სიგნალები ემსახურება მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, აგრეთვე მატარებლების მოძრაობისა და სამანევრო მუშაობის ზუსტ ორგანიზაციას.
სიგნალი ბრძანებაა და იგი უთუოდ უნდა შესრულდეს. სარკინიგზო ტრანსპორტის მუშაკებმა ყველა საშუალება უნდა გამოიყენონ სიგნალის მოთხოვნათა შესასრულებლად. შუქნიშნის ამკრძალავი სიგნალის გავლა აკრძალულია.
მატარებლების მოძრაობასთან და სამანევრო სამუშაოებთან დაკავშირებულ სიგნალიზაციაში საქართველოს რკინიგზაზე გამოყენებულია შუქნიშნები, სიგნალების შემდეგი დანიშნულებით:
” შუქნიშანი დაკეტილია” – შუქნიშანზე ანთია წითელი ან ლურჯი შუქი;
” შუქნიშანი ღიაა” – შუქნიშანზე ანთია (უწყვეტად ან ციმციმის რეჟიმში) მწვანე, ყვითელი, მთვარისებრ-თეთრი შუქი ან მათი შეუღლება (შეხამება);
შუქნიშნებისჩამქრალი სასიგნალო შუქები (გარდაავტომატური ბლოკირებით აღუჭურველ უბნებზე არსებული მაფრთხილებელისა, შემზღუდავისა და გამმეორებლისა), მათი გაურკვეველი ჩვენება, აგრეთვე სხვა სასიგნალო ხელსაწყოებით გაურკვეველი სიგნალების მიცემა მოითხოვს მატარებლის გაჩერებას.
მატარებლების მოძრაობასთან დაკავშირებულ სიგნალიზაციაში იხმარება შემდეგი ძირითადი სასიგნალო ფერები:
მწვანე, დაწესებული სიჩქარით მოძრაობის ნებართვას იძლევა;
ყვითელი, მოძრაობის ნებართვას იძლევა და მოითხოვს სიჩქარის შემცირებას;
წითელი, მოითხოვს გაჩერებას.
სამანევრო მუშაობის დროს სიგნალიზაციაში, გარდა ამისა, გამოიყენება შემდეგი ფერები:
მთვარისებრ-თეთრი, მანევრების ნებადამრთველი;
ლურჯი- მანევრების ამკრძალავი;
სიგნალების ხილვადობის ზონაში არ უნდა იყოს ობიექტები და კონსტრუქციები, მათ შორის ყველა ფერის შუქები, რომლებიც უშლიან სიგნალის აღქმას და ამახინჯებენ სასიგნალო ჩვენებას.
სარკინიგზო ტრანსპორტზე იხმარება მხოლოდ საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული სიგნალები.
სასიგნალო მინებისა და ლინზების ფერი უნდა შეესაბამებოდეს დადგენილ სტანდარტებს.
საქართველოს რკინიგზაზე მუდმივ სასიგნალო ხელსაწყოებად გამოყენებულია შუქნიშნები.
წითელი, ყვითელი და მწვანე სიგნალების ჩვენება შესასვლელ, მაფრთხილებელ, გასავლელ, შემზღუდავ და მიმფარავ შუქნიშნებზე რკინიგზის ლიანდაგის სწორ უბნებზე დღისითაც და ღამითაც გარკვევით უნდა შეიმჩნეოდეს მოახლოებული მატარებლის მართვის კაბინიდან არანაკლებ 1000 მეტრ მანძილზე.
რკინიგზის ლიანდაგის მრუდე უბნებზე შუქნიშნების და მათზე განთავსებული სასიგნალო ზოლების ჩვენება გარკვევით უნდა შეიმჩნეოდეს არანაკლებ 400 მეტრ მანძილზე. ძლიერ დაღარულ ადგილებში (მთები, ღრმა ჭრილები) დასაშვებია ხილვადობის მანძილის შემცირება, მაგრამ არანაკლებ 200 მეტრისა.
რკინიგზის მთავარი ლიანდაგის გასასვლელი და სამარშრუტო შუქნიშნების ჩვენება გარკვევით უნდა შეიმჩნეოდეს არანაკლებ 400 მეტრზე; რკინიგზის გვერდითი ლიანდაგის გასასვლელი და სამარშრუტო შუქნიშნების, მოსაწვევი სიგნალების და სამანევრო შუქნიშნებისა – არანაკლებ 200 მეტრ მანძილზე, ხოლო სამარშრუტო მაჩვენებლების ჩვენება-არანაკლებ 100 მეტრ მანძილზე.
ყველა შესასვლელი და გასავლელი შუქნიშნებისა და მიმფარავი შუქნიშნების წინ უნდა დაიდგას მაფრთხილებელი შუქნიშნები. ავტობლოკირებით აღჭურვილ უბნებზე თითოეული გასავლელი შუქნიშანი მაფრთხილებელი შუქნიშანია მომდევნო შუქნიშნის მიმართ.უბნებზე, სადაც ავტომატური სალოკომოტივო სიგნალიზაცია გამოყენებულია როგორც სიგნალიზაციის და კავშირგაბმულობის დამოუკიდებელი საშუალება, მაფრთხილებელი შუქნიშნები შესასვლელი შუქნიშნების წინ შეიძლება არ დაიდგას.
სამნიშნა სიგნალიზაციის ავტობლოკირებით აღჭურვილ რკინიგზის უბნებზე მომიჯნავე შუქნიშნებს შორის მანძილი არ უნდა იყოს სამუხრუჭო მანძილზე ნაკლები, რომელიც განსაზღვრულია ამ ადგილისათვის სრული სასამსახურო დამუხრუჭებისა და მაქსიმალურად რეალიზებული სიჩქარის დროს, მაგრამ არაუმეტეს 120 კმ/სთ-სამგზავრო მატარებლებისათვის და 80 კმ/სთ-სატვირთო მატარებლებისათვის. გარდა ამისა, ავტომატური სალოკომოტივო სიგნალიზაციით აღჭურვილ უბნებზე ეს მანძილი უნდა იყოს არანაკლები სამუხრუჭო მანძილისა, სასწრაფო დამუხრუჭების დროს იმ მანძილის გათვალისწინებით, რომელსაც გაივლის მატარებელი ავტომატური სალოკომოტივო სიგნალიზაციისა და ავტოსტოპის მოწყობილობათა სამუხრუჭო სისტემაზე ზემოქმედებისათვის საჭირო დროის განმავლობაში. ამასთან უბნებზე, სადაც სიგნალების ხილვადობა 400 მეტრზე ნაკლებია, აგრეთვე ავტობლოკირებით ახლად აღჭურვილ რკინიგზის ხაზებზე აღნიშნული მანძილი, გარდა ამისა, უნდა იყოს არანაკლებ 1000 მეტრისა.
სამნიშნა სიგნალიზაციის ავტობლოკირებით ადრე აღჭურვილ ხაზებზე, ცალკეული შუქნიშნები რკინიგზის გენერალური დირექტორის ნებართვით შეიძლება დატოვებულ იქნეს უფრო ნაკლებ მანძილზე, ვიდრესათანადო სამუხრუჭო მანძილია. ასეთ შუქნიშანზე, აგრეთვე მის მაფრთხილებელ შუქნიშანზე უნდა დაყენდეს თეთრი ფერისმნათიმაჩვენებლები ვერტიკალური ისრის სახით. რკინიგზის სადგურებში, მნათი მაჩვენებლები გამოიყენება როდესაც მთავარ ლიანდაგებზე მოსაზღვრე შუქნიშნებს (შესასვლელი, სამარშრუტო, გასასვლელი) შორის მანძილი სათანადო სამუხრუჭო მანძილზე ნაკლებია.
საგარეუბნო მატარებლების განსაკუთრებით ინტენსიური მოძრაობის რკინიგზის ხაზები, სადაც საჭიროა ვიქონიოთ სამნიშნა სიგნალიზაციისათვის დაწესებულ მინიმალურ სიგრძეზე მოკლე ბლოკ-უბნები, აღიჭურვება ოთხნიშნა სიგნალიზაციის ავტობლოკირებით.
სამნიშნა სიგნალიზაციის ავტობლოკირებით აღჭურვილ ხაზებზე, რომლებზეც მოძრაობენ სამგზავრო მატარებლები 120 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით ან სატვირთო მატარებლები 80 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მათი დადგენილი მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობა დასაშვებია სალოკომოტივო შუქნიშნის მწვანე შუქის ჩვენებისას, თუ უზრუნველყოფილია მატარებლის გაჩერება ამკრძალავჩვენებიანი საველე შუქნიშნის წინ, სალოკომოტივო შუქნიშნის მწვანე შუქის ყვითლით შეცვლის შემდეგ სასამსახურო დამუხრუჭების გამოყენებისას.
