ავტოსდექების ამძრავების მართვის სქემა
განვიხილოთ კ.მ.მახმუტოვის „მეტროპოლიტენებში მატარებლების მოძრაობის ინტერვალური რეგულირების მოწყობილობებ“-ში მოყვანილი, ავტოსდექის ამძრავის მართვის ელექტრული სქემა.
ავტოსდექების ამძრავი, მუშაობს სამფაზა ცვლადი დენის 110ვ. ძაბვით. ამიტომ ამძრავის მართვის სქემა შეიძლება განხილულ იქნას როგორც მთლიანად ავტოსდექის მართვის სქემა. ამძრავი უზრუნველყოფს ავტოსდექის ორ მდგომარეობას: ღია და დაკეტილს. ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა ხდება ამძრავის ძრავის მომჭერებზე ორი ფაზის გადართვით, რაც ძრავის ბრუნვის მიმართულების შეცვლას იწვევს. ავტოსდექის ამძრავის გარნიტურას აქვს ტვირთი რომელსაც ამძრავი დაკეტილ მდგომარეობაში გადაჰყავს მკვებავი ძაბვის გამორთვის შემთხვევაში. ავტოსდექის ღია მდგომარეობაში ტვირთი ზედა მდგომარეობაშია გაჩერებული ელ.ძრავაში გამავალი დამჭერი დენის ხარჯზე.
დამჭერი დენი იქმნება ძრავაზე კვების ძაბვის სამივე ფაზის მიწოდებისას დროსელების გავლით, რომლებზეც ვარდება გარკვეული სიდიდის ძაბვა. რაც თავის მხრივ ამცირებს ძრავაში გამავალ დენს იმ სიდიდემდე, რომ ძრავას აღარ შეუძლია ბრუნვა და იგი ფრიქციული მექანიზმის ბორბალს ამუშავებს. ძრავის ელექტრომაგნიტური მომენტი აწონასწორებს ამძრავის მთავარ ღილვზე ტვირთის ზემოქმედებით შექმნილ მექანიკურ მომენტს. ამით ელ.ამძრავი ტვირთს ზედა მდგოამარეობაში ინარჩუნებს, რაც ავტოსდექ-ის ღია მდგომარეობას შეესაბამება. ელ.ამძრავს მართავს სახაზო რელე: სქემის ტიპიურობისათვის და მოწყობილობის მომსახურების გაადვილების მიზნით ყველა ავტოსდექის მართვის წრედში მუდმივად გამოიყენება სახაზო რელეს ორი საკონტაქტო ჯგუფი. მეორე და მერვე ჯგუფებს აქვს შესაბამისი ნუმერაცია 21-22-23 და 81-82-83 ДСШ-2 რელეს გამოყენების დროს.
მკვებავი ძაბვა მიეწოდება Л სახაზო რელეს ღერძულ კონტაქტებს (ნახ. 3-2): A1 ფაზა 21 კონტაქტს და B1 ფაზა _ 81 კონტაქტს, C1 ფაზა მიეწოდება უშუალოდ ავტოსდექის ამძრავს. მკვებავი ძაბვა სახაზო რელეს ფრონტული და ზურგული კონტაქტებიდან სადენების საშუალებით მიეწოდება ავტოსდექის ამძრავს. ამ სადენების აღნიშვნა შემდეგნაირად იშიფრება:
AMO-A ფაზის სადენი, მოტორული (Моторный) _ გაღების (Открытия)
ВMO-В ფაზის სადენი, მოტორული (Моторный) _ გაღების (Открытия)
AM3-A ფაზის სადენი, მოტორული (Моторный) _ დაკეტვის (закрытия)
ВM3-В ფაზის სადენი, მოტორული (Моторный) _ დაკეტვის (закрытия)
С-С1 ფაზის სადენი.
АПХ ფაზა, ПР11-ე მცველის კონტაქტების გავლით, სახაზო Л რელეს (ნახ.2) 21-22 შეკრული კონტაქტების გავლით, AMO სადენით, 33Пр-1(11-12) მცველის კონტაქტების გავლით და AMO1 სადენით მიეწოდება ამძრავის კომუტატორის მე-9-ე კონტაქტს. ავტოსდექის ღია მდგომარეობაში მისი 9-10 კონტაქტები გათიშულია, A ფაზა ДР-1 დროსელის გავლით მიეწოდება M ძრავის „1“ მომჭერს.
