ს ა მ ა ხ ს ო ვ რ ო

       რელსებში სიხშირეებისა და დენის ძალების გაზომვის მეთოდიკა.

საზომი ხელსაწყოები და ინსტრუმენტები:1)  სიხშირმზომი ან სიხშირეთა ინდიკატორი -სიხშირეების  გასაზომად; 2)  მულტიმეტრი-სიხშირეების, ძაბვებისა  და  დენის ძალების გასაზომად; 3) 0,06 ომი წინაღობიანი ტიპიური გამოსაცდელი შუნტი,რომელზეც დამაგრებულია მიმდევრობით  ჩართული მულტიმეტრი-რელსებში დენის ძალის გასაზომად; 4) კომბინირებული საზომი ხელსაწყო;   5) ელ.მექანიკოსის ინსტრუმენტების  ნაკრები; 6) გადასატენი რადიოსადგურები და სატელეფონო ყურმილები

ტექნიკური დოკუმენტაცია:1) სქემატური გეგმა,რომელზედაც ნაჩვენებია შუქნიშნების, სარელსო წრედების განლაგება და სარ-ის სასიგნალო სიხშირეთა(დასაშვები  სიჩქარე) განაწილება;2) სარელსო წრედების  ელ.სქემა;  3) მმართველი რელეების  ელ.სქემა; 4)ну;чу-სიხშირულ მმართველი რელეების ელ.სქემა

ნორმალურ პირობებში  სარელსო წრედებს  არ  მიეწოდება სასიგნალო სიხშირეები, რადგან სასიგნალო სიხშირეების ელ.წრედი გაწყვეტილია სალიანდაგო რელეს გამმეორებელი რელეების კონტაქტებით.სარელსო წრედზე მოძრავი შემადგენლობის შედგომისას ან სარელსო  წრედზე გამოსაცდელი შუნტის დადებისას,სალიანდაგო  რელე  რჩება უდენოდ, შესაბამისად  მისი გამმეორებელი რელეებიც რჩებიან უდენოდ . სალიანდაგო  რელეს გამმეორებელი რელეების ზურგული კონტაქტების შეკვრისას, ხაზში  მიეწოდება შესაბამისი სასიგნალო სიხშირეები.

სარ-ის სიხშირეებისა და  დენების გაზომვა საჭიროა დავიწყოთ ყველაზე ნებადამრთველი სიხშირიდან, შემდეგ უნდა ამოვრთოთ იმ სარელსო წრედის მცველი, რომლის დაკავების შემდეგ შესამოწმებელ სარელსო წრედიში მოხდება ნაკლებად ნებადამრთველი სიხშირის მიწოდება  და ა.შ. ამ წრედში ამკრძალავი სიხშირის მოწოდებამდე.

გაზომვების პერიოდში, რელსებში სასიგნალო  სიხშირეების მისაწოდებლად საჭიროა, გამოსაცდელი შუნტის ზედდებით დავშუნტოთ  სარელსო წრედის სარელეო მხარე. გაზომვები უნდა ვაწარმოოთ სარელსო წრედის 50 ჰც.სიხშირით კვების გამორთვისას;  ამ  მიზნით აუცილებელია ამოვიღოთ სარელსო წრედის მკვებავი მცველი ან სარელსო წრედის მკვებავ ბოლოზე спт(поБс-5)-ტრანსფორმატორის მეორადი გრაგნილის მომჭერიდან ჩავხსნათ ერთი მკვებავი სადენი და ჩავრთოთ იგი სარელსო წრედის მკვებავ მეორე სადენთან ერთად.