ნახევრადავტობლოკირებით აღჭურვილ უბნებზე მანძილი შესასვლელ, სამარშრუტო, გასასვლელ შუქნიშნებს შორის უნდა იყოს არანაკლებ სამუხრუჭო მანძილისა, რომელიც განსაზღვრულია მოცემული ადგილისათვის სრული სასამსახურო დამუხრუჭებისა და მაქსიმალური რეალიზებული სიჩქარის პირობებში, ხოლო თუ არსებობს ავტომატური სალოკომოტივო სიგნალიზაციის სალიანდაგო მოწყობილობები, გარდა ამისა, უნდა იყოს არანაკლებ სამუხრუჭო მანძილისა სასწრაფო დამუხრუჭების დროს იმ მანძილის გათვალისწინებით, რომელსაც გაივლის მატარებელი ავტომატური სალოკომოტივო სიგნალიზაციისა და ავტოსტოპის მოწყობილობების სამუხრუჭო სისტემაზე ზემოქმედებისათვის საჭირო დროის განმავლობაში.
ავტომატური ბლოკირებით აღუჭურველ უბნებზე მაფრთხილებელი შუქნიშნები იდგმება ძირითადი შუქნიშნებიდან არანაკლებ სამუხრუჭო მანძილისა, რომელიც განისაზღვრება მოცემული უბნისათვის სასწრაფო დამუხრუჭებისა და მაქსიმალურად რეალიზებული სიჩქარის დროს, ხოლო თუ მიახლოების უბნებზე დადგმულია ავტომატური სალოკომოტივო სიგნალიზაციის სალიანდაგო მოწყობილობები, არანაკლებ სამუხრუჭო მანძილისა სასწრაფო დამუხრუჭების დროს იმ მანძილის გათვალისწინებით, რომელსაც გაივლის მატარებელი სამუხრუჭო სისტემაზე ავტომატური სალოკომოტივო სიგნალიზაციისა და ავტოსტოპის მოწყობილობების ზემოქმედებისათვის საჭირო დროის განმავლობაში.
უბნებზე, სადაც ავტომატური სალოკომოტივო სიგნალიზაცია გამოყენებულია როგორც სიგნალიზაციისა და კავშირგაბმულობის დამოუკიდებელი საშუალება, ორი მოსაზღვრე ბლოკ-უბნის სიგრძე უნდა იყოს არანაკლებ სამუხრუჭო მანძილისა, რომელიც განსაზღვრულია მოცემული ადგილისათვის სასწრაფო დამუხრუჭების პირობებში იმ მანძილის გათვალისწინებით, რომელსაც გაივლის მატარებელი სამუხრუჭო სისტემაზე ავტომატური სალოკომოტივო სიგნალიზაციისა და ავტოსტოპის მოწყობილობების ზემოქმედებისათვის საჭირო დროის განმავლობაში.
შუქნიშნები იდგმება მატარებლების მოძრაობის მიმართულების მარჯვენა მხარეს ან მათ მიერ შემოზღუდული ლიანდაგის ღერძის ზევით. შემზღუდავი და მათი მაფრთხილებელი შუქნიშნები, რომლებიც იდგმება გადასარბენებზე გადასავლელის წინ მატარებლებისათვის, რომლებიც მოძრაობენ არასწორი მიმართულებით-მარცხენა მხარესაც.
შუქნიშნები ისე უნდა დაიდგას, რომ მათ მიერ მიცემული სიგნალები არ მიიჩნიონ მატარებლიდან მოსაზღვრე რკინიგზის ლიანდაგებისათვის განკუთვნილ სიგნალებად.
მარჯვენა მხარეს შუქნიშნების დასაყენებლად გაბარიტის არარსებობის შემთხვევაში, რკინიგზის გენერალური დირექტორის ნებართვით, შეიძლება დაიდგას მარცხენა მხარეს :
შესასვლელი და მათი მაფრთხილებელი შუქნიშნები, რომლებიც იდგმება სადგურში არასწორი ლიანდაგით მიმავალი მატარებლებისათვის, აგრეთვე მიმწოლი ლოკომოტივებისა და სამეურნეო მატარებლების მისაღებად, რომლებიც ბრუნდებიან გადასარბენიდან არასწორი ლიანდაგით;
შესასვლელი და გასავლელი შუქნიშნები, რომლებიც იდგმება დროებით მეორე ლიანდაგების მშენებლობის პერიოდისათვის;
რკინიგზის ინფრასტრუქტურის დირექტორის ნებართვით, ცალკეულ რკინიგზის სადგურებში დასაშვებია გორაკის შუქნიშნების მარცხენა მხარეს დაყენება, სადაც ეს გამოწვეულია სამანევრო მუშაობის ტექნოლოგიის პირობებით.
შუქნიშნებს, როგორც წესი, უნდა ჰქონდეთ ნორმალურად მნათი სასიგნალო შუქი.
ავტობლოკირებით აღჭურვილ ხაზებზე დასაშვებია ნორმალურად ჩამქრალი სასიგნალო შუქის გამოყენება გასავლელ შუქნიშნებზე, რომლებიც აინთება მის წინ ბლოკ-უბანზე მატარებლის შესვლისას.
მართვის მოწყობილობათა უწესივრობის წარმოშობისას, შუქნიშნები ავტომატურად უნდა იღებდნენ ამკრძალავ ჩვენებას, ხოლო მაფრთხილებელი შუქნიშნები მათთან დაკავშირებული ძირითადი შუქნიშნების ამკრძალავი ჩვენების შესაბამის ჩვენებას.
ავტობლოკირებით აღჭურვილ რკინიგზის უბნებზე, გასავლელი შუქნიშნების ნორმალური ჩვენებაა ნებადამრთველი, ხოლო შესასვლელი, სამარშრუტო და გასასვლელი შუქნიშნებისა- ამკრძალავი.რკინიგზის იმ უბნებზე, სადაც შესასვლელი, სამარშრუტო და გასასვლელი შუქნიშნები შეიძლება გადაყვანილ იქნეს ავტომატურ მოქმედებაზე სადგურში მატარებლების გამჭოლი გავლისათვის, ნებადამრთველი ჩვენება ნორმალურად მიიჩნევა მათი ავტომატურ მოქმედებაზე გადაყვანისას.
ავტობლოკირებით აღუჭურველ უბნებზე შესასვლელი, გასასვლელი, გასავლელი და სამარშრუტო შუქნიშნების ნორმალური ჩვენებაა ამკრძალავი. მიმფარავი შუქნიშნის ნორმალურ ჩვენებას ადგენს რკინიგზის ინფრასტრუქტურის დირექტორი.
შესასვლელი შუქნიშნები უნდა დაიდგას პირველი შესასვლელი საისრე გადამყვანიდან არა უახლოეს 50 მ და არაუმეტეს 500 მ მანძილზე, რომელიც იზომება ისრისსაწინაღო (კალამსაწინაღო) მიმართულების საისრე გადამყვანის კალმიდან ან ისრისკენული მიმართულების საისრე გადამყვანის ზღვრული ბოძიდან.შესასვლელი შუქნიშნები, რომლებიც წინათ დაყენებული იყო საისრე გადამყვანიდან 50 მეტრზე ნაკლებ მანძილზე, მაგრამ არა უახლოეს 15 მეტრისა, შეიძლება არ გადაიდგას.ელექტროფიცირებულ უბნებზე შესასვლელი შუქნიშნები, აგრეთვე სასიგნალო ნიშნები ”სადგურის საზღვარი” უნდა დაიდგას საჰაერო შუალედების წინ (გადასარბენის მხრიდან), რომლებიც გადასარბენის საკონტაქტო ქსელს აცალკავებენ სადგურის საკონტაქტო ქსელისაგან.
გასასვლელი შუქნიშნები უნდა დაიდგას ყოველი გასაგზავნი რკინიგზის ლიანდაგისათვის იმ ადგილის წინ, რომელიც განკუთვნილია გასაგზავნი მატარებლის ლოკომოტივის გასაჩერებლად.
სადგურებში, არასაკმარისი სიგრძის ლიანდაგებიდან მატარებლების გაგზავნისას, როცა მატარებლის თავი გასასვლელი შუქნიშნის გარეთ არის, ნებადართულია შექცევით დაიდგას შუქნიშნის მამეორებელი თავი. სადგურების ნუსხას, რომლებზეც საჭიროა დაიდგას მამეორებელი თავი გასასვლელ შუქნიშნებზე და ასეთ შემთხვევაში სიგნალების გამოყენების წესს, ადგენს რკინიგზის ინფრასტრუქტურის დირექტორი.დასაშვებია ჯგუფური გასასვლელი და სამარშრუტო შუქნიშნების დაყენება რკინიგზის ლიანდაგების ჯგუფისათვის, გარდა იმ ლიანდაგებისა, რომლებზეც ხდება მატარებლების გაუჩერებლად გატარება. ჯგუფურ გასასვლელ და სამარშრუტო შუქნიშნებს უნდა დაემატოს სამარშრუტო მაჩვენებლები, რომლებიც აჩვენებს რკინიგზის ლიანდაგის ნომერს, საიდანაც ნებადართულია მატარებლის გაგზავნა.