ВПХ ფაზა, ПР12-ე მცველის კონტაქტების გავლით, სახაზო Л რელეს 81-82 შეკრული კონტაქტების გავლით, ВMO სადენით, 31Пр-1(11-12) მცველის კონტაქტების გავლით და ВMO1 სადენით, მიეწოდება ამძრავის კომუტატორის 12-ე კონტაქტს. მე-12-ე კონტაქტიც არ არის შეკრული მე-13-ე კონტაქტთან და В ფაზა ДР-2 დროსელის გავლით მიეწოდება M ძრავის „2“ მომჭერს.
СПХ ფაზის წრედში სახაზო Л რელეს კონტაქტები არ არის ჩართული, ამიტომ ეს ფაზა ПР13-ე მცველის კონტაქტების გავლით, С სადენით, 32Пр-1(11-12) მცველის კონტაქტების გავლით და С1 სადენით მიეწოდება უშუალოდ ავტოსდექის ამძრავის კომუტატორის მე-15-ე კონტაქტს. მე-15-ე კონტაქტიც არ არის შეკრული მე-16-ე კონტაქტთან და С1 ფაზა ДР-3 დროსელის გავლით მიეწოდება M ძრავის „3“ მომჭერს. ამრიგად, ღია ავტოსდექის დროს ძრავაზე მიეწოდება მკვებავი ძაბვის სამივე ფაზა და ამ ფაზების წრედებში რეაქტიული კოჭების (დროსელი) არსებობის გამო ძრავაში იქმნება დამჭერი დენი და ამძრავი შენარჩუნდება ღია მდგომარეობაში. დამჭერი დენი თითოეულ ფაზაში 0,5-0,65 ამპერს შეადგენს. დამჭერ დენს არეგულირებენ რეაქტიული კოჭების წინაღობის შეცვლით, ანუ დროსელის გულარასა და უღელს შორის აყენებენ სხვა და სხვა სისქის ქაღალდის შუასადებებს. თუ გავზრდით შუასადების სისქეს, მაშინ შემცირდება კოჭის წინაღობა, ხოლო ძრავაში გამავალი დენი გაიზრდება და პირიქით, შუასადების სისქის შემცირებით კოჭის წინაღობა იზრდება, ხოლო დენი მცირდება. გამზომი ხელსაწყოს არქონის შემთხვევაში ავტოსდექის დამჭერი დენი განისაზღვრება მარტივი ცდით. ღია ავტოსდექის დროს ტვირთი, რომელიც ზედა მდგომარეობაში იმყოფება ხელით ჩამოჰყავთ ქვევით მცირე მანძილზე, ანუ იმდენად რომ არ დავუშვათ კომუტატორის კონტაქტების შეკვრა, რომლებიც დროსელებს აშუნტებს. ხელის გაშვების შემდეგ ძრავმა ტვირთი უნდა აწიოს ზედა მდგომარეობაში დამჭერი დენის მოქმედებით. თუ დამჭერი დენი არასაკმარისი სიდიდისაა, მაშინ ძრავი ტვირთს ვერ ასწევს ზედა მდგომარეობაში. ამ შემთხვევაში დამჭერი დენი უნდა გავზარდოთ დროსელების შუასადებების სისქის გაზრდით (დავამატოთ ქაღალდის შუასადებები გულარასა და უღელს შორის). გაზრდილი დამჭერი დენი იწვევს ძრავის გადახურებას(700c – ზე მეტად), რაც ხელის შეხებითაც იგრძნობა. დამჭერი დენის ნორმალურ სიდიდემდე შესამცირებლად უნდა შემცირდეს შუასადების სისქე (ამოვიღოთ შუასადები ქაღალდები).
