროლილი პოლარიზებული კონტაქტების გავლით აღიგზნება მინუს მდგომარეობის საკონტროლო МК  რელე, რომელიც პულტზე ჩართავს შესაბამის ინდიკაციას.

მინუს მდგომარეობიდან პლუს მდგომარეობაში ისრის კალმების გადასვლისას, სქემა მუშაობს ანალოგიურად, იმ განსხვავებით, რომ პლუსის ღილაკზე თითის დაჭერის და НПС რელეს აღგზნების შემდეგ, დენი მიეწოდება ППС რელეს 4-2 გრაგნილს, რომელსაც ППС რელეს ღუზა მოჰყავს საწყის მდგომარეობაში. სახაზო წრედში ჩაირთვება მუშა ძაბვა, რის გამოც საწყისს მდგომარეობას იღებს Р რელეც. ამ რელეს კონტაქტებით, ისრის მინუს მდგომარეობიდან პლუსში გადასაყვანად შეიკვრება ძრავას წრედი.

საისრე ლიანდაგის იზოლაციის დარღვევის (ყალბი დაკავების) შემთხვევაში, ისრის გადაყვანა ხორციელდება სპეციალური დამხმარე დაპლომბილი ღილაკის საშუალებით, რომელზეც თითის დაჭერის შემდეგ ისრის მართვის სქემაში შუნტდება საისრო ს/წრედის სალიანდაგო რელეს გამმეორებელი СП რელეს კონტაქტები.

რედაქტორი:  გ. კეშელავა

საისრე ელექტრო ამძრავის მართვის  7-სადენიანი ელექტრული სქემა.

    განვიხილოთ ვ.ვ. ლავრიკის „მეტროპოლიტენებისათვის ისრებისა და სიგნალების ელექტრული ცენტრალიზაცია“-ში მოყვანილი, საისრე ელექტრო ამძრავის 7-სადენიანი ელექტრული სქემა, რომელიც განხილულია №2 ისრის მაგალითზე.

სქემაში გამოყენებულია მცირეგაბარიტიანი რელეები: ორი მმართველი რელე 2ПУ და 2МУ, სამი ნეიტრალური გამშვები რელე 2НС-1, 2НС-2 და 2НС-3, პოლარიზებული გამშვები 2ПС რელე, ორი საკონტროლო 2ПК და 2МК რელე გამმეორებლებით, დამხმარე ღილაკის 2ВКС რელე, აგრეთვე დიოდების, კონდენსატორებისა და რეზისტორების ბლოკი БДСКШ( ასეთ ბლოკში თავმოყრილია ერთი ისრის სქემის ყველა დიოდი, კონდენსატორი და რეზისტორი), მაიზოლირებელი 2ИСТ ტრანსფორმატორი და სადგურის ყველა ისრისათვის საერთო ხელსაწყოები: ამპერმეტრი, საერთო საისრო ОСТ ტრანსფორმატორი, ავარიული 1А რელე თავის ПА გამმეორებლებით და ერთღუზიანი ОП გარდამქმნელი. ისრის სქემის სარეზერვო აპარატურასთან მიერთება ხდება 2К, П2К, 2П2К და 3П2К მაკომუტირებელი რელეების კონტაქტებით.

                                                       I.საკონტროლო წრედი

  ისრის პლიუს მდგომარეობაში 2ПК და П2ПК საკონტროლო რელეებში დენი გადის შემდეგი წრედით:  2ИСТ მაიზოლირებელი ტრანსფორმატორის გრაგნილი (ნახ.2),  2С და 2С1კონდენსატორები, П2К რელეს ზურგული კონტაქტი, მე-7-ე სადენი, ავტოგადამრთველის 33-34 კონტაქტები(ნახ.2-3), მე-4-ე სადენი, 3П2К, 2НС-3 და3П2К რელეების ზურგული კონტაქტები, П2ПК და 2ПК რელეების გრაგნილები, 2П2К, 2НС-1 და 2П2К რელეების ზურგული კონტაქტები, სადენი მე-2-ე, ავტოგადამრთველის 36-35 კონტაქტები, სადენი მე-6-ე, 2К და 2НС-2 რელეების ზურგული კონტაქტები, 2ИСТ ტრანსფორმატორის გრაგნილი. 2ПК და П2ПК რელეების გრაგნილებში გადის  ცვლადი დენის ერთი ნახევარტალღა, მეორე ნახევარტალღა იკვრება БВС გამმართველი ბლოკის გავლით,რომელიც ავტოგადამრთველის 35 და 25 კონტაქტებს შორის არის მიერთებული (ნახ.3). საკონტროლო რელეების წრედში მოწმდება ავტოგადამრთველის ორი წყვილი საკონტროლო კონტაქტების შეკვრა და სამი გამშვები ნეიტრალური რელეს უდენო მდგომარეობა. ისრის განაპირა მდგომარეობაში მეორე მდგომარეობის მაკონტროლებელი რელე გამორთულია კვების წყაროდან და დაშუნტულია ელექტროძრავას სტატორის გრაგნილებით.

