სასადგურო

25ჰც.სიხშირის ცვალებად დენზე მოქმედი ს/წრედები.     ასეთი სარელსო წრედები გამოიყენება სასადგურო  განვითარების ტერიტორიებზე და სავაგონო დეპოებში.  ასეთი  სარელსო წრედები იკვებება 25ჰც. სიხშირის მქონე 220ვ. ცვალებადი ძაბვით. ПЧ50/25-300(преобразователь частоти статически)  ტიპის სიხშირის გარდამქმნელების საშუალებით 50ჰც. სიხშირის ცვალებადი დენი გარდაიქმნება  25ჰც. სიხშირის ცვალებად დენად. განვიხილოთ სავაგონო დეპო „გლდანის“ 28-33СП სარელსო წრედის (საისრო სექციის) ელექტრული სქემა. სქემაში გამოყენებულია ДСШ-13А ტიპის ორელემენტიანი სექტორული რელე, ЗБ-ДСШ ტიპის დამცავი ბლოკ-ფილტრი, რომელიც იცავს ДСШ რელეს სალიანდაგო ელემენტს რელსების მხრიდან გადაძაბვებისაგან და 25ჰც. სიხშირისგან განსხვავებული სხვადასხვა სიხშირის დენებისაგან. R-რეგულირებადი რეზისტორისგან, რომელიც უზრუნველყოფს ДСШ რელეზე ძაბვის შემცირებას გამორთვამდე სარელსო წრედის შუნტირებისას. სალიანდაგო რელეს გამმეორებლებისგან.