ავტოსდექის ნებადამრთველი მდგომარეობის დროს ამძრავის კომუტატორის კონტაქტები ამზადებს ძრავის ამოქმედების ელ.წრედს ავტოსდექის ამკრძალავ მდგომარეობაში გადასაყვანად. კომუტატორის შეკრული 10-11 კონტაქტები ძრავს უერთებენ ВМЗ სადენს, ხოლო 13-14 კონტაქტები -АМЗ სადენს. როდესაც მატარებელი შედგება ავტოსდექითა და შუქნიშნით გადაღობილ უბანზე, მაშინ უდენოდ რჩება სახაზო რელე და გადართავს თავის კონტაქტებს. А1 ფაზა მიეწოდება ძრავის „2“ მომჭერს შემდეგი წრედით: სახაზო რელეს შეკრული ზურგული კონტაქტები 21-23, АМЗ სადენი, 33Пр-2(21-22) მცველის კონტაქტები, ავტოსდექის ამძრავის კომუტატორის 14-13 კონტაქტები. В1 ფაზა მიეწოდება ძრავის „1“ მომჭრს შემდეგი წრედით: სახაზო რელეს ზურგული კონტაქტები 81-83, ВМЗ სადენი, 31Пр-2(21-22) მცველის კონტაქტები, ავტოსდექის ამძრავის 11-10 კონტაქტები.
„С1“ ფაზა მიწოდება ძრავის „3“ მომჭერს 32Пр-1(11-12) მცველის კონტაქტების და ДР3 დროსელის გავლით. ძრავის „1“ და „2“ მომჭერებზე ადგილი შეიცვალეს А და В ფაზებმა, რაც ძრავის საათის ისრის მიმართულებით ბრუნვას განაპირობებს ამძრავის დაკეტვაზე ასამუშავებლად. საწყის მომენტში ძრავი მუშაობს С ფაზაში არასაკმარისი დენით, რაც ამ ფაზაში ДР3 დროსელის არსებობითაა გამოწვეული. კომუტატორის 160 -ით შემობრუნების შემდეგ 15-16 კონტაქტები შეიკვრება და აშუნტებს ДР3 დროსელს, რაც ძრავის გრაგნილებში დენების სიმეტრიას აღადგენს. ამის გარდა, სახაზო რელეს უდენოდ დარჩენის შემთხვევაში მისი ფრონტული კონტაქტებით გამოირთვება ძრავის დამჭერი დენი და ტვირთის ზემოქმე-დებით ავტოსდექი იკეტება .
დატვირთვაზე მომუშავე ამძრავის ამუშავების დასაწყისში, ძირითადი ლილვის160-ით მობრუნების შემდეგ იქმნება კონტაქტების ორი ჯგუფი 9-10-11 და 12-13-14. 11-10 და 14-13 კონტაქტების გავლით გადის დაკეტვაზე მომუშავე ძრავის ელ. წრედი, ხოლო 9-10 და 12-13 კონტაქტებით მზადდება ელ. წრედი ამძრავის გაღებაზე ასამუშავებლად. როდესაც ავტოსდექი იკეტება, იხსნება 11-10 და 14-13 კონტაქტები, რომლებითაც გამოირთვება АМЗ1 და ВМЗ1 სადენები და ძრავა წყვეტს მუშაობას. 9-10 და 12-13 კონტაქტები რჩება შეკრული, რითაც შქმნილია ამძრავის გაღებაზე ამუშავების წრედი.
მატარებლის მიერ შუქნიშნითა და ავტოსდექით გადაღობილი უბნის განთავისუფლების შემდეგ სახაზო რელე დგება დენქვეშ და ჩართავს ამძრავს გასაღებად. ავტოსდექის ძრავი იღებს კვებას შემდეგი წრედით:
АПХ ფაზა, ПР11-ე მცველი, სახაზო რელეს 21-22 ფრონტული კონტაქტები, АМО სადენი, 33ПР-1(11-12) მცველი, АМО1 სადენი, ავტოსდექის ამძრავის 9-10 კონტაქტები, ძრავის „1“ მომჭერი;
ВПХ ფაზა, ПР12-ე მცველი, სახაზო რელეს 81-82 ფრონტული კონტაქტები, ВМО სადენი, 31ПР-1(11-12) მცველი, ВМО1 სადენი, ავტოსდექის ამძრავის 12-13 კონტაქტები, ძრავის „2“ მომჭერი;
СПХ ფაზა, ПР13-ე მცველი, С სადენი, 32ПР-1(11-12) მცველი, С1 სადენი, ავტოსდექის ამძრავის 15-16 კონტაქტები, ძრავის „3“ მომჭერი. მკვებავი ძაბვის სამივე ფაზა მიეწოდება ძრავს და ამძრავი მუშაობს გაღებაზე.
