კოდური ავტობლოკირება

ДА   დეშიფრატორის მოწყობილობა და  მისი მუშაობის პრინციპი

  1. მოწყობილობა

კოდური ავტობლოკირების ДА  ტიპის დეშირატორის ყველა ხელსაწყო განლაგებულია სამ შტეფსელურ (БС-ДА, БК-ДА, БИ-ДА) ბლოკში.

მრიცხველების ბლოკი БС-ДА შედგება 1და 1А  რელეების, დიოდების, ნაპერწკალსაქრობი კონტურის, რეზისტორების და გამმართველისგან. მათი დანიშნულება შემდეგია: რელე-მრიცხველი 1 აფიქსირებს კოდის იმპულსებს; რელე-მრიცხველი 1А  აფიქსირებს  იმპულსის შემდგომ მოკლე ინტერვალს და განასხვავებს რამოდენიმე იმპულსიან  Ж  ან  З  კოდებს    КЖ    კოდის ერთი იმპულსისგან; В1,  В2   გამმართველები-ორნახევარპერიოდიანია,  რომლებიც მიერთებულია სასიგნალო ტრანსფორმატორის ( СОБС-2А  )  მეორეულ გრაგნილზე და რომელიც უზრუნველყოფს სასიგნალო დანადგარის და დეშიფრატორის ხელსაწყოების კვებას მუდმივი  დენით;  СИ1     და  СИ2      კონდრესატორები მიმდევრობით ჩართულია    RИ1 და   RИ2 რეზისტორებთან და წარმოქმნიან ნაპერწკალსაქრობ კონტურებს, რომელთა საშუალებითაც 1და 1А  რელეების კომუტაციის წრედში კონტაქტები დაცულია ნაპერწკალწარმოქმნისგან;  Д1 და  Д3  დიოდები გამორიცხავენ  С1   კონდესატორის 1 რელეზე განმუხტვის შესაძლებლობას; დიოდი    Д2  გამორიცხავს  С3  კონდესატორის 1 რელეზე  განმუხტვის შესაძლებლობას;       R01 და R02               რეზისტორები ზღუდავენ С1  და С2 კონდენსაოტრების დამუხტვის დენს.              R03 რეზისტორი,   კოდური ციკლის გრძელი ინტერვალის და კოდების არარსებობის დროს ქმნის   С1  კონდენსატორის განმუხტვის წრედს;  R04  რეზისტორი ზღუდავს  С1  კონდესატორის დამუხტვის დენს  Ж რელეს უდენოდ ყოფნისას იმ მნიშვნელობამდე, რომელიც გამორიცხავს Ж რელეს აგზნებას ერთი იმპულსით, რის გამოც Ж რელე არ აიგზნება И რელეს ამუშავებისას შემთხვევითი იმპულსებით ან სარელსო წრედში გამოჩენილი უწყვეტი კვებით; R05  რეზისტორი  ზღუდავს С3კონდესატორის განმუხტვის დენს, რითაც ზრდის  З რელეს  ღუზის ჩამოვარდნის დაყოვნების დროს.

გამორიცხვის ბლოკი –  БИ-БД          შედგება ПТР   და  ВР    რელეებისგან, დიოდებისგან და  ნაპერწკალსაქრობი კონტურისგან.  მათი დანიშნულება შემდეგია:    ПТР რელე გამორიცხავს ЖР  რელეს აგზნებას და შუქნიშანზე ნებადამრთველი 1კოდებით И  რელეს ამუშავების შემთხვევაში, როდესაც  დაზიანებულია მაიზოლირებელი პირაპირი; რელე    ВР, ПТР   რელესთან ერთობლივი მუშაობით, გამორიცხავს 3 რელეს აგზნებას და შუქნიშანზე ყვითელი შუქის მაგივრად მწვანე შუქის გამოჩენას (ანთებას)   КЖ  კოდის მიღებისას, მაიზოლირებელი პირაპირების მოკლედ შერთვის დროს;   СИ1  კონდენსატორი და   RИ1 რეზისტორი მიმდევრობითი  შეერთებით    ქმნიან კონტურებს, რომლითაც    ПТР   რელეს  კომუტირებულ წრედში კონდესატორი დაცულია ნაპერქკალწამოქმნისგან;   Д4   და    Д7   დიოდები, თვითინდუქციური დენის ხარჯზე, წარმოქმნიან ВР  და   Т   (მხოლოდ  КЖ  კოდის გაგზავნისას)  რელეების ღუზის ჩამოვარდნის დაყოვნების დამატებით დროს;   Д5 და   Д6   გამორიცხავენ შემოვლით წრედებს, შესაბამისად  ВР და 1  რელეების და Т  და   ПТР   რელეეების სქემების ურთიერთგავლენისას.