ISARI1-led

ნახ.1

ისრის გადაყვანის დროს უზრუნვეელყოფილია ორივე მდგომარეობის  საკონტროლო  რელების ორმხრივი გამორთვა და 2ИСТ ტრანსფორმატორის ცალმხრივი გამორთვა ნეიტრალური გამშვები რელეების კონტაქტებით.  შუალედურ მდგომარეობაში ისრის გაჩერების შემთხვევაში პლიუს და მინუს მდგომარე-ობების მაკონტროლებელი რელეები გამორთულია კვების წყაროდან ავტოგადამრთველის კონტაქტებით.

2С და 2С1 კონდენსატორები ზრდის გამართული ძაბვის ამპლიტუდას, რომელიც საკონტროლო რელეების გრაგნილებს მიეწოდება. აღნიშნული კონდენსატორები ამავე დროს გამორიცხავენ 2ИСТ ტრანსფორმატორის გულანის შემაგნიტებას БВС გამმართველი ბლოკის გავლით გამავალი ცვლადი დენის ნახევარტალღით.  БВС ბლოკის დაყენება უშუალოდ საისრო ამძრავში გამოწვეულია იმით, რომ მე-2-ე და მე-4-ე ( ან მე-3 და მე-5-ე) სადენების უნებლიე შეერთების შემთხვევაში არ გაჩნდეს ისრის მდგომარეობის ცრუ კონტროლი, ვინაიდან საკონტროლო რელეს გრაგნილს ასეთ შემთხვევაში მიეწოდება ცვლადი ძაბვა და რელე დაუშვებს თავის ღუზას.

მაიზოლირებელი  2ИСТ   ტრანსფორმატორი გამოყოფს  მოცემული ისრის მაკონტროლებელი რელეების სქემას სხვა ისრების მაკონტროლებელი  რელეების სქემებისაგან. ამით გამოირიცხება მაკონტროლებელი რელეს აღგზება სადენების შეერთბის ან დამიწების გამო, ტევადური გავლენით და სხვა.

მაკონტროლებელი რელეს ძაბვა რეგულირდება ОСТ ტრანსფორმატორის მეორადი გრაგნილიდან(ნახ.6). ცვლადი ძაბვის მოწოდების შეწყვეტის შემთხვევაში ავარიული 1А რელე ისრების საკონტროლო წრედებს გადართავს ОП ერთღუზიან გარდამქმნელზე, რომელიც მიერთებულია 24 ვ აკუმულატორების ბატარეასთან  (ნახ.4).

  1. მუშა წრედი

     მინუს მდგომარეობაში ისრის გადამყვან ღილაკზე თითის დაჭერის დროს აღიგზნება 2МУ მმართველი რელე (ნახ.1), რომელიც რთავს ნეიტრალური გამშვები რელეების წრედს: ПБ24; 2МУ, 2К და 2ПС რელების კონტაქტები; წერტილი-а  (ნახ.1;2);  2Д4 დიოდი (ნახ.2) ;  2К  რელეს,2КВ ღილაკის დაП2К რელეს კონტაქტები; 2НС-3, 2НС-2 და 2НС-1 რელეების 4-2 გრაგნილები; წერტილი-б (ნახ.2; 1),  3П2К, 2ВКС, ОП70П, П70П, 2З,  2аЗ და  2АС რელეების კონტაქტები; МБ24.    2С2  კონდენსატორი  (ნახ.2),   100 ომი   წინაღობის    მქონე 2R    რეზისტორის  გავლით მიერთებულია პარალელურად, გამშვები რელეების 4-2 გრაგნილზე.