ავტომატური ბლოკირებისას, გასავლელი შუქნიშნები იდგმება საზღვრებზე ბლოკ-უბნებს შორის, ხოლო ნახევრადავტომატური ბლოკირებისას, გასავლელი შუქნიშნები-პოსტებს შორის გადასარბენების საზღვრებზე.უბნებზე, სადაც ავტომატური სალოკომოტივო სიგნალიზაცია გამოიყენება როგორც სიგნალიზაციისა და კავშირგაბმულობის დამოუკიდებელი საშუალება, ბლოკ-უბნების საზღვრებზე იდგმება სასიგნალო ნიშანი ”ბლოკ-უბნის საზღვარი”.
სადგურებში, მატარებლების მისაღებ და გასაგზავნ მარშრუტებში შემავალი ისრები უნდა იყოს შესასვლელ, გასასვლელ და სამარშრუტო შუქნიშნებთან ურთიერთ დამოკიდებულებაში.
მთავარი ლიანდაგიდან განშტოებების ისრები გადასარბენებზე, სალიანდაგო ბლოკირების ან ელექტროკვერთხული სისტემის მოწყობილობების არსებობისას, ისეთნაირად უნდა იყოს ამ მოწყობილობებთან დაკავშირებული, რომ უახლოესი გასასვლელი ან გასავლელი შუქნიშნის გაღება ან კვერთხის ამოღება შესაძლებელი იყოს მხოლოდ მთავარ ლიანდაგზე ისრის ნორმალური მდგომარეობისას.ხაზების ერთ დონეზე გადაკვეთა და გადახლართვა, აგრეთვე გასახსნელი ხიდები შემოზღუდული უნდა იყოს მიმფარავი შუქნიშნებით, რომლებიც იდგმება ორივე მხარეს, არა უახლოეს 50 მეტრ მანძილზე, ზღვრული ბოძებიდან ან ხიდის დასაწყისიდან.ასეთ დროს , მიმფარავი შუქნიშნები ისეთ ურთიერთდამოკიდებულებაში უნდა იყვნენ, რომ ერთ-ერთი მათგანის გაღება შესაძლებელი იყოს მხოლოდ გადამკვეთი მარშრუტების შუქნიშნების ამკრძალავი ჩვენების დროს.გასახსნელ ხიდებზე, რომლებზედაც ხორციელდება მატარებლების მოძრაობა-მიმფარავი სიგნალების გაღება შესაძლებელი უნდა იყოს მხოლოდ მაშინ, როცა ხიდი გაუხსნელია.
ავტომატური ან ნახევრადავტომატური ბლოკებით აღჭურვილი უბნის სადგურებში, სადაც გათვალისწინებულია მთავარ და მისაღებ-გასაგზავნ ლიანდაგებზე მატარებლების გაუჩერებლად გატარება, შესასვლელ და სამარშრუტო შუქნიშნებზე გამოყენებული უნდა იყოს ამ ლიანდაგებზე გაუჩერებლად გატარების სიგნალიზაცია.მატარებლების გაუჩერებლად გატარების სიგნალიზაცია შესასვლელ და სამარშრუტო შუქნიშნებზე არ გაითვალისწინება გადასარბენის არასწორ ლიანდაგზე მატარებლების მოძრაობის ორგანიზებისას, სალოკომოტივო სიგნალიზაციის შუქნიშნების სიგნალებით.
შუქნიშნები დანიშნულების მიხედვით შემდეგია:
შესასვლელი – მატარებლის გადასარბენიდან სადგურში შესვლის ნებადამრთველი ან ამკრძალავი;
გასასვლელი– მატარებლის სადგურიდან გადასარბენზე გასვლის ნებადამრთველი ან ამკრძალავი;
სამარშრუტო – მატარებლის სადგურის ერთი რაიონიდან მეორეში მსვლელობის ნებადამრთველი ან ამკრძალავი;
გასავლელი – მატარებლის ერთი ბლოკუბნიდან (პოსტთშორისი გადასარბენიდან) მეორეზე მსვლელობის ნებადამრთველი ან ამკრძალავი;
მიმფარავი – რკინიგზის ლიანდაგების ერთ დონეზე სხვა რკინიგზებით, ტრამვაის ლიანდაგებით და ტროლეიბუსის ხაზებით, გასახსნელი ხიდებით გადაკვეთის ადგილებისა და გამცილებლით გასავლელი უბნების შესაზღუდად;
გადამღობი – გაჩერების მომთხოვნი მოძრაობისათვის საშიშროების წარმოქმნისას გადასასვლელებზე, მსხვილ ხელოვნურ ნაგებობებზე და ჩამოზვავების ადგილებში, აგრეთვე სადგურის ლიანდაგებზე შემადგენლობების შეზღუდვისას, ვაგონების გასინჯვისა და რემონტის დროს.
მაფრთხილებელი – ძირითადი შუქნიშნის (შესასვლელი, გასავლელი, გადამღობი და მიმფარავი) ჩვენებების მაფრთხილებელი;
მამეორებელი – გასასვლელი, სამარშრუტო (მატარებლის გაგზავნისას) შუქნიშნების ნებადამრთველი და გორაკის შუქნიშნის ჩვენებების მაუწყებელი, როდესაც ადგილობრივი პირობებიდან გამომდინარე ძირითადი შუქნიშნის ხილვადობა არ არის უზრუნველყოფილი;
სალოკომოტივო – მატარებლის გადასარბენზე ერთი ბლოკუბნიდან მეორეზე გადასვლის ნებადამრთველი ან ამკრძალავი, ასევე სალიანდაგო შუქნიშნების ჩვენებების მაფრთხილებელი, რომელსაც უახლოვდება მატარებელი;
სამანევრო – მანევრების წარმოების ნებადამრთველი ან ამკრძალავი;
გორაკის – გორაკიდან ვაგონების დაშლის ნებადამრთველი ან ამკრძალავი;
ერთ შუქნიშანს შეიძლება შეთავსებული ჰქონდეს რამდენიმე დანიშნულება (შესასვლელი და გასასვლელი, გასასვლელი და სამანევრო, გასასვლელი და სამარშრუტო და სხვ.).
შუქნიშნები გამოიყენება ლინზური და პროჟექტორული; ისინი იყოფიან: ანძურ და ჯუჯა შუქნიშნებად და იდგმებიან პატარა ხიდებსა და კონსოლებზე.
შუქნიშნებზე გამოიყენება სასიგნალო შუქები: ნორმალურად ანთებული, ნორმალურად ჩამქრალი, არამოციმციმე და მოციმციმე (პერიოდულად მნათი და ქრობადი).ავტობლოკირებით აღჭურვილ უბნებზე გასავლელ შუქნიშანზე ნორმალურად ჩამქრალი სასიგნალო შუქი აინთება მოძრავი შემადგენლობის წინ მდებარე ბლოკუბანზე შესვლისას და ჩაქრება ამ ბლოკუბნიდან მოძრავი შემადგენლობის გამოსვლის შემდეგ.ავტობლოკირების გასავლელი შუქნიშნები აღინიშნება ციფრებით, ყველა დანარჩენი – ასოებით ან ასოებით ციფრებთან ერთად.
შუქნიშნებით გადაცემული სიგნალების ძირითადი მნიშვნელობა (მათი დანიშნულებისა და დაყენების ადგილის მიუხედავად) შემდეგია:
ერთი მწვანე შუქი – ,,ნებადართულია მოძრაობა დადგენილი სიჩქარით”;
ერთი ყვითელი მოციმციმე შუქი – ,,ნებადართულია მოძრაობა დადგენილი სიჩქარით; შემდეგი შუქნიშანი ღიაა და საჭიროა მისი გავლა შემცირებული სიჩქარით”;
ერთი ყვითელი შუქი – ,,მოძრაობა ნებადართულია გაჩერებისათვის მზადყოფნით; შემდეგი შუქნიშანი დაკეტილია”;
ორი ყვითელი შუქი, მათგან ზედა მოციმციმე – ,,ნებადართულია შუქნიშნის გავლა შემცირებული სიჩქარით; მატარებელი მოძრაობს საისრე გადამყვანზე გადახრით; შემდეგი შუქნიშანი ღიაა”;
ორი ყვითელი შუქი – ,,ნებადართულია შუქნიშნის გავლა შემცირებული სიჩქარით, მომდევნო შუქნიშანთან გაჩერებისათვის მზადყოფნით; მატარებელი მოძრაობს საისრე გადამყვანზე გადახრით”;
ერთი წითელი შუქი – ,,შედექ! შუქნიშნის გავლა აკრძალულია”.
სხვადასხვა დანიშნულების შუქნიშნებზე ზემოთ ჩამოთვლილი სიგნალების გამოყენება გათვალისწინებულია ამ ინსტრუქციის შესაბამის პუნქტებში.