კონდესატორების ბლოკი- БК-ДА     შედგება  К50-ЗБ    ტიპის ელექტროლიტური კონდენსატორებისა და РТ  რეზისტორისაგან, რომელიც გამოიყენება ბლოკის შეთბობისათვის დაბალი ტემპერატურის შემთხვევაში.   ბლოკში დაყენებული სათადარიგო კონდესატორები შეიძლება მიერთებული იყოს აუცილებლობის შემთხვევაში,  С1-  С3  კონდესატორების ნომინალური სიდიდეების შერჩევისათვის.  С1- С3    კონდესატორების დანიშნულება შემდეგია: С1- გამოიყენება კოდური იმპულსის დროს ენერგიის დაგროვებისათვის, Ж  რელეს  კვებისათვის და  С2  კონდესატორის დასამუხტად დაგროვილი ენერგიით;  С2-Ж  რელეს კვებისათვის  С1 კონდესატორის გამორთვის დროს;  С3-კოდური ციკლის ინტერვალის დროს 3 რელეს კვებისათვის.

  1. დეშიფრატორის მუშაობა

კოდური ავტობლოკირების სქმაში გამოყენებულია ძირითადად КПТШ-5  და КПТШ-7  ტიპის სალაინდაგო კოდური ტრანსმიტერები, რომლებიც გამოიმუშავებენ სტრუქტურით ერთნაირ, მაგრამ ციკლის ხანგრძლივობით განსხვავებულ КЖ, Ж    და З კოდებს. მოსაზღვრე ბლოკ-უბნების სარელსო წრედების კოდირებისთვის გამოიყენება განსხვავებული ტიპის ტრანსფორმატორები, ამიტომ მოსაზღვრე სარელსო წრედებში კოდური იმპულსები არ ემთხვევა ხანგრძლივობით და დროით. ეს კი იძლევა საიმედო დაცვის საშუალებას და გამორიცხავს მოსაზღვრე ბლოკ-უბნების სარელსო წრედების საშიშ ურთიერთ გავლენას.

ბლოკ-უბანზე მატარებლის არსებობისას, ИП სალიანდაგო რელეს ღუზა ჩამოშვებულია, ასევე უდენოდ არის რელე მრიცხველები და სასიგნალო რელეები, ამ ბლოკ-უბნის შემომზღუდავ შუქნიშანზე ანთია წითელი ნათურა და მეზობელ სარელსო წრედში იგზავნება КЖ კოდი.

ციკლში, ერთიმპულსიანი КЖ კოდის მიღებისა და გაშიფვრისას, აიგზნება ИР რელე და პირველი იმპულსის დასაწყისში ჩაირთვება რელე- მრიცხველი 1, ВР რელეს კვება და С1 კონდესატორის დამუხტვის წრედი. რადგან 1 რელეს დაყოვნება აქვს მიზიდვაზე ( 0,12-0,16წმ,)  ამიტომ ამ დროში 1 რელეს ზურგის 24-25 კონტაქტების გავლით ხორციელდება С1 კონდესატორის დამუხტვა.

პლუსი —ИР სალიანდაგო რელეს შერთული ფრონტის კონტაქტი—БС-ДА ბლოკის კლემა 61—1А  რელეს  23-24 შერთული კონტაქტი —- 1 რელეს გრაგნილი-მინუსი.