ISARI2-led

ნახ.2

ნეიტრალური გამშვები რელეები მიიზიდავს ღუზებს, გამორთავს საკონტროლო წრედებს, ამზადებს 1, მე-3-ე და მე-5-ე საადენებს მუშა დენის გასატარებლად და რთავს პოლარიზებული გამშვები 2ПС რელეს აღგზნების წრედს (ნახ.1).  პოლარიზებული რელეს 1-3 გრაგნილში 2Д5 დიოდის, 2НС-1, 2НС-2 და 2НС-3 რელეების ფრონტული კონტაქტებით დენის გავლის შემდეგ აღიგზნება 2ПС რელე, რომელიც გადაისვრის  ღუზას, გაძლიერებული კონტაქტებით ცვლის ელექტროძრავას სტატორის გრაგნილებზე მუშა დენის ფაზების მიერთების თანმიმდევრობას და 121-122 კონტაქტებით ნეიტრალური გამშვები რელეების აღგზნების წრედს, გამორთავს ბატარეის ПБ24 პლიუს პოლუსიდან. ელექტრო ძრავაში გადის დენი. ისარი იწყებს მინუს მდგომარეობაში გადასვლას. მუშა დენი გადის ნეიტრალური გამშვები რელეების დაბალომიან გრაგნილებში და აინდუქცირებს ე.მ.ძ.-ს ამავე რელეების მაღალომიან გრაგნილებში. დაინდუქცირებული მაბლოკირებელი დენების ერთი ნახევარტალღა იკვრება, შესაბამისად 2Д1, 2Д2 და  2Д3 დიოდების გავლით; მეორე ჯამური ნახევარტალღა კი იკვრება 2Д4 დიოდით. ნეიტრალური გამშვები რელეების მაგნიტოგამტარში ცვლად მაგნიტურ ნაკადთან ერთად ჩნდება ნაკადის მუდმივი მდგენელი, რომელიც ღუზებს ინარჩუნებს მიზიდულ მდგომარეობაში ცვლადი მაგნიტური ნაკადის ნულოვან მნიშვნელობაზე გადასვლის დროს.  2С2 კონდენსატორი განმუხტვისას ახანგრძლივებს ნეიტრალური გამშვები რელეების ღუზების დაყოვნებას, რომელსაც ადგილი აქვს 2ПС  რელეს კონტაქტების გადასროლის დროს მათი აღგზნების და შუალედური მდგომარეობიდან ისრის უკუმიმართულებით გადასვლის დროს.

ისრის გადაყვანის დროს მუშა დენის ერთი ფაზის გამორთვის, ან ერთ-ერთი მუშა სადენის გაწყვეტის შემთხვევაში უდენოდ რჩება შესაბამისი ნეიტრალური გამშვები რელე, თავის კონტაქტით წყვეტს შემდეგი ფაზის წრედს, რაც საბოლოოდ ელექტროძრავას გამორთვას იწვევს.

ისრის გადაყვანის დასაწყისში ელექტროამძრავში  გადაისროლება ავტოგადამრთველის ბერკეტი, რომელიც 33-34  და  35-36 კონტაქტებით დამატებით თიშავს საკონტროლო წრედებს და 43-44 და 45-46 კონტაქტებით ამზადებს ისრის უკუგადასვლის წრედს (ნახ.3).

ისრის გადაყვანის დასრულების შემდეგ ელექტროამძრავში გადაისროლება ავტოგადამრთველის მეორე ბერკეტი, რომელიც თიშავს ელექტრო ძრავს და კრავს 23-24 და 25-26 კონტაქტებს, რითაც ამზადებს მინუს მდგომარეობის მაკონტროლებელი 2МК რელეს და მისი გამმეორებლის П2МК რელეს აღგზნების წრედს.

ელექტრო ძრავას გამორთვის შემდეგ უდენოდ რჩება ყველა ნეიტრალური გამშვები რელე, რომლებიც უშვებენ ღუზებს, გამორთავენ 2ПС რელეს წრედს. წყვეტენ ელექტროძრავას წრედებს, ჩართავენ 2ИСТ ტრანსფორმატორს და 2МК და П2МК რელებს და ფიქსირდება ისრის მინუს მდგომარეობის კონტროლი.

ისრის გადაყვანა საისრო უბნის სალიანდაგო რელეს უდენოდ ყოფნის დროს შესაძლებელია ისრის ინდივიდუალური მართვის სქემით პლომბირებული დამხმარე 2ВКС ღილაკსა და ისრის გადამყვან ღილაკზე ერთდროულად ზემოქმედებით. ამ დროს საისრო ს/წრედის სალიანდაგო რელეს გამმეორებელი  П70П  და  ОП70П  რელეების კონტაქტები შუნტდება   2ВКС  და  2ПУ  ან  2МУ რელეების კონტაქტებით შედგენილი წრედით.