сот(соБс-3Б) ტრანსფორმატორის მეორადი გრაგნილის წრედიდან ამოვიღოთ მცველი (2-ამპერი) და ამოღებული მცველის ბუდეში მივაერთოთ ამპერმეტრი, გავზომოთ  და  ჩავწეროთ სარ-ის ყველაზე   ნებადამრთველ სასიგნალო სიხშირეზე ტრანსფორმატორის მეორადი გრაგნილის დენის ძალა. გაზომვის შედეგი შევადაროთ სარელსო  წრედის  ელექტრული     პარამეტრების   ბარათს.           გადასატანი რადიოსადგურით(რაციით) გამზომი ჯგუფის თანამშრომლებმა უნდა შეატყობინოს სარელეოში მყოფთ, დაშუნტვის შედეგად მიღებული დენის ძალის მონაცემები,რომელებიც  აისახება მულტიმეტრზე.  ყველაზე ნებადამრთველი სიხშირის დენის გაზომვის  შემდეგ,  ამოვრთოთ იმ სარელსო წრედის მცველი, რომლის დაკავების შემდეგ შესამოწმებელ სარელსო წრედში მოხდება ნაკლებად ნებადამრთველი სიხშირის მიწოდება. ჩავიწეროთ ამპერმეტრის ჩვენება , ჩავიწეროთ შუნტზე მიმაგრებული -მულტიმეტრის ჩვენება(მულტიმეტრის ჩვენება მრავლდება 1,3-კოეფიციენტზე და საბოლოოდ ნამრავლის სახით იწერება ჯურნალში),ჩავიწეროთ გენერატორიდან გამოსული ნომინალური სიხშირის ჩვენება.   ასეთივე მეთოდით,  გავზომოთ  სულ  უფრო  და უფრო ნაკლებად    ნებადამრთველი     და   ბოლოს  ამკრძალავი სიხშირე.

სარელსო     წრედებში  სარ-ის  დენის   ძალა იზომება რელსებში  სარელეო  დროსელ-ტრანსფორმატორთან      და    მისი    ნორმებია :

სიხშირე    ნორმა(ამპერი)   ნორმას+20%(ამპ)
     75ჰც          4.5  –  5.5     6.6
   (80 კმ/სთ)        3.46   –  4.2     5.7
    125ჰც            3  –  5.4     6.48
   (70 კმ/სთ)        2.30  –   4.15     4.98
    175ჰც           2.5  –   5      6.0
    (60კმ/სთ)         1.92  –  3.83      4.61
     225ჰც           1.7 –  4.0      4.8
    (40კმ/სთ)         1.30 – 3.07      3.69
     275ჰც           1.2 – 3.2      3.84
   (0-კმ/სთ)         0.92  –  2.46      2.95

галсм-66  გენერატორისათვის კვების ძაბვა უნდა იყოს  20-22 ვოლტი.                                пг -2 ან пу-1    გენერატორებისათვის        კი-  17-18 ვოლტი.

დენის ძალებს    ვარეგულერებთ  სარელსო წრედში შემავალ сот(соБс-3Б)  ტრანსფორმატორის  ან  რეზისტორის(წინაღობის) საშუალებით.

განვითარებულ სადგურებში სიხშირეებისა და დენის ძალების გაზომვა  წარმოებს იგივე მეთოდით, როგორც  ზემოთ არის  აღწერილი, ოღონდ შესაბამისი მარშრუტი წინასწარ უნდა აიკრიფოს სადგურის ბლოკ-საგუშაგოს მორიგის მიერ  და გაზომვები ვაწარმოოთ თანმიმდევრულად სარელსო  წრედებზე   გამზადებული მარშრუტის შესაბამისად.

რედაქტორი: ალექსანდრე ბერიძე

სარელსო წრედი. ორელემენტიან სალიანდაგო რელეებზე ფაზათა ძვრის კუთხის გაზომვა

ა)  ორელემენტიანი სალიანდაგო რელეს სახაზო ელემენტის ძაბვის ფაზური კუთხე, ადგილობრივი ელემენტის ძაბვის ფაზურ კუთხესთან მიმართებაში დაძრულია და მას უნდა უსწრებდეს 88÷1200-ს ფარგლებში.

ბ)  ს/წრედში ფაზომეტრით ფაზური კუთხის ძვრის  გასაზომად, უნდა  გაითიშოს ასს-სარის სასიგნალო სიხშირეები, რადგანაც არ მოხდეს ს/წრედის 50ჰც. სიხშირის მქონე ძაბვის გაჟონვა СОТ(СОБС-3Б)  ტრანსფორმატორის მეორად გრაგნილზე, რისთვისაც მისი მეორადი გრაგნილის წრედიდან ამოვიღოთ მცველი (2-ამპერი).