პლუსი—ИР რელეს შერთული ფრონტის კონტაქტი—  БС-ДА ბლოკის კლემა 61—1А რელეს  23-24 კონტაქტი—БС –ДА ბლოკის კლემა13,  БИ-ДА  ბლოკის კლემა 13—ПТР რელეს  32-33  კონტაქტი—Д5 დიოდი— ВР რელეს გრაგნილი-მინუსი.

პლუსი—ИР რელეს შერთული ფრონტის კონტაქტი— БС-ДА ბლოკის კლემა61 —1А  რელეს  23-24  კონტაქტი— БС-ДА  ბლოკის კლემა13—ЖР რელეს შერთული ზურგის კონტაქტი—  БИ-ДА  ბლოკის კლემა 2—ПТР რელეს 13-14  კონტაქტი—БИ-ДА ბლოკის კლემა12—БС-ДА ბლოკის კლემა62—R04 რეზისტორი Д1 დიოდი—1რელეს 24-25 კონტაქტი- 1А რელეს 13-14  კონტაქტი—R01 რეზისტორი—БС-ДА  ბლოკის კლემა ბლოკის31—БК-ДА კლემა 11—С1 კონდესატორო-მინუსი.

რელეები 1 და ВР აიგზნება, С1  კონდესატორის დამუხტვის წრედი განირთვება და იგი 1 რელეს 24-23 შერთული კონტაქტის გავლით მიუერთდება С2 კონდესატორს და სასიგნალო ЖР რელეს. С1 კონდესატორი განიმუხტება  ЖР რელეს გრაგნილზე და С2 კონდესატორზე. ЖР რელე მიიზიდავს ღუზას და შუქნიშანზე ჩაირთვება ყვითელი შუქი. სარელსო წრედში გაიგზავნება  Ж კოდი.

ЖР რელეს აგზნების შემდეგ, С1 კონდესატორი დაიმუხტება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეკრულია მეზობელი სარელსო წრედის ტრანსფორმატორული რელეს ზურგის და სალიანდაგო რელეს ფრონტის კონტაქტი, რომელიც არ ხდება მისაღები კოდის ყოველ ციკლში.

КЖ  კოდის ინტერვალის დასაწყისში მზადდება 1А რელეს აგზნების წრედი.

პლუსი—სალიანდაგო  ИР რელეს შერთული ზურგის კონტაქტი-მეზობელი სარელსო წრედის  ТР რელეს შერთული ფრონტის კონტაქტი— БИ-ДА ბლოკის კლემა21—ВР რელეს 21-22 კონტაქტი —БИ-ДА ბლოკის კლემა22—БС-ДА ბლოკის კლემა 22—1А რელეს გრაგნილი-მინუსი.

ინტერვალის დასაწყისში, სალიანდაგო რელეს ღუზას ჩამოშვებისას განირთვება 1 და ВР რელეების კვების წრედი, მაგრამ რელე 1 ღუზას ჩამოუშვებს დაყოვნებით (0,28-0,32წმ). შემდეგ,იგივე დაყოვნებით, ღუზას ჩამოუშვებს ВР რელე, შემდეგ კი რელე 1А .

1А რელე, ღუზას მიზიდულ მდგომარეობაში ინარჩუნებს იმ დროის განმავლობაში, რომელიც ტოლია ВР და 1А რელეების ღუზის ჩამოვარდნაზე დაყოვნების დროთა ჯამისა.

ამგვარად, 1, ВР და 1А  რელეები მუშაობენ იმპულსურ რეჟიმში დროის იმ მომენტში, როდესაც 1, 1А და ВР რელეების ღუზები იმყოფებიან ჩამოშვებულ მდგომარეობაში, სასიგნალო ЖР რელე, ღუზას მიზიდულ მდგომარეობაში ინარჩუნებს 2С კონდესატორის განმუხტვის დენის ხარჯზე.