ავტობლოკირება
ავტობლოკირება ეწოდება მატარებელთა მოძრაობის ინტერვალური რეგულირების სისტემას, რომლის დროსაც გადასარბენი იყოფა ბლოკ-უბნებად და ამ უბნების საზღვრებთან იდგმება ავტომატურად მოქმედი შუქნიშნები. თითოეული ბლოკ-უბნის ფარგლებში ეწყობა ელექტრული სარელსო წრედი, რომელიც გამოიყენება როგორც ბლოკ-უბნის მდგომარეობის (თავისუფალია თუ დაკავებულია) გადამწოდად, ასევე სარელსი ძაფების მთლიანობის გასაკონტროლებლად.ავტობლოკირებაში გამოყენებულ შუქნიშნებს ეწოდება გასასვლელი შუქნიშნები და ავტობლოკირებისათვის ისინი წარმოადგენენ მართვის ობიექტებს.
ავტობლოკირება წარმოადგენს მატარებელთა მოძრაობის ინტერვალური რეგულირების ყველაზე გავრცელებულ და პერსპექტულ სისტემას.
ავტობლოკირებს დროს თითოეულ გასასვლელ შუქნიშანთან იდგმება რელეური და საბატარეო კარადები. პირველ მათგანში განთავსებულია შუქნიშნის ნათურების მართვისათის აუცილებელი აპარატურა, ხოლო მეორეში – აღნიშნული აპარატურისა და სარელსო წრედების კვებისათვის აუცილებელი კვების წყაროები.
შუქნიშნები ერთმანეთთან დაკავშირებულია საჰაერო ან საკაბელო სახაზო წრედებით. სახაზო წრედებთან აპარატურის მისაერთებლად ძალოვან შუქნიშნები ერთმანეთთან დაკავშირებულია საჰაერო ან საკაბელო სახაზო წრედებით. სახაზო წრედებთან აპარატურის მისაერთებლად ძალოვან სადენებზე იდგმება სარელეო კარადებთან დაკავშირებული საკაბელო ყუთები. ავტობლოკირების მოწყობილობები კვებას იღებენ 10კვ ძაბვის მქონე მაღალი ძაბვის სამფაზა ხაზისაგან. ამის განსახორციელებლად ძალოვან საყრდნებზე იდგმება კაბელით რელეურ კარადასთან დაკავშირებული დამადაბლებელი სახაზი ტრანსფორმატორები.
ავტობლოკირების აპრატურა მოძრავი მატარებლის ზემოქმედებით ანხორციელებს გასავლელი შუქნიშნების სიგნალების ავტომატურ გადართვას. თითოეული გასავლელი შუქნიშნის სასიგნალო ჩვენება მოცემულ შუქნიშანთან მიახლოვებული მატარებლის მემანქანეს მიუთითებს წინ მიმავალი მატარებლის კოორდინატებს. ავტობლოკირების დროს გამოიყენება სამ- და ოთხნიშნა სიგნალიზაცია. ამაშთანავე, ოთხნიშნიანი ავტობლოკირება რეკომენდებულია გამოყენებული იქნას საგარეუბნო უბნებზე, რომლებზედაც კურსირებენ მკვეთრად განსხვავებული სიჩქარის მქონე მატარებლები.
რედაქტორი: ა.დუნდუა
შუქნიშნების ნათურების ჩართვის სქემების განხილვა.
აპარატურის ცენტრალურად განლაგებისას თითოეული შუქნიშნისათვის სარელეოში გამოიყენება СТ (ПОБС-3А) ტიპის სასიგნალო ტრანსფორმატორი. ამ ტრანსფორმატორის პირველად გრაგნილზე А და Б ფაზებიდან მიეწოდება 220ვ სიდიდის ПХС, ОХС სახის ძაბვა, ხოლო მეორადი გრაგნილიდან 180–220ვ სიდიდის ძაბვა(სარელეოსა და შუქნიშანს შორის მანძილის მიხედვით). ძაბვა მიეწოდება შემდეგი რელეების კონტაქტებს: შუქნიშნების გამორთვის ВС, სახაზო Л ან სასიგნალო-მმართველ СУ რელეებს. შუქნიშნის თითოეული შუქისათვის გამოყენებულია საკონტროლო СТ-5 ტიპის ტრანსფორმატორი (КСТ, РСТ, БСТ), რომელიც ჩართულია როგორც დენის ტრანსფორმატორი (ტრანსფორმატორის ერთი გრაგნილი ჩართულია დენის მოხმარების მიმდევრობით). სატრანსფორმატორო კარადაში, რომელიც შუქნიშანთან მდებარეობს, თითოეული შუქისათვის სასიგნალო СТ-5 ტიპის ტრანსფორმატორია გამოყენებული (СТК , СТЖ, СТЗ, СТБ), რომელთა მეორად გრაგნილებზე შუქნიშნის შესაბამისი შუქის ნათურებია მიერთებული. საკონტროლო შუქურა (КО, РО, БО) НМВШ2-900/900 ტიპის რელეები ჩართულია საკონტროლო ტრანსფორმატორების მეორად გრაგნილში.
МРЦ(სამარშრუტო რელეური ცენტრალიზაცია) ნახევრადავტომატური შუქნიშნების დიდი უმრავლესობის ნათურების ჩართვის სქემა ითვალისწინებს მუშაობის ორ რეჟიმს: შუქნიშნების გამორთვის ВС რელეს უდენო მდგომარეობის დროს და ВС რელეს აღგზნებული მდგომარეობის დროს.
შუქნიშნების გამორთვის ВС რელეს აღგზნება ხდება სადგურის პულტ-ტაბლოზე ან სადისპეტჩერო პუნქტზე არსებული დაპლომბილი ღილაკით.
განვიხილოთ შუქნიშნის ნათურების ჩართვის სქემის მუშაობა გამზადებული მარშრუტისა და ВС რელეს უდენოდ მდგომარეობის დროს(ნახ.4-2).
მწვანე შუქის СТз ტრანსფორმატორის პირველადი გრაგნილი ჩართულია შემდეგი წრედით: 1ПХС-სახეობის კვების პირდაპირი სადენი, ПОБС-3А ტიპის СТ ტრანსფორმატორის პირველადი გრაგნილი, ПОБС-3А ტიპის СТ ტრანსფორმატორის მეორადი გრაგნილი, ВС რელეს ზურგული 11-13 კონტაქტი, 72Л სახაზო რელეს ფრონტული 21-22 კონტაქტი, 70П სალიანდაგო რელეს გამმეორებელი 70ПП-1 რელეს ფრონტული 21-22 კონტაქტი, 72ОА-ავტოსდექის გაღების საკონტროლო რელეს ფრონტული 11-12 კონტაქტი, საკონტროლო 72РСТ ტრანსფორმატორის გრაგნილი, 74РО1- მომდევნო შუქნიშნის ნებადამრთველი ჩვენების გამმეორებელი რელეს ფრონტული 71-72 კონტაქტი, СТз სადენი, СТз ტრანსფორმატორის პირველადი გრაგნილი, ОСТз სადენი, 72ГСУ-მთავარი სასიგნალო მმართველი რელეს ფრონტული 21-22 კონტაქტი, 72ОА-რელეს ფრონტული 21-22 კონტაქტი, 1А მცველი, СТ (ПОБС-3a) ტრანსფორმატორის მეორადი გრაგნილი, ПОБС-3А ტიპის СТ ტრანსფორმატორის პირველადი გრაგნილი, 2А-მცველი, 1ОХС-სახეობის კვების უკუ სადენი. СТз ტრანსფორმატორის მეორადი გრაგნილის და მწვანე შუქის ნათურების წესივრულობის დროს 72РСТ ტრანსფორმატორის პირველად გრაგნილში გადის დენი, რომელიც 72РСТ ტრანსფორმატორის მეორად გრაგნილში წარმოქმნის ძაბვას, რომელიც ორჯერ აღემატება 72РО რელეს ღუზის სრული მიზიდვის ძაბვას.
მწვანე შუქის ნათურების გადაწვის შემთხვევაში СТз ტრანსფორმატორის პირველად გრაგნილში გადის უქმი სვლის დენი, რომელიც 25მა-ს არ აღემატება, და СТз სადენის ტევადური დენი. ამ შემთხვევაში, თუ სარელეოდან შუქნიშნამდე 2კმ მანძილია, ძაბვა შუქურა რელეს გრაგნილებზე არ აღემატება 1,3ვ-ს (ამ რელეს ღუზის ჩამოშვების ძაბვა არანაკლებ 10ვოლტია).
70-ე ს/წრედის სალიანდაგო რელეს უდენოდ ყოფნის შემთხვევაში, მისი გამმეორებელი 70ПП-1 რელეს ზურგული 21-23 კონტაქტი, უზრუნველყოფს შუქნიშნის წითელი შუქის ანთებას რაიმე მიზეზით Л სალიანდაგო რელეს სექტორის დაუშვებლობის შემთხვევაში.