გ)  ДСШ-2 ტიპის სალიანდაგო რელეს 1-2 კონტაქტებთან მივაერთოდ ფაზური ძვრის კუთხის საზომი(შემდგომში ფაზომეტრი) ხელსაწყოს ის სადენები, რომლის გამომყვანებსაც ხელსაწყოზე აწერია „ადგილობრივი ელემენტი”,  ხოლო 3-4 კონტაქტებთან კი ის სადენები, რომლის გამომყვანებსაც ხელსაწყოზე აწერია „სახაზო ელემენტი”.

დ)  ხელსაწყოს დაკალიბრების შემდეგ (ხელსაწყოზე განლაგებული რეგულატორის მეშვეობით 00 და 1800 კუთხეების გასწორება), უნდა შემოწმდეს მიერთებული სადენების პოლარობა. რისთვისაც ვაწვებით ხელსაწყოზე განლაგებულ ღილაკს წარწერით „დაკალიბრება”. თუ ხელსაწყოს ისარი გადაიხარა მარცხნივ 0-საკენ სადენები მიერთებულია ნორმალური პოლარობით, ხოლო თუ ისარი გადაიხარა მარჯვნივ 1800-საკენ, მაშინ ხელსაწყოზე განლაგებული გადამრთველი წარწერით „პოლარობა“ უნდა გადაირთოს სხვა პოზიციაზე.

ფაზომეტრის მონაცემი, თუ იგი შეესაბამება დაწესებულ ნორმებს, უდა ჩაიწეროს ს/წრედების  ელექტრო მახასიათებლების ბარათში  φР – გრაფის გასწვრივ, საწინააღმდეგო შემთხვევაში აუცილებელია ფაზური კუთხის ძვრის დარეგულირება.

ე) იმ ს/წრედებში სადაც ПТ(ПОБС-2) შემათანხმებელი ტრანსფორმატორი ჩართულია როგორც ავტოტრანსფორმატორი, ფაზური კუთხის ძვრის დარეგულირება ხორციელდება, ს/წრედის სარელეო ბოლოს ჩართული კონდენსატორული ბლოკის ტევადობის ცვლით ან  მკვებავი ბოლოდან რეზონანსის მიღწევით.

რედაქტორი: ალექსანდრე ბერიძე

მკვებავი შემომყვანი, გამანაწილებელი  და გამმართველ-გარდამქმნელი

პანელების ელ. სქემების განხილვა. 

ПВ-60 ტიპის პანელი წარმოადგენს სარკინიგზო ავტომატიკის ელემენტს და განკუთვნილია ელექტრული ცენტრალიზაციის (ეც) მოწყობილობების კვებისათვის. მეტროპოლიტენში ამ პანელს იყენებენ დამწევი ქვესადგურიდან (ПП) ცვლადი დენის ძაბვის მისაღებად და მის გასანაწილებლად სცბ-ს მოწყობილობის კვებისათვის. ПВ-60 პანელის კონსტრუქცია ითვალისწინებს ПП ქვესადგურიდან ორი Ф1 და Ф2 ფიდერის შეყვანას 380 და 220ვ სიდიდის ძაბვით. ერთი ფიდერი არის ძირითადი(მუშა), მეორე- სათადარიგო. ძირითად ფიდერს აქვს პრიორიტეტი და მუდმივად დატვირთულია. გადასვლა სათადარიგო ფიდერის კვებაზე ხდება ავტომატურად, ძირითადი ფიდერის ერთ-ერთი ფაზის ძაბვის დაკარგვის შემთხვევაშიც კი. პანელის სქემით გათვალისწინებულია კვების ხელით გადართვა ძირითადი ფიდერიდან სათადარიგოზე და პირიქით. პანელი აღჭურვილია გადართვისთვის საჭირო საკომუტაციო აპარატურით და გამზომი ხელსაწყოებით ფიდერების ძაბვების კონტროლისა და დატვირთვის დენის გასაზომად. გათვალისწინებულია აგრეთვე პანელის დაცვის ხელსაწყოები(მცველები) სქემის ელემენტებში დენების დასაშვებზე უფრო მეტ სიდიდემდე გაზრდისას.