Ж  კოდის მიღებისას (ციკლში ორი იმპულსით), იმპულსის დროს ხდება  С1 კონდესატორის დამუხტვა, აიგზნება 1 და ВР რელეები და იმუხტება С2 კონდესატორი. ასევე აიგზნება ЖР რელე, ხოლო პირველ მცირე ინტერვალში აიგზნება რელე 1А. რადგან 1 რელეს ღუზის ჩამოვარდნის დაყოვნება მეტია მოკლე ინტერვალის ხანგრძლივობის დროზე, ამიტომ მეორე იმპულსის მოსვლამდე რელე 1 ღუზას ინარჩუნებს მიზიდულ მდგომარეობაში. მეორე იმპულსის მოსვლისას შეიკვრება ЗР რელეს კვებისა და კონდესატორის დამუხტვის შემდეგი წრედი.

პლუსი-სალიანდაგო ИР რელეს შერთული ფრონტის კონტაქტი—БС-ДА ბლოკის კლემა61—1 რელეს 21-22 კონტაქტი— БС-ДА ბლოკის კლემა13—ЖР რელეს შერთული ფრონტის კონტაქტი—БИ-ДА ბლოკის კლემა23— ПТР რელეს 23-24 კონტაქტი—БИ-ДА ბლოკის კლემა11—БС-ДА ბლოკის კლემა11—1А რელეს 21-22 კონტაქტი— 1 რელეს 32-33 კონტაქტი—Д2 დიოდი—R02 რეზისტორი—БС-ДА ბლოკის კლემა 33—БК-ДА ბლოკის კლემა 13—С3 კონდესატორი— БК-ДА ბლოკის კლემა 72- მინუსი, R05 რეზისტორი—БС-ДА ბლოკის კლემა 41—3Р რელეს გრაგნილი.

3Р რელე აიგზნება და შუქნიშანზე აინთება მწვანე შუქი, ხოლო სარელსო წრედში იგზავნება З კოდი.

მეორე ინტერვალის დროს, ЗР რელე ღუზას მიზიდულ მდგომარეობაში ინარჩუნებს С3 კონდესატორის, ხოლო ЖР რელე—С2 კონდესატორის განმუხტვის ხარჯზე. 1 ,  1А და ВР რელეები ღუზას ჩამოუშვებენ. სამიმპულსიანი З კოდის მიღებისას სქემა მუშაობს ისევე, როგორც  Ж კოდის მიღების დროს.

  1. დეშიფრატორის სქემის აგებულების

განსაკუთრებულობები

დეშიფრატორის სქემაში გამოყენებულია დაცვის ორი სისტემა, პირველი სისტემა,  კოდური სიგნალების შეცვლისას გამორიცხავს შუქნიშანზე უფრო მეტად ნებადამრთველი შუქის შენარჩუნებას.

Ж კოდური სიგნალის გამორთვისას ყვითელი ფერის შუქის შენარჩუნებას გამორიცხავს С1 კონდესატორის დამუხტულ წრედში არსებული ИР რელეს ფრონტის და 1 და ТР რელეების ზურგის კონტაქტები.

მაიზოლირებელი პირაპირის შეერთების და მოსაზღვრე სარელსო წრედიდან კოდური სიგნალის მიღებისას, ТР, ИР და 1 რელეების მუშაობის თანმიმდევრობა ისეთია, რომ С1 კონდესატორის დამუხტვის წრედი არ იქმნება, ამიტომ შუქნიშანზე ნებადამრთველი შუქის ანთება შეუძლებელია.

З ან Ж კოდური სიგნალების КЖ კოდურ სიგნალზე შეცვლისას, მწვანე შუქის შენარჩუნება, მაიზოლირებელი პირაპირის შეერთებისას, გამორიცხულია ИР რელეს ზურგის და 1А რელეს კვების წრედში ჩართული ТР რელეს ფრონტის კონტაქტების გამო.

მაიზოლირებელი პირაპირის მოკლედ შერთვისას, 1А რელე არ მიიზიდავს ღუზას, რადგანაც ТР რელეს ფრონტის კონტაქტის შერთვისას განირთვება ИР რელეს ზურგის კონტაქტი და 1А რელეს კვების წრედის შერთვის ხანგრძლივობა იქმნება მისი აგზნებისთვის საჭირო დროზე ნაკლები.