თუ ისრის გადასვლის დასაწყისში უდენოდ დარჩება საისრო იზოლირებული უბნის სალიანდაგო რელე, ისარი მაინც გადავა საბოლოო მდგომარეობამდე.

თუ უცხო საგნის მოხვედრის ან სხვა მიზეზით ელექტრო ძრავა მუშაობს ფრიქციაზე, მაშინ აუცილებელია თითი დავაჭიროთ ისრის მეორე მდგომარეობაში გადამყვან ღილაკს. თუ ამის შემდეგაც ელექტრო ძრავა აგრძელებს ფრიქციაზე მუშაობას, მაშინ ელექტრო ძრავას გამოსართველად აუცილებელია  2КВ  ღილაკზე თითის დაჭერა. ამ დროს წყდება   2НС-3 ნეიტრალური რელეს მაბლოკირებელი წრედი, რელე უშვებს ღუზას და ელექტროძრავს მოეხსნება მუშა დენის ყველა ფაზა.

თუ ისრის გადაყვანის დროს რაიმე მიზეზით უდენოდ დარჩება ერთ-ერთი გამშვები НС რელე (ცვლადი ძაბვის მოწოდებაში ხანმოკლე შეფერხება)  და ისარი გაჩერდება შუალედურ მდგომარეობაში, მაშინ აუცილებელია თითი დავაჭიროთ ისრის იმ მდგომარეობაში გადამყვან ღილაკს, რომელი მდგომარეობიდანაც დაიწყო ისრის გადაყვანა. ამის შემდეგ თითი უნდა დავაჭიროთ იმ მიმართულებით გადამყვან ღილაკს, რომელი მიმართულებითაც გადაიყვანება ისარი.

ყურბელის სახელურით ისრის გადაყვანის შემდეგ, გარდა მაბლოკირებელი БК საფარის კონტაქტების ჩართვისა საჭიროა 2ПС რელეს ღუზა მივიყვანოთ ისრის მდგომარეობის შესაბამის მდგომაროებაში, რისთვისაც რიგ-რიგობით თითს აჭერენ ისრის მინუს და პლიუს მსგომარეობაში გადამყვან ღილაკებს.

ისრის მარშრუტულ ან ავტომატური მართვის შემთხვევაში, ნეიტრალური გამშვები რელეები აღიგზნება შესაბამის მარშრუტულ-ამკრეფი რელეების ფრონტალური კონტაქტებით  (მაგ. 2/4МН). სხვა მხრივ სქემა მუშაობს ისე, როგორც ეს ზემოთ იყო აღწერილი.

ისრის მართვის სქემაში ჩართულია, საისრე უბნის სალიანდაგო რელეს უკუგამმეორებლის  ОП70П ზურგული კონტაქტი. ვინაიდან, როდესაც დაყენებულია ავტომატური რეჟიმები(ავტომობრუნება, ავტომიწოდება, ზონური მოძრაობა), სარელსო წრედის მიერ შუნტის ხანმოკლე დაკარგვის დროს, გამოირიცხოს მოძრავი შემადგენლობის ქვეშ ისრის გადაყვანის შესაძლებლობა.

             III. ისრის მართვის აპარატურის სარეზერვო კომპლექტი.

მართვის სქემის საიმედოობის ამაღლების მიზნით გამოიყენება აპარატურის სარეზერვო კომპლექტი მაკომუტირებელი რელეებით, რომელიც შეიცავს გამშვებ რელეებს  (РПС, РНС-1, РНС-2 РНС-3);  დიოდების, კონდენსატორების და რეზისტორების ბლოკს (БДСКШ), მაიზოლირებელ ტრანსფორმატორს (РИСТ), მუშა და საკონტროლო წრედების მცველებს (ნახ.3).

ISARI3--led

ნახ.3

ისრის სქემა სარეზევო კომპლექტს უერთდება შესაბამისი ისრის რეზერვების ღილაკზე თითის დაჭერისას.  მაკომუტირებელი К რელეს და მის გამმეორებლებად გამოიყენება  НМШМ1-360 ტიპის რელეები.  სარეზერვო აპარატურის კომპლექტით ისრების გადაყვანა, მხოლოდ ინდივიდუალურად სათითაოდ არის შესაძლებელი.

ISARI4--led

ნახ.4

ლიტერატურა: В В ЛАВРИК «электрическая централизасия стрелок и сигналов метрополитенов» СТР. 47-51

რედაქტორი: მ. ჩალაძე