ამძრავის მუშაობის დასაწყისში მე-11-ე საკონტაქტო ზამბარა შეიკვრება ადრე შეკრული 9-10 კონტაქტებთან, ხოლო მე-14-ე ზამბარა-ადრე შეკრულ 12-13 კონტაქტებთან. ამრიგად, იქმნება კონტაქტების ორი ჯგუფი 9-10-11 და 12-13-14. 9-10 და 12-13 კონტაქტები აგრძელებენ ძრავაში დენის გატარებას ამძრავის გაღებაზე მუშაობისას, ხოლო მე-11-ე და მე-14-ე კონტაქტებმა, რომლებმაც АМЗ1 და ВМЗ1 სადენები მიაერთეს მე-10-ე და მე-13-ე კონტაქტებს, მოამზადეს ძრავას წრედი ამძრავის დაკეტვაზე ასამუშავებლად. როდესაც ამძრავი დაასრულებს მუშაობას გაღებაზე, გაითიშება 15-16 კონტაქტები, აგრეთვე მე-9-ე და მე-12-ე კონტაქტები. ამის შდეგად ДР1, ДР2 და ДР3 დროსელები აღარ არის დაშუნტებული და დენი ძრავში მიდის დროსელების გავლით, რომლებზედაც ადგილი აქვს ძაბვის ვარდნას (შემცირებას). ძრავაში მცირდება დენი და ის წყვეტს მუშაობას, მაგრამ იჭერს ამძრავს ღია მდგომარეობაში.
ავტოსდექის მდგომარეობის შემოწმება ხდება:
გადამღობი მდგომარეობის – ავტოსდექის დაკეტვის კონტროლის ЗА რელეს საშუალებით, რომლის წრედი ავტოსდექის 3-4 და 5-6 კონტაქტებზე გადის (ნახ.3-2);
ნებადამრთველი მდგომარეობისა- ავტოსდექის გაღების კონტროლის ОА რელეს საშუალებით, რომელიც ირთვება ავტოსდექის 1-2 და 7-8 კონტაქტებით. ЗА და ОА რელეებად გამოიყენება НМШ1-1800 ტიპის რელე. რელე კვებას იღებს В და С ფაზებიდან ერთნახევარპერიოდიანი გამართვის სქემით БВС-88 გამმართველი ბლოკის საშუალებით. ეს ბლოკი სატრანსფორმატორო კარადაშია მოთავსებული. ცვლადი დენის ერთი ნახევარტალღა გადის გამმართველის გავლით, ხოლო მეორე- რელეს გავლით. 2მკფ. ტევადობის კონდენსატორი, რომელიც ჩართულია რელეს წრედში, ზრდის გამართული დენის ამპლიდუდას, ვინაიდან კონდენსატორი იმუხტება ცვლადი ძაბვის ერთი პოლარობის დროს, როცა დენი გადის გამმართველში, ხოლო ცვლადი ძაბვის მეორე პოლარობის დროს მას ემატება კონდენსატორის ძაბვა და ასე თითქმის ორმაგი ამპლიტუდით მიეწოდება რელეს. ЗА და ОА რელეების წრედების პირდაპირი და უკუსადენები გამოყვანილია გამზომ ИП პანელის ბუდეებზე.
იმ შუქნიშნის ავტოსდექის ამძრავის ელ.ძრავის მართვა, რომელიც მარცხენა მხარესაა დაყენებული შემხვედრი სამატარებლო ან სამანევრო მარშრუტებისათვის, ხდება ავტოსდექის ჩამრთველი ВА (ДСШ-2) ტიპის რელეთი (ნახ.1).
ლიტერატურა: к.м.махмутов «устройства интервалъного регулирования движения поездов на метрополитене» СТР, 228-233
რედაქტორი: მ. ჩალაძე