დაცვის მეორე სისტემა გამორიცხავს შუქნიშანზე უფრო მეტად ნებადამრთველი შუქის ანთებას, ვიდრე ეს განსაზღვრულია მიღებული კოდური სიგნალის მიხედვით. ეს დაცვა მიიღწევა ВР და ПТР რელეებით. ПТР რელე მუშაობს შუქნიშანზე მხოლოდ წითელი და ყვითელი შუქის არსებობისას, მას გააჩნია ღუზის ჩამოვარდნაზე დაყოვნება (1,8-2,2 წმ). შუქნიშანზე მწვანე შუქის არსებობისას  ПТР რელეს კვების წრედი განრთულია. შუქნიშანზე წითელი და ყვითელი შუქის ანთებისას, მეზობელი სარელსო წრედის ТР რელეს კვების წრედი იჭრება ПТР რელეს ფრონტის კონტაქტით, რასაც შეეძლო გამოეწვია მოსაზღვრე სარელსო წრედში გასაგზავნი კოდების შემოკლება (განსაკუთრებით კოდის დროს, რომელსაც ციკლში აქვს ერთი იმპულსი), ამიტომ ЖР რელეს ზურგის კონტაქტის გავლით, ТР რელეს გრაგნილს პარალელურად ჩართული აქვს დიოდი Д7, რომელიც ზრდის ТР რელეს დაყოვნებას. Д7 დიოდმა რომ არ გაზარდოს ПТР რელეს ღუზის ჩამოვარდნაზე დაყოვნება, ჩართულია დიოდი Д6 .

Ж კოდის დროს, Д7 დიოდის მიერთება ТР რელეს გრაგნილზე საჭირო არ არის, რადგანაც მცირე ინტერვალების დროს ПТР რელე ღუზას არ უშვებს. პირველი  იმპულსის მრიცხველი ВР რელე წარმოადგენს სალიანდაგო რელეს ნელმოქმედ მამეორებელს.

ВР რელე აიგზნება მხოლოდ საკუთარი სარელსო წრედის ტრანსმიტერიდან მიღებული კოდით, რადგან მისი აგზნების წრედი გადის ПТР რელეს ზურგის კონტაქტის გავლით. ВР და ПТР რელეებით შედგენილი დაცვის სქემა მუშაობს მხოლოდ უფრო მეტად ნებადამრთველ შუქებზე შეცვლის შემთხვევაში. ВР და ПТР რელეები გამორიცხავენ ყვითელი შუქის მაგივრად მწვანე შუქის ანთებას, ხოლო ПТР რელე — წითელი ფერის ანთებას ყვითელის მაგივრად, მაიზოლირებელი პირაპირის მოკლედ შერთვის დროს.

შუქნიშანზე მწვანე შუქის გამოჩენა, საკუთარი КЖ და მოსაზღვრე სარელსო წრედიდან Ж კოდის მიღებისას, როდესაც მოკლედ შერთულია მაიზოლირებელი პირაპირი,გამოირიცხება იმით, რომ რელე 1А აიგზნება მხოლოდ თავისი კოდის პირველი იმპულსის მიღების შემდეგ, რისთვისაც ВР რელეს კვების წრედში ჩართულია ПТР რელეს ზურგის კონტაქტი. ყვითელი შუქის გამოჩენა წითელის მაგივრად, მაიზოლირებელი პირაპირის მოკლედ შერთვის დროს, გამოირიცხება იმით, რომ ПТР რელეს ღუზის ჩამოვარდნა ხდება ИР რელეს ღუზის ჩამოვარდნაზე ადრე, რადგანაც მას გააჩნია დაყოვნების მეტი დრო, ამიტომ С1 კონდესატორის დამუხტვის წრედი, რომელშიც შედის ПТР რელეს ზურგის კონტაქტი, არ შეიკვრება და ЖР რელე ამუშავებას ვერ შეძლებს.

sc,-bi-bk-bs-1

კოდური ავტობლოკირების ბლოკების ელ.სქემა…№1.

რედაქტორი: გ. კეშელავა