პანელის კომუტაციური სიმძლავრე განისაზღვრება კონტაქტორის დასაშვები დენით. შემყვან პანელზე დაყენებულია КТ-6023 ტიპის კონტაქტორი, რომლის ძირითადი კონტაქტების ნომინალური დენი ხანგრძლივ რეჟიმში 100 ამპერს შეადგენს. ამრიგად, თითოეული ფაზის დასაშვები დატვირთვა შეადგენს 100ამპერს, ხოლო მთლიანად პანელზე დატვირთვის ჯამური სიმძლავრე 600კვ.ა შეადგენს.

სადენების განივკვეთი, ტიპი და მარკა, აგრეთვე სხვა მაკომპლექტებელი ელემენტები უზრუნველყოფენ შემყვანი პანელის მუშაობას აღნიშნული დენური დატვირთვებისა და 380ვ ძაბვის დროს.

მეტროპოლიტენის სცბ-ს მოწყობილობების კვება ხდება აპარატურის ცენტრალიზებულად განლაგების დროს(ნახ.7). სამფაზა ცვლადი დენით 220ვ. ძაბვით სამსადენიანი(ნულოვანი სადენის გარეშ) სისტემით.

ძირითადი ფიდერის შემყვანი კაბელი მიერთებულია 21-2, 11-1 და 11-2 გამომყვანებზე, ხოლო სათადარიგო ფიდერის კაბელი 27-2, 17-1 და 17-2 გამომყვანებზე. 1КТ და 2КТ კონტაქტორების კვების წრედის შექმნისათვის ზღუდარები დაყენებულია შემდეგ გამომყვანებზე: 11-2—26-1; 12-4—12-3; 12-2—12-1 და 17-2—26-2. თითოეული Ф1 და Ф2 ფიდერის შემომყვანზე დაყენებულია ПР2 ტიპის FU მცველები 500ვ. ძაბვაზე. მცველების დნობადი ფირფიტები თითოეული სადგურისათვის შეირჩევა ინდივიდუალურად, რეალური დატვირთვის დენის მიხედვით.

სარელსო წრედებისა და შუქნიშნების კვებისათვის 220ვ სიდიდის ძაბვა სტატივებს მიეწოდება კაბელით, რომელიც 23-1, 23-2 და 23-3 გამომყვანებზეა მიერთებული.

საისრო განვითარების მქონე სადგურებში სადაც ავტოსდექებია დაყენებული, 24-1, 24-2 და 24-3 გამომყვანებზე უერთებენ კაბელს, რომლის მეშვეობითაც ძაბვა მიეწოდება ძირითად 220/127 ტრანსფორ-მატორს, საიდანაც იკვებება ავტოსდექები. 25-1, 25-2 და 25-3 გამომყვანებთან მიერთებულია კაბელი, რომლის მეშვეობით ძაბვა ავტოსდექის კვების სარეზერვო ტრანსფორმატორს მიეწოდება.

პანელის გვერდებზე მოთავსებულ გამომყვანებზე უერთებენ სასიგნალო და ძალურ წრედებს სხვა პანელებთან შეპირაპირებისათვის. ამასთან, 32-1, 32-2 და 32-3 გამომყვანებს უერთებენ კაბელებს, რომელთა მეშვეობით ძაბვა მიეწოდება სხვა პანელებს, ხოლო 42-1, 42-2 და 42-3 გამომყვანებს იყენებენ მცველების გადაწვის კონტროლის წრედების შესაქმნელად.

Ф1 ფიდერის ფაზების დატვირთვის დენი იზომება Т1, Т2 და Т3 ტრანსფორმატორებით. მეორადი გრაგნილების კოჭების გამომყვანები მიერთებულია პაკეტურ 1АК გადამრთველთან, რომელთანაც მიერთებულია ამპერებში დაგრადუირებული ვოლტმეტრი. ფიდერების ძაბვა კონტროლდება Ф12, Ф23 და Ф13 (РН-53/400) ფაზური რელეებითა და მათი საერთო მაკონტროლებელი 1Ф АШ2-110/220 ტიპის რელეთი. მკვებავი ფიდერების 220ვ ძაბვის დროს РН-53/400 რელეები რეგულირდება 200ვ-ზე. ფაზების კონტროლის რელეები დენქვეშ იმყოფება ძაბვის არსებობის დროს, როდესაც ფიდერზე ან ერთ-ერთ ფაზაში ძაბვა გამოირთვება, ფაზების კონტროლის შესაბამისი რელე უდენოდ რჩება და კვება გადაირთვება მუშა ფიდერიდან სათადარიგოზე.