შუქნიშნის მართვის ელ.სქემით ყვითელი ჩვენების გადართვა მწვანე ჩვენებაზე ხორციელდება, მომდევნო შუქნიშნის ნებადამრთველი ჩვენების მაკონტროლებელი 74РО რელეს კონტაქტებით. კერძოდ, როდესაც მომდევნო შუქნიშანზე ანთია ამკრძალავი ჩვენება და 74РО რელე უდენოდაა, მისი ზურგული 71-73 კონტაქტებით შუქნიშანზე ინთება ყვითელი ჩვენება, ხოლო როდესაც მომდევნო შუქნიშანზე ანთია ნებადამრთველი ჩვენება და 74РО რელე დენქვეშაა, მისი ფრონტული 71-72 კონტაქტებით შუქნიშანზე ინთება მწვანე ჩვენება.
ავტომატური შუქნიშნების(ნახ.4-1 ) ნორმალირი ჩვენება ნებადამრთველი მწვანედ მნათი ჩვენებაა.
განვიხილოთ ამკრძალავი ჩვენების ელ.წრედის მოქმედება: ПХС-სახეობის კვების პირდაპირი სადენი, ПОБС-3А ტიპის СТ ტრანსფორმატორის პირველადი გრაგნილი, ПОБС-3А ტიპის СТ ტრანსფორმატორის მეორადი გრაგნილი, 74Л სახაზო რელეს ზურგული 21-23 კონტაქტი და 74П სალიანდაგო რელეს გამმეორებელი 72ПП-1 რელეს ზურგული 21-23 კონტაქტი, საკონტროლო 74КСТ ტრანსფორმატორის გრაგნილი, СТК სადენი, СТК ტრანსფორმატორის პირველადი გრაგნილი, ОСТК სადენი, 1А მცველი, ПОБС-3А ტიპის СТ ტრანსფორმატორის მეორადი გრაგნილი, ПОБС-3А ტიპის СТ ტრანსფორმატორის პირველადი გრაგნილი, 2А-მცველი, 1ОХС-სახეობის კვების უკუ სადენი.
რედაქტორი: მ.ჩალაძე
შესასვლელი შუქნიშნები
სურ. 1.7.
შესასვლელი შუქნიშნებით გადაეცემა სიგნალები:
ერთი მწვანე შუქი – ,,ნება ეძლევა მატარებელს იაროს სადგურის მთავარ ლიანდაგზე დადგენილი სიჩქარით; შემდეგი შუქნიშანი (სამარშრუტო ან გასასვლელი) ღიაა” (სურ.1.7);
ერთი ყვითელი მოციმციმე შუქი – ,,ნება ეძლევა მატარებელს იაროს სადგურის მთავარ ლიანდაგზე დადგენილი სიჩქარით; შემდეგი შუქნიშანი (სამარშრუტო ან გასასვლელი) ღიაა და საჭიროა მისი გავლა შემცირებული სიჩქარით”;
ერთი ყვითელი შუქი – ,,ნება ეძლევა მატარებელს იაროს სადგურის მთავარ ლიანდაგზე გაჩერებისათვის მზადყოფნით; შემდეგი შუქნიშანი (სამარშრუტო ან გასასვლელი) დაკეტილია”;
ორი ყვითელი შუქი, მათგან ზედა მოციმციმე – ,,ნება ეძლევა მატარებელს იაროს სადგურის გვერდით ლიანდაგზე შემცირებული სიჩქარით; შემდეგი შუქნიშანი (სამარშრუტო ან გასასვლელი) ღიაა”;
ორი ყვითელი შუქი – ,,ნება ეძლევა მატარებელს იაროს სადგურის გვერდით ლიანდაგზე შემცირებული სიჩქარით და გაჩერებისთვის მზადყოფნით; შემდეგი შუქნიშანი დაკეტილია”;
ერთი წითელი შუქი – ,,სდექ! სიგნალის გავლა აკრძალულია “.
გვერდით ლიანდაგებზე მატარებლების მიღების დროს დამრეცი მარკის ჯვარედის საისრე გადამყვანებისას, შესასვლელ და სამარშრუტო (მატარებლის მიღებისას) შუქნიშნებზე გამოყენებულია სიგნალები:
ერთი მწვანე მოციმციმე, ერთი ყვითელი შუქი და ერთი მწვანე მნათი ზოლი – ,,ნება ეძლევა მატარებელს იაროს სადგურის გვერდით ლიანდაგზე არა უმეტეს 80კმ/სთ სიჩქარით; შემდეგი შუქნიშანი (სამარშრუტო ან გასასვლელი) ღიაა და საჭიროა მისი გავლა არა უმეტეს 80კმ/სთ სიჩქარით” ;
სურ. 1.8.
შესასვლელი შუქნიშნის ჩვენებები დამრეც ჯვარედიანი ისრული გადამყვანის დროს
ორი ყვითელი შუქი, მათგან ზედა მოციმციმე და ერთი მწვანე მნათი ზოლი – ,,ნება ეძლევა მატარებელს იაროს სადგურის გვერდით ლიანდაგზე არა უმეტეს 80კმ/სთ სიჩქარით; შემდეგი შუქნიშანი (სამარშრუტო ან გასასვლელი) ღიაა და საჭიროა მისი გავლა შემცირებული სიჩქარით”;
ორი ყვითელი შუქი და ერთი მწვანე მნათი ზოლი – ,,ნება ეძლევა მატარებელს იაროს სადგურის გვერდით ლიანდაგზე არა უმეტეს 60კმ/სთ სიჩქარით და გაჩერებისათვის მზადყოფნით; შემდეგი შუქნიშანი დაკეტილია”.
საჭიროების შემთხვევაში შესასვლელ და სამარშრუტო (მატარებლის მიღებისას) შუქნიშნებზე შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთი მწვანე მოციმციმე შუქი – ,,ნება ეძლევა მატარებელს იაროს სადგურის მთავარ ლიანდაგზე დაწესებული სიჩქარით, შემდეგი შუქნიშანი (სამარშრუტო ან გასასვლელი) ღიაა და საჭიროა მისი გავლა არა უმეტეს 60კმ/სთ სიჩქარით (სურ.1.9).
ცალკეულ სადგურებში ტექნიკური ექსპლუატაციის წესების შესაბამისად შესასვლელ და სამარშრუტო შექნიშნებზე გათვალისწინებულია სამი ყვითელი შუქის გამოყენება – ,,ძრავავაგონიან მატარებელს, ერთეულ ლოკომოტივს, არაასაღები ტიპის დრეზინას ნება ეძლევათ იარონ ლიანდაგის თავისუფალ უბანზე განსაკუთრებული სიფრთხილით და არა უმეტეს 20კმ/სთ სიჩქარით, სამარშრუტო შუქნიშნის წითელ სიგნალამდე” ( სურ.1.9).
სურ.1.9. …. 1.10.
შესასვლელი შუქნიშანი სამი მოსაწვევი სიგნალი
ყვითელი ჩვენებით
მოსაწვევი სიგნალი – ერთი მთვარისებრი – თეთრი მოციმციმე შუქი ნებას იძლევა გაიაროს მატარებელმა შუქნიშნის წითელი შუქი (ან ჩამქრალი) და განაგრძოს მოძრაობა შემდეგ შუქნიშნამდე (ან ზღვრულ ბოძამდე, თუ ლიანდაგს, რომელზედაც მატარებლის მიღება ხორციელდება, არ გააჩნია გასასვლელი შუქნიშანი) არა უმეტეს 20 კმ/სთ სიჩქარით. ამასთან, გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფხიზლე და მზად იყოს დაუყოვნებლივ გასაჩერებლად, თუ შემდგომი მოძრაობისათვის დაბრკოლება შეხვდება (სურ.1.10). ეს სიგნალი გამოიყენება შესასვლელ, აგრეთვე სამარშრუტო (მატარებლის მიღებისას) და გასასვლელ (გარდა ჯგუფურისა) შუქნიშნებზე.გასასვლელ შუქნიშანზე მოსაწვევი სიგნალის გავლა ნებადართულია მხოლოდ ავტობლოკირებით აღჭურვილ ორლიანდაგიანი გადასარბენის სწორი მიმართულების ლიანდაგით მატარებლის მსვლელობისას.
გასასვლელი შუქნიშნები
ავტობლოკირებით აღჭურვილ უბნებზე გასასვლელი შუქნიშნებით გადაიცემა სიგნალები:
ერთი მწვანე შუქი – ,,ნება ეძლევა მატარებელს წავიდეს სადგურიდან და იაროს დადგენილი სიჩქარით; წინ ორი ან მეტი ბლოკუბანი თავისუფალია” (სურ.1.11,ა);
ერთი ყვითელი შუქი – ,,ნება ეძლევა მატარებელს წავიდეს სადგურიდან და მზად იყოს გასაჩერებლად; შემდეგი შუქნიშანი დაკეტილია” ( სურ.1.11,ბ);
ორი ყვითელი შუქი, მათგან ზედა მოციმციმე – ,,ნება ეძლევა მატარებელს წავიდეს სადგურიდან შემცირებული სიჩქარით; მატარებელი მოძრაობს საისრე გადამყვანზე გადახრით; შემდეგი შუქნიშანი ღიაა” (სურ.1.11,ე);
ორი ყვითელი შუქი – ,,ნება ეძლევა მატარებელს წავიდეს სადგურიდან შემცირებული სიჩქარით; მატარებელი მოძრაობს საისრე გადამყვანზე გადახრით; შემდეგი შუქნიშანი დაკეტილია” (სურ.1.11);
ერთი წითელი შუქი – ,,შედექ! სიგნალის გავლა აკრძალულია” (სურ.1.11).
ავტობლოკირებით აღჭურვილ უბნებზე მატარებლების გაგზავნისას დამრეცი მარკის ჯვარედის საისრე გადამყვანების დროს, გასასვლელი შუქნიშნებით გადაეცემა სიგნალები:
ერთი მწვანე მოციმციმე, ერთი ყვითელი შუქი და ერთი მწვანე მნათი ზოლი – ,,ნება ეძლევა მატარებელს წავიდეს სადგურიდან არა უმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით; მატარებელი მოძრაობს საისრე გადამყვანზე გადახრით; შემდეგი შუქნიშანი ღიაა” (სურ.1.12);
ორი ყვითელი შუქი და ერთი მწვანე მნათი ზოლი – ,,ნება ეძლევა მატარებელს წავიდეს სადგურიდან არა უმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით; მატარებელი მოძრაობს საისრე გადამყვანზე გადახრით; შემდეგი შუქნიშანი დაკეტილია” (სურ.1.12).
ნახევრადავტომატური ბლოკირებით აღჭურვილ უბნებზე გასასვლელი შუქნიშნებით გადაეცემა სიგნალები:
სურ.1.11.
გასასვლელი შუქნიშნის ჩვენებები
ერთი მწვანე შუქი – ,,ნება ეძლევა მატარებელს წავიდეს სადგურიდან და იაროს დადგენილი სიჩქარით; შემდეგი სადგურის (სალიანდაგო პოსტის) შესასვლელ შუქნიშნამდე გადასარბენი თავისუფალია” (სურ.1.13);
სურ.1.12. გასასვლელი შუქნიშნის ჩვენებები დაქანებული ისრული გადამყვანის დროს
ერთი წითელი შუქი – ,,შედექ! სიგნალის გავლა აკრძალულია” ( სურ.1.13);
ორი ყვითელი შუქი – ,,ნება ეძლევა მატარებელს წავიდეს სადგურიდან შემცირებული სიჩქარით; მატარებელი მოძრაობს საისრე გადამყვანზე გადახრით; შემდეგი სადგურის (სალიანდაგო პოსტის) შესასვლელ შუქნიშნამდე გადასარბენი თავისუფალია” ( სურ.1.14);
ორი ყვითელი შუქი, მათგან ზედა მოციმციმე – ,,ნება ეძლევა მატარებელს წავიდეს სადგურიდან შემცირებული სიჩქარით; მატარებელი მოძრაობს საისრე გადამყვანზე გადახრით; შემდეგი სადგურის (სალიანდაგო პოსტის) შესასვლელ შუქნიშნამდე გადასარბენი თავისუფალია; შემდეგი სადგურის შესასვლელი შუქნიშანი ღიაა” ( სურ.1.14);
ავტომატური სალოკომოტივო სიგნალიზაციით აღჭურვილ უბნებზე, სადაც იგი გამოყენებულია როგორც დამოუკიდებელი სიგნალიზაციისა და კავშირგაბმულობის საშუალება, გასასვლელი შუქნიშნებით გადაეცემა სიგნალები:
ერთი მწვანე და ერთი მთვარისებრ-თეთრი შუქი – ,,ნება ეძლევა მატარებელს წავიდეს სადგურიდან, წინ ორი, ან მეტი ბლოკ-უბანი თავისუფალია” ( სურ.1.15);
სურ.1.13.გასასვლელი შუქნიშნის ჩვენებები მთავარი ლიანდაგისთვის
სურ.1.14.
გასასვლელი შუქნიშნის ჩვენებები გვერდითი ლიანდაგისათვის
ერთი ყვითელი და ერთი მთვარისებრ-თეთრი შუქი – ,,ნება ეძლევა მატარებელს წავიდეს სადგურიდან, წინ ერთი ბლოკ-უბანი თავისუფალია” ( სურ.1.11);
ერთი წითელი შუქი – ,,შედექ! სიგნალის გავლა აკრძალულია“.
სურ.1.15.
გასასვლელი შუქნიშნის ჩვენებები
სალიანდაგო ბლოკირებით აღჭურვილი განშტოების არსებობისას, აგრეთვე ლიანდაგის აღსანიშნავად, რომელზეც გაიგზავნება მატარებელი მრავალლიანდაგიან სალიანდაგო ბლოკირებით აღჭურვილ უბნებზე და ორმხრივი ავტობლოკირებით აღჭურვილ ორლიანდაგიან უბნებზე, გასასვლელი შუქნიშნების შუქებს, აუცილებლობის შემთხვევაში, დაემატება საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტის გენერალური დირექტორის მიერ დადგენილი სამარშრუტო მაჩვენებლის შესაბამისი ჩვენება.
სურ.1.16.
გასასვლელი შუქნიშნის ჩვენებები
სამარშრუტო მაჩვენებლის არარსებობისას მატარებლის გასაგზავნად განშტოებაზე ან მრავალლიანდაგიანი უბნის თითოეული ლიანდაგით, ან ორმხრივი ავტობლოკირებით აღჭურვილი ორლიანდაგიანი უბნის არასწორი ლიანდაგით, ნებართვა გადაეცემა გასასვლელ შუქნიშანზე სიგნალით ორი მწვანე შუქი, რაც მიუთითებს – ავტობლოკირებისას არანაკლებ ორი ბლოკ-უბნის სითავისუფლეზე, ხოლო ნახევრადავტომატური ბლოკირებისას – გადასარბენის სითავისუფლეზე
შემდეგი სადგურის (სალიანდაგო პოსტის) შესასვლელ შუქნიშნამდე.
გასასვლელი შუქნიშნის ჩვენება მატარებლის განშტოებაზე გაგზავნისას
ორმხრივი ავტობლოკირებით აღჭურვილ ორლიანდაგიან უბნებზე მატარებლის არასწორი მიმართულების ლიანდაგით გაგზავნისას, სამარშრუტო მაჩვენებლის ან შუქნიშნის (სიგნალის) ორი მწვანე შუქის გამოყენება აუცილებელია.
სურ.1.18.
გასასვლელი შუქნიშნის ჩვენებები, სადაც არასწორი ლიანდაგით მოძრაობა ხორციელდება სალოკომოტივო შუქნიშნებით
ორლიანდაგიან უბნებზე, სადაც მოძრაობა სწორი მიმართულების ლიანდაგით ხორციელდბა ავტობლოკირების სიგნალებით, ხოლო არასწორი მიმართულების ლიანდაგით – სალოკომოტივო შუქნიშნის ჩვენებით, მატარებლის სადგურიდან არასწორი მიმართულების ლიანდაგით გაგზავნისას გასასვლელი შუქნიშნით გადაეცემა სიგნალები:
ერთი ყვითელი მოციმციმე და ერთი მთვარისებრ-თეთრი შუქი – ,,ნება ეძლევა მატარებელს წავიდეს სადგურიდან შემცირებული სიჩქარით არა უმეტეს 40 კმ/სთისა და შემდეგ იაროს არასწორი მიმართულების ლიანდაგით სალოკომოტივო შუქნიშნის ჩვენებებით” (სურ.1.18).
გასასვლელი შუქნიშნების მქონე სადგურებში განშტოების არსებობისას, რომლებიც სალიანდაგო ავტობლოკირებით არ არიან აღჭურვილნი, გაგზავნის მარშრუტის მზადყოფნა განშტოებისაკენ აღინიშნება გასასვლელი შუქნიშნის ერთი მთვარისებრთეთრი შუქით; მატარებელი განშტოებაზე იგზავნება მემანქანისათვის კვერთხის ან საგზაო ბარათის დაცემით გასასვლელ შუქნიშანზე მთვარისებრთეთრი შუქისა და წითელი შუქის დროს. (სურ.1.19).
