სასადგურო  სცბ-ს (სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციის და ბლოკირების) მოწყობილობების  დანიშნულებაა  ისრების და სიგნალების კონტროლი და  მართვა.  გამოიყენება ისეთი ურთიერთდამოკიდებულების უზრუნველსაყოფად, რომლებიც გამორიცხავენ სიგნალის ნებადამრთველ ჩვენებაზე გადასვლას, როდესაც ისრები  მდგომარეობით არ იმყოფებიან შემადგენლობის მოძრაობისათვის  სჭირო შესაბამის მდგომარეობაში.

სადგურის ფარგლებში მატარებლების მოძრაობა და სამანევრო სამუშაოები ხორციელდება  გარკვეულ გამზადებულ მარშრუტებზე, რომლებშიც მოძრაობის  შესაბამისობაში იმყოფება ლიანდაგები და ისრები. ისეთ მარშრუტებს, რომლებზეც შეუძლებელია ერთდროულად ორი და მეტი მატარებლის გატარება  მტრულ მარშრუტებს უწოდებენ.

მარშრუტები მზადდება  სადგურის სცბ-ს მოწყობილობების დახმარებით, რომლებიც ორ ჯგუფად იყოფა. პირველ კატეგორიაში შედის მოწყობილობები, რომლებიც გამოიყენება ისრებისა და სიგნალების ხელით მართვის დროს. მეორე ჯგუფი შედგება სასადგურო ბლოკირებით, ისრებისა და სიგნალების ელექტრული ცენტრალიზაციით( ეც), გორაკების ავტომატური ცენტრალიზაციით (გაც) და დისპეტჩერული ცენტრალიზაციით(დც).

ელექტრული ცენტრალიზაცია ნიშნავს ცენტრიდან (სადისპეტჩეროდან, სადგურის  სამორიგეოდან) სადგურის ელექტრულად მართვას. ელექტრულ ცენტრალიზაციაში შედის: 1. მარშრუტული,  რელეური ცენტრალიზაცია, სადაც ისრებისა და შუქნიშნების მართვა ხდება სხვადასხვა ტიპის რელეების საშუალებით; 2. ბლოკური მარშრუტული რელეური ცენტრალიზაცია, სადაც ისრებისა და შუქნიშნების მართვა ხდება ბლოკების (ბლოკში შედის რამოდენიმე რელე) საშუალებით. 3.მიკროპროცესული ცენტრალიზაცია, 4. დისპეტჩერული ცენტრალიზაცია, სადაც ისრებისა და სიგნალების მართვას აწარმოებს სადისპეტჩეროში მყოფი ინდივიდი – დისპეტჩერი. დისპეტჩერს შეუძლია ჩაერიოს საგუშაგოს მორიგის არასწორ მოქმედებაში. მართვა მორიგეს გადააყვანინოს ადგილობრივი მართვიდან, დისპეტჩერულ მართვაზე და თვითონ  მართოს სადგური.

სცბ-ს სასადგურო მოწყობილობების  დანიშნულებაა დააჩქაროს და ხელი შეუწყოს  ისრების  და  სიგნალების მართვას, უზრუნველყოს მაღალი საიმედოობა და უსაფრთხოება სასადგურო ლიანდაგებში!

…..


0 Comments

Leave a Reply

Avatar placeholder

Your email address will not be published.