მკვებავი ფიდერების მდგომარეობა კონტროლდება შემყვან პანელზე და ტაბლოზე მოთავსებული ნათურებით. თუ ფიდერზე ძაბვა არ არის, მაშინ ანთია წითელი ფერის ნათურები, ხოლო ფიდერზე დატვირთვის მიერთების შემდგეგ ანთია თეთრი ფერის ნათურა. თითოეული ფიდერის წრედში ჩართულია ხელით გადასართველი ПВ1 და ПВ2 გამომრთველი, რომელთა საშუალებით КТ1 და КТ2 კონტაქტორები შეიძლება დატვირთვიდან გამოვრთოთ. დენის წრედის გაწყვეტა რეკომენდირებულია კონტაქტორით, ხოლო შემდეგ ПВ გამომრთველით კონტაქტორი უნდა გამოირთოს დატვირთვისაგან.

ამორთული გამომრთველისა და ფიდერის შემყვანზე ამოღებული მცველებით კონტაქტორი იზოლირებული ხდება სქემისაგან, რაც მისი დათვალიერებისა და რემონტის საშუალებას იძლევა უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით.

ПВ-24/30  კვების   აკუმულატორული  სისტემის  გამმართველების პანელს  იყენებენ  სალიანდაგო  განვითარების  სადგურებში  სცბ-ს  მოწყობილობების  კვებისათვის  სააკუმულატორო  ბატარეასთან  ერთად.  პანელი  დაკომპლექტებულია  ორი  დამმუხტავი  გამმართველით  ЗБП24/30,  რომლებიც  განკუთვნილია  24-ვ-ან  სააკუმულატორო  ბატარესთან  სამუშაოდ.  გამმართველები  შედგება БФ-ტიპის   სამფაზა  ფაზური  ბლოკებისგან,   БВ-ტიპის გამმართველი   ბლოკისა  და БАР ტიპის ავტომატური  რეგულირების   ბლოკისაგან.  БАР-ი მოქმედებს „ავტომატური“ და  „ხელოვნური“ რეგულირების რეჟიმში.

ფაზური  ბლოკები  ჩართულია  220ვ  ძაბვის  ცვლადი  დენის  სამფაზა  ქსელში  მცველებისა  და  პაკეტური  ПВ  გამომრთველის  მეშვეობით.

БВ-ტიპის გამმართველი  ბლოკები  გათვლილია  აკუმულატორების  იმპულსურ  დამუხტვის  რეჟიმში  სამუშაოდ.  აკუმულატორების  ძაბვა  რეგულირდება  ავტომატურად  2,15ვ-დან  2,3ვ-მდე  (НК-80  ან  НК-55  აკუმულატორების  გამოყენებისას).  ამრიგად,  სააკუმულატორო  ბატარეის  ძაბვა  25,8-დან  27,6ვ-მდე  შეიძლება  შეიცვალოს.

გამმართველის  მაქსიმალური  დენია  30ა;  მინიმალური  დენი,  რომლის  დროსაც  შენარჩუნებულია  ძაბვის  ავტომატური  რეგულირების  რეჟიმი  უდრის  0,7ა.  დატვირთვაში

ხანგრძლივად  გამავალი  დენი  არ  უნდა  აღემატებოდეს  22ა.

ლიტერატურა: к.м.махмутов «устройства интервалъного регулирования движения поездов на метрополитене» СТР, 145-148

რედაქტორი: მერაბი ჩალაძე

1

2

3

4

5

6

7

8

9

რედაქტორი: მ. ჩალაძე

1

2

რედაქტორი:  მ. ჩალაძე


0 Comments

Leave a Reply

Avatar placeholder

Your email address will not be published. Required fields are marked *