გასასვლელი შუქნიშნის ჩვენებები განშტოებაზე მატარებლის გაგზავნისას, როცა განშტოება არ არის ბლოკირებით აღჭურვილი
სამარშრუტო შუქნიშნები (მატარებლის მიღებისას)
დაყენების ადგილის მიხედვით სამარშრუტო შუქნიშნებით (მატარებლის მიღებისას) გადაეცემა სიგნალები:
ერთი მწვანე შუქი – ,,ნებადართულია მოძრაობა დადგენილი სიჩქარით; შემდეგი შუქნიშანი (სამარშრუტო ან გასასვლელი ) ღიაა”;
ერთი ყვითელი შუქი – ,,ნებადართულია მოძრაობა გაჩერებისათვის მზადყოფნით; შემდეგი შუქნიშანი (სამარშრუტო ან გასასვლელი) დაკეტილია”;
ერთი წითელი შუქი – ,,შედექ! სიგნალის გავლა აკრძალულია“;
ერთი ყვითელი მოციმციმე შუქი – ,,ნებადართულია შუქნიშნის გავლა დადგენილი სიჩქარით; შემდეგი შუქნიშანი ( სამარშრუტო ან გასასვლელი ) ღიაა და საჭიროა მისი გავლა შემცირებული სიჩქარით”;
ორი ყვითელი შუქი, მათგან ზედა მოციმციმე – ,,ნებადართულია შუქნიშნის გავლა შემცირებული სიჩქარით; მატარებელი მოძრაობს გვერდით ლიანდაგზე; შემდეგი შუქნიშანი (სამარშრუტო ან გასასვლელი) ღიაა”;
ორი ყვითელი შუქი – ,,ნებადართულია შუქნიშნის გავლა შემცირებული სიჩქარით და სადგურში გაჩერებისათვის მზადყოფნით; მატარებელი შედის გვერდით ლიანდაგზე; შემდეგი შუქნიშანი დაკეტილია”.
სამარშრუტო შუქნიშნები (მატარებლის გაგზავნისას)
დაყენების ადგილის მიხედვით სამარშრუტო შუქნიშნებით მატარებლის გაგზავნისას გადაეცემა სიგნალები:
ერთი მწვანე შუქი – ,,ნებადართულია მოძრაობა დადგენილი სიჩქარით; შემდეგი შუქნიშანი (სამარშრუტო ან გასასვლელი) ღიაა” .
ერთი ყვითელი შუქი – ,,ნებადართულია მოძრაობა გაჩერებისათვის მზადყოფნით; შემდეგი შუქნიშანი (სამარშრუტო ან გასასვლელი) დაკეტილია” ;
ერთი წითელი შუქი – ,,სდექ! სიგნალის გავლა აკრძალულია“.
ერთი ყვითელი მოციმციმე შუქი – ,,ნებადართულია შუქნიშნის გავლა დადგენილი სიჩქარით; შემდეგი შუქნიშანი (სამარშრუტო ან გასასვლელი) ღიაა და საჭიროა მისი გავლა შემცირებული სიჩქარით;”
ორი ყვითელი შუქი, მათგან ზედა მოციმციმე – ,,ნებადართულია შუქნიშნის გავლა შემცირებული სიჩქარით; მატარებელი მოძრაობს გვერდით ლიანდაგზე; შემდეგი შუქნიშანი (სამარშრუტო ან გასასვლელი) ღიაა.”
ორი ყვითელი შუქი – ,,ნებადართულია შუქნიშნის გავლა შემცირებული სიჩქარით და გაჩერებისათვის მზადყოფნით; შემდეგი შუქნიშანი (სამარშრუტო ან გასასვლელი) დაკეტილია”;
გასავლელი შუქნიშნები
სამნიშნა სიგნალიზაციის ავტობლოკირებით აღჭურვილ უბნებზე, გასავლელი შუქნიშნებით გადაეცემა სიგნალები:
ერთი მწვანე შუქი – ,,ნებადართულია მოძრაობა დადგენილი სიჩქარით; წინ ორი ან მეტი ბლოკუბანი თავისუფალია” (სურ.1.20);
ერთი ყვითელი შუქი – ,,ნებადართულია მოძრაობა გაჩერებისათვის მზადყოფნით; შემდეგი შუქნიშანი დაკეტილია” (სურ.1.20);
ერთი წითელი შუქი – ,,შედექ! სიგნალის გავლა აკრძალულია” (სურ.1.20).
ოთხნიშნა სიგნალიზაციის ავტობლოკირებით აღჭურვილ უბნებზე გასავლელი, შესასვლელი, სამარშრუტო შუქნიშნებით და მატარებლის მთავარი ლიანდაგით მოძრაობისას გასასვლელი შუქნიშნებით გადაეცემა სიგნალები:
ერთი მწვანე შუქი – ,,წინ სამი და მეტი ბლოკუბანი თავისუფალია;
ერთი ყვითელი და ერთი მწვანე შუქები – ,,წინ ორი ბლოკუბანი თავისუფალია” (სურ.1.20).
ერთი ყვითელი შუქი – ,,წინ ერთი ბლოკუბანი თავისუფალია”;
ერთი წითელი შუქი – ,,შედექ! სიგნალის გავლა აკრძალულია”.
სურ.1.20.
გასავლელი შუქნიშნის ჩვენებები
სამნიშნა, ან ოთხნიშნა სიგნალიზაციის ავტობლოკირებით აღჭურვილ უბნებზე შესასვლელი შუქნიშნების წინ (შესასვლელის წინ მდებარე) განლაგებულ გასავლელ შუქნიშნებზე, გარდა ამისა, გამოიყენება სიგნალები:
ერთი ყვითელი მოციმციმე შუქი – ,, ნებადართულია მოძრაობა დადგენილი სიჩქარით; შესასვლელი შუქნიშანი ღიაა და საჭიროა მისი გავლა შემცირებული სიჩქარით; მატარებელი მიღებული იქნება სადგურის გვერდით ლიანდაგზე”
სურ.1.21
ერთი მწვანე მოციმციმე შუქი – ,,ნებადართულია მოძრაობა დადგენილი სიჩქარით; შესასვლელი შუქნიშანი ღიაა და საჭიროა მისი გავლა არა უმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით; მატარებელი მიღებული იქნება სადგურის გვერდით ლიანდაგზე” (სურ.1.21);
შესასვლელის წინ მდებარე შუქნიშნის ანძაზე დგება მაუწყებელი აბრა მასზე ამრეკლით (სურ.1.21).
არასწორ ლიანდაგზე, რომელზეც მოძრაობა ხორციელდება სალოკომოტივო შუქნიშნის სიგნალებით, შესასვლელის წინ მდებარე შუქნიშანზე იგივე სიგნალებია, რაც სამნიშნა სიგნალიზაციით აღჭურვილ ავტობლოკირებისას შესასვლელის წინ მდებარე შუქნიშანზე.
გასავლელი შუქნიშნის ჩვენებები
ნახევრადავტომატური ბლოკირებით აღჭურვილ უბნებზე, გასავლელი შუქნიშნებით გადაეცემა სიგნალები:
ერთი მწვანე შუქი – ,,ნებადართულია მოძრაობა დადგენილი სიჩქარით; გადასარბენი შემდეგი სადგურის (სალიანდაგო პოსტის) შესასვლელ შუქნიშნამდე თავისუფალია” (სურ.1.21).
ერთი წითელი შუქი – ,,შედექ! სიგნალის გავლა აკრძალულია” (სურ.1.21).
სამნიშნა სიგნალიზაციით აღჭურვილ ავტობლოკირების უბნებზე შუქნიშანზე (შესასვლელი, სამარშრუტო, გასასვლელი ან გასავლელი), რომელიც ზღუდავს მთავარი ლიანდაგის ბლოკუბანს, საჭირო სამუხრუჭო მანძილზე ნაკლები მანძილით, დგება თეთრი ფერის მნათი მაჩვენებელი ორი ვერტიკალური ისრის სახით (იხ. სურ.1.20), ხოლო მის მაფრთხილებელ შუქნიშანზე – ასეთივე მაჩვენებელი, ერთი ვერტიკალური ისრის სახით (იხ. სურ.1.20).
შუქნიშნის პირობით – ნებადამრთველი სიგნალი
ავტობლოკირებით აღჭურვილ უბნებზე, გაჭიანურებული დიდი ქანობის მქონე აღმართზე განლაგებული გასავლელი შუქნიშნის პირობით ნებადამრთველი სიგნალი, რომელიც გადაეცემა რუსული ,,T” ასოს ამრეკლნიშნიანი ფარით (სურ.1.22), ნებას აძლევს სატვირთო მატარებელს გაიაროს შუქნიშნის წითელი შუქი არა უმეტეს 20კმ/სთ სიჩქარით, განსაკუთრებული სიფხიზლით და მზადყოფნით დაუყოვნებლივ გაჩერდეს, თუ შემდგომი მოძრაობისათვის დაბრკოლება შეხვდება.
სურ.1.22…… .1.23.
გასავლელი შუქნიშნის პირობით
ნებადამრთველი სიგნალი მიმფარავი და გადამღობი შუქნიშნები
მიმფარავი და გადამღობი შუქნიშნები
მიმფარავი შუქნიშნებით გადაეცემა სიგნალები:
ერთი მწვანე შუქი – ,,ნებადართულია მოძრაობა დადგენილი სიჩქარით”
ერთი წითელი შუქი – ,,შედექ! სიგნალის გავლა აკრძალულია”
გადამღობი შუქნიშნით გადაეცემა სიგნალი ერთი წითელი შუქი – ,,შედექ! სიგნალის გავლა აკრძალულია” (სურ.1.23).
გადამღობი შუქნიშნის წინ მაფრთხილებელი შუქნიშნით გადაეცემა სიგნალი ერთი ყვითელი შუქი – ,,ნებადართულია მოძრაობა გაჩერებისათვის მზადყოფნით; ძირითადი გადამღობი შუქნიშანი დაკეტილია” (სურ.1.23).
ნორმალურად გადამღობი შუქნიშნებისა და მისი მაფრთხილებლების სასიგნალო ჩვენებები ჩამქრალია (სურ.1.23) და ამ მდგომარეობაში მათ სასიგნალო დანიშნულება არა აქვთ. ამ შუქნიშნების ანძები უნდა იყოს შეღებილი განსხვავებულად – დახრილი თეთრი და შავი ზოლების მონაცვლებით.
მაფრთხილებელი და მამეორებელი შუქნიშნები
ავტობლოკირებით აღუჭურვილ უბნებზე შესასვლელი, გასავლელი და მიმფარავი შუქნიშნების წინ მაფრთხილებელი შუქნიშნებით გადაეცემა სიგნალები:
ერთი მწვანე შუქი – ,,ნებადართულია მოძრაობა დადგენილი სიჩქარით; ძირითადი შუქნიშანი ღიაა (სურ.1.24);
ერთი ყვითელი შუქი – ,,ნებადართულია მოძრაობა გაჩერებისათვის მზადყოფნით; ძირითადი შუქნიშანი დაკეტილია” (სურ.1.24);
ერთი ყვითელი მოციმციმე შუქი – ,,ნებადართულია მოძრაობა დადგენილი სიჩქარით; შესასვლელი შუქნიშანი ღიაა და საჭიროა მისი გავლა შემცირებული სიჩქარით; მატარებელი მიიღება სადგურის გვერდით ლიანდაგზე”.
მამეორებელ შუქნიშანზე ერთი მწვანე შუქით აღინიშნება, რომ გასასვლელი ან სამარშრუტო შუქნიშანი ღიაა ( სურ.1.25).
სურ.1.24 ……..1.25.
მაფრთხილებელი მამეორებელი
შუქნიშნები შუქნიშანი
მამეორებელი შუქნიშნების სასიგნალო შუქები ნორმალურად ჩამქრალია და ამ მდგომარეობაში მათ სასიგნალო დანიშნულება არ გააჩნიათ.
სალოკომოტივო შუქნიშნები
ავტობლოკირებით და ავტომატური სალოკომოტივო სიგნალიზაციით აღჭურვილ უბნებზე, სალოკომოტივო შუქნიშნებით გადაეცემა სიგნალები;
მწვანე შუქი – ,,ნებადართულია მოძრაობა; სალიანდაგო შუქნიშანზე, რომელსაც უახლოვდება მატარებელი, ანთია მწვანე შუქი” (სურ.1.26,);
ყვითელი შუქი – ,,ნებადართულია მოძრაობა; სალიანდაგო შუქნიშანზე, რომელსაც უახლოვდება მატარებელი, ანთია ერთი ან ორი ყვითელი შუქი” (სურ.1.26);
ყვითელი-წითლით – ,,ნებადართულია მოძრაობა გაჩერებისათვის მზადყოფნით; სალიანდაგო შუქნიშანზე, რომელსაც უახლოვდება მატარებელი, ანთია წითელი შუქი (სურ.1.26).
სალიანდაგო შუქნიშნის წითელი შუქის გავლის შემთხვევაში, სალოკომოტივო შუქნიშანზე აინთება წითელი შუქი (სურ.1.26).
თეთრი შუქი (სურ.1.26) ნიშნავს, რომ სალოკომოტივო მოწყობილობები ჩართულია, მაგრამ სალიანდაგო შუქნიშნების ჩვენებები სალოკომოტივო შუქნიშანზე არ გადაეცემა და მემანქანე ვალდებულია იხელმძღვანელოს მხოლოდ სალიანდაგო შუქნიშნების ჩვენებებით.
სალოკომოტივო შუქნიშნებით ასევე გადაეცემა სიგნალები:
მწვანე შუქი – მატარებლის მიახლოება სალიანდაგო შუქნიშანთან, მასზე ერთი ყვითელი მოციმციმე შუქით, ერთი მწვანე მოციმციმე შუქით ან ერთი ყვითელი და ერთი მწვანე შუქით;
ყვითელი შუქი – მატარებლის მიახლოება სალიანდაგო შუქნიშანთან მასზე ორი ყვითელი შუქით, მათგან ზედა მოციმციმე, ასევე სხვა შუქებით, რომლებიც მიანიშნებს საისრე გადამყვანებზე გადახრით მსვლელობას.
უბნებზე, სადაც ავტომატური სალოკომოტივო სიგნალიზაცია გამოყენებულია როგორც მატარებელთა მოძრაობის სიგნალიზაციისა და კავშირგაბმულობის დამოუკიდებელი საშუალება, სალოკომოტივო შუქნიშნებით გადაეცემა სიგნალები:
სურ. 1.26.
სალოკომოტივო შუქნიშნის ჩვენებები
მწვანე შუქი – ,,ნებადართულია მოძრაობა დადგენილი სიჩქარით, წინ ორი ან მეტი ბლოკუბანი თავისუფალია”;
ყვითელი შუქი – ,,ნებადართულია მოძრაობა შემცირებული სიჩქარით, წინ ერთი ბლოკუბანი თავისუფალია”;
ყვითელი – წითლით – ,,ნებადართულია მოძრაობა ბლოკუბანზე გაჩერებისათვის მზადყოფნით; შემდეგი ბლოკუბანი დაკავებულია”.
მატარებლის დაკავებულ ბლოკ-უბანზე შესვლისას, სალოკომოტივო შუქნიშანზე აინთება წითელი შუქი.
თეთრი შუქი ნიშნავს, რომ სალოკომოტივო მოწყობილობები ჩართულია, სიგნალები ლიანდაგიდან ლოკომოტივზე არ გადაეცემა.
არამოქმედი შუქნიშნები დაჯვარული უნდა იყოს ფიცრის ორი ნაჭრით, ხოლო მათზე სასიგნალო შუქი – ჩამქრალი ( სურ.1.27).
სურ.1.27.
არამოქმედი შუქნიშანი
შეზღუდვის სიგნალები
სიჩქარის შემცირების მუდმივი დისკოები
ყვითელი ფერის დისკოთი (სურ.1.28,) გადაიცემა სიგნალი: ,,ნებადართულია მოძრაობა სიჩქარის შემცირებით და მზადყოფნით სასიგნალო ნიშნებით: ,,საშიში ადგილის დასაწყისი” და ,,საშიში ადგილის დასასრული”, შეზღუდული საშიში ადგილი გაიაროს საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტის გენერალური დირექტორის ბრძანებაში ნაჩვენები სიჩქარით”. მწვანე ფერის დისკოთი (სურ.1.28,ბ) – ,,მატარებელმა გაიარა საშიში ადგილი”. მემანქანე ერთლიანდაგიან უბანზე ასეთ სიგნალს ხედავს მოძრაობის მიმართულებით მარცხენა მხრიდან.
სურ. 1.28.
სიჩქარის შემცირებისა და გაზრდის მაჩვენებლები
ადგილები, რომლებიც საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის ბრძანებით მოითხოვს სიჩქარის მუდმივად შემცირებას, შეიზღუდება ორივე მხარეს საშიში ადგილის საზღვრიდან 50 მ მანძილზე მუდმივი სასიგნალო ნიშნებით ,,საშიში ადგილის დასაწყისი” და ,,საშიში ადგილის დასასრული”.
ცხრილი 1.30
გადასატანი სიგნალები
გადასატან სიგნალებს მიეკუთვნება:მართკუთხა ფორმის ორივე მხარეს წითელი ან ერთ მხარეს წითელი, ხოლო მეორე მხარეს თეთრი ფერის ფარები, ყვითელი ფერის (უკანა მხარეს მწვანე ფერის) კვადრატული ფარები, ჭოკზე წითელი შუქით ფარნები, ჭოკზე წითელი ალმები.
გადასატანი სიგნალებით წარედგინება მოთხოვნა:
დღისით, წითელი ფერის მართკუთხა ფარი (ან ჭოკზე წითელი ალამი) და ღამით ჭოკზე ფარნის წითელი შუქი – ,,სდექ! სიგნალის გავლა აკრძალულია” (სურ.1.30).