ისრისკენული მიმართულების მოძრაობა
ისრული გადამყვანი შედგება:
1) ისარი;
2) ჯვარედის კომპლექტი კონტრრელსებით;
3) შემაერთებელი ლიანდაგები.
СП-6 ტიპის ელექტროამძრავის ისრული გარნიტურის კონსტრუქცია
მარჯვენა და მარცხენა – 4, ძირითადი კუთხოვნები გამოიყენება ამძრავის საყრდენ კონსტრუქციებად. ერთმაგ ისრულ გადამყვანებზე დასადგმელი ძირითადი კუთხოვნები სახიფათო კვეთებში გაძლიერებულია იმავე კვეთის დამატებითი კითხოვნებით 6; ეს აუცილებელია გამავალი მატარებლებისაგან გამოწვეული ვიბრაციის შესამცირებლად და ძირითადი კუთხოვნების გაღუნვის თავიდან ასაცილებლად; სხვადასხვა სახის (შეწყვილებული, ჯვარედული და ა.შ.) ისრული გადამყვანებისათვის განკუთვნილი საძირკვლე კუთხოვნები ერთმანეთისაგან განსხვავდება სიგრძეებით, აგრეთვე ელექტროამძრავის დამაგრებისათვის საჭირო ნახვრეტების რაოდენობითა და გარნიტურისს დეტალებით. საძირკვლის კუთხოვანები ჩარჩო რელსებზე ჩამოკიდებულია ოთხი კუთხოვანით –2 . მათ მიერ წარმოშობილი დამატებითი დატვირთები კომპენსირდება განივი შემკვრელი ზოლით – 5.
შემკვრელი ზოლი 5 ერთმანეთთან აერთებს საძირკვლის კუთხოვნებს და მათ ამაგრებს ისრულ ძელებზე. წევების გატარების მიზნით ზოლს აქვს ფიგურული ნაღუნი; ნაღუნი ასრულებს აგრეთვე ელექტროძრავას გარსაცმ 9-ის საყრდენის ფუნქციასაც. გასწვრივი შემკვრელი ზოლი გამორიცხავს საძირკვლის კუთხოვნების ერთმანეთის მიმართ წაძვრას და ამცირებს ელექტროძრავას ვიბრაციას, რომელიც წარმოიშობა შემადგენლობის გავლისას. საძირკვლის კუთხოვნები, შემკვრელი ზოლები და ელ.ამძრავის დგარი ერთობლივად წარმოქმნის ხისტ ჩარჩოს.
კალმებს შორისი შემაერთებელი წევა –1, ერთმანეთთან კრავს ისრული გადამყვანის კალმებს, რაც აუცილებელია ამ კალმების ერთდროული გადაადგილებისათვის; მუშა წევა –3, ელექტროამძრავის შიბერს აერთებს კალმებს შორის შემაერთებელ წევასთან.
საკონტროლო წევები ისრული გადამყვანის კალმების საყურეებთან აერთებს ელექტროამძრავის საკონტროლო სახაზავებს; ეს უკანასკნელები აკონტროლებს კალმების მდებარეობებს. გარნიტურის კომპლექტში შედის მოკლე –7 და გრძელი –8 საკონტროლო წევები, რომლებიც საკონტროლო სახაზავებს აკავშირებენ ელექტროამძრავის მიმართ შესაბამისად ახლო- და შორმდებარე კალმებთან, მათი მგომარეობის გასაკონტროლებლად.
რედაქტორი: მ.ჩალაძე